ეს სტატია აღწერს საკითხს, რომელიც ითვლება კანონიკურად.ამ სტატიის თემა არსებობს ნამდვილ სამყაროში ან შეესაბამება მას.

"დღეს დავწერე დართ ვეიდერი #22 — ვეიდერის ციხესიმაგრე, ნაწილი 4, ანუ 'ლორდ მომინის ამბავი'. ძალიან მომწონს. ეს ამბავი ჩაფიქრებული მქონდა ლენდოზე მუშაობის დროიდან (@alexmaleev -ის და @paulmounts-ის მონაწილეობით), 2015 წლიდან. არც მეგონა, რომ ოდესმე მისი თხრობის საშუალება მომეცემოდა."
―ჩარლზ სოული, Twitter ზე[წყარო]

დართ ვეიდერი: სითების ბნელი ლორდი 22 არის ოცდამეორე გამოშვება კანონიკური კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი: სითების ბნელი ლორდი. მისი ტექსტის ავტორია ჩარლზ სოული, ხოლო მხატვარი — ჯუზეპე კამუნკოლი. გამოშვება გამოიცა 2018 წლის 17 ოქტომბერს, Marvel Comics-ის მიერ.

შეჯამება გამომცემლობისგან[edit | edit source]

"ვეიდერის ციხესიმაგრე" გრძელდება! ლორდ მომინის ამბავი! გეგმები დახაზულია…საძირკველი ჩაყრილია…და წყვდიადი ამოდის მუსტაფარზე!

სიუჟეტის შეჯამება[edit | edit source]

ვეიდერის ციხესიმაგრე
ნაწილი IV
რესპუბლიკა დამხობილია. იმპერატორი პალპატინი გალაქტიკის რკინის მუშტით მართავს. პალპატინის შეგირდი —

დართ ვეიდერი — მასწავლებლის იმპერიას ემსახურება და გადარჩენილ ჯედაებს ანადგურებს.

ვეიდერმა მასწავლებისგან ითხოვა პლანეტა, რომელზეც თავისუფლად იმოქმედებდა — და აირჩია მუსტაფარი, პლანეტა, სავსე ბნელი ძალის ენერგიით…და მისი უდიდესი დამარცხების ადგილი. პალპატინმა მთავარ იმპერიელ არქიტექტორ ალვა ბრენს დაავალა პლანეტაზე ვეიდერის ციხესიმაგრის აშენება, შეგირდს კი საჩუქრად გადასცა ლორდ მომინის ნიღაბი, ბნელი მხარის იდუმალი არტეფაქტი.

მაგრამ ბრენმა ვერ გადმოსცა ვეიდერის მიერ ციხესიმაგრის ხედვა. მომინის ნიღაბმა კი თავისი შესაძლებლობები გამოავლინა — მოკლა ბრენი, დაეუფლა მის თანაშემწეს და ვეიდერის ციხესიმაგრის საკუთარი ვარიანტები წარმოადგინა....

მედია[edit | edit source]

გამოცემები[edit | edit source]

გარეკანების გალერეა[edit | edit source]

გამოჩენები[edit | edit source]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები (დაბრუნება ↑)


არსებები (დაბრუნება ↑)

მოვლენები (დაბრუნება ↑)

ადგილები (დაბრუნება ↑)

ორგანიზაციები და წოდებები (დაბრუნება ↑)

გონიერი რასები (დაბრუნება ↑)

იარაღი და ტექნოლოგიები (დაბრუნება ↑)

სხვა (დაბრუნება ↑)


შეტანილია კრებულებში[edit | edit source]

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

  1. 1.0 1.1 MarvelLogo.svg დართ ვეიდერი (2017) #22 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. ტარკინის შესავალში მითითებულია, რომ წიგნის მოვლენები ვითარდება გალაქტიკური იმპერიის აღზევებიდან 5 წლის შემდეგ. ეს უკანასკნელი მოვლენა, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, მოხდა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე. ამრიგად, ტარკინის მოვლენების განვითარების დროა 14 იბ. ვინაიდან დართ ვეიდერმა იცის უილჰაფ ტარკინიერიადუზე წარსულის შესახებ გამოშვებაში დართ ვეიდერი: სითების ბნელი ლორდი 18 (მან ეს ცნობა მიიღო მხოლოდ ტარკინში), მე-18 გამოშვების მოვლენები ვითარდება სწორედ აღნიშნული რომანის შემდეგ. გამოშვებაში დართ ვეიდერი: სითების ბნელი ლორდი 19 ჩნდება მეორე და, მოკლული თამაშის Star Wars Jedi: Fallen Order მოვლენების დროს. Fallen Order-ის მოვლენები ვითარდება ჯედაების წმენდიდან ხუთი წლის შემდეგ — გალაქტიკური ატლასის მიხედვით, ეს ასევე უნდა იყოს 19 იბ. ვინაიდან დართ ვეიდერი: სითების ბნელი ლორდი 18 აღწერს ტარკინის და მეცხრამეტე გამოშვების შუალედში მიმდინარე მოვლენების, ამ გამოშვების მოვლენებიც 14 წელს უნდა ვითარდებოდეს. მეოცე გამოშვების მოვლენები ვითარდება მეცხრამეტე გამოშვების შემდეგ, ისევე, როგორც ოცდამეერთე გამოშვების მოვლენები პირდაპირ მიჰყვება მეოცე გამოშვების მოვლენებს. ამრიგად, ოცდამეორე გამოშვების მოვლენებიც ამავე წელს ვითარდება, ვინაიდან გამოშვება აღწერს ოცდამეერთე გამოშვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.

ბმულები[edit | edit source]


ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი: სითების ბნელი ლორდი
ძირითადი გამოშვებები რჩეული: 1 · 2 · 3 · 4 · 5 · 6
მკრთალი სინათლე: 7 · 8 · 9 · 10
ხუთის წესი: 11 · 12
აალებული ზღვები: 13 · 14 · 15 · 16 · 17
ცუდი დამიწება: 18
ვეიდერის ციხესიმაგრე: 19 · 20 · 21 · 22 · 23 · 24 · 25
რბილყდიანი კრებულები 1 · 2 · 3 · 4
სხვა წელიწდეული 2 · მაგარყდიანი კრებული 1 · მაგარყდიანი კრებული 2
დაკავშირებული მედია ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი
რედ.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.