ყველაფერი ერთმანეთს ეჯახება...საბედისწერო შედეგებით.[1]
შესავალი ტიტრი[]
წიგნი II, ნაწილი V ᲩᲠᲓᲘᲚᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲡᲐᲘᲓᲣᲛᲚᲝᲔᲑᲐᲜᲘ
ცუდი წინათგრძნობის დროა. მას შემდეგ, რაც სიკვდილის ვარსკვლავი ძალისადმი მგრძნობიარე აჯანყებულმა პილოტმა გაანადგურა, სითმა ლორდმა ᲓᲐᲠᲗ ᲕᲔᲘᲓᲔᲠᲛᲐ გადაწყვიტა, იმპერიისგან ფარულად თავად გაერკვია მისი ვინაობა.
არქეოლოგ და დროიდების ექსპერტ ᲓᲝᲥᲢᲝᲠ ᲐᲤᲠᲐᲡ გამოცდილებით და ჯილდოზე მონადირეთა ნარჩევი გუნდით ვეიდერმა შეძლო იმპერიული კრეისერიდან დიდი რაოდენობის კრედიტების მოპარვა, რაც ისე წარმოაჩინა, თითქოს უბედური შემთხვევა ყოფილიყო. აფრამ, მოპარული კრედიტებით, მიაგნო კომოდექს ტანს, დამკრძალავი ბიუროს პატრონს, რომელმაც ამიდალას დაკრძალვას ჩაატარა და ვეიდერის აჯანყებული პილოტის თაობაზე ეჭვები დაადასტურა.
თუმცა, ვეიდერის ახალმა ადიუტანტმა, ინსპექტორმა თანოთმა იცის, რომ ყველაფერი სინამდვილეში სხვანაირად მოხდა და სიტუაციაში გარკვევას გეგმავს. თანოთმა დაადგინა, თუ სად იმყოფება ინფორმატორი ᲐᲜᲢᲘ და მის გასანადგურებლად ჩამოაყალიბა ახალი შენაერთი....[1]