ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დართ ვეიდერი 25.

დართ ვეიდერი 25 არის ოცდამეხუთე და საბოლოო გამოშვება Marvel-ის 2015 წელს დაწყებული კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი. იგი არის რიგით მეექვსე და უკანასკნელი სერიის მეოთხე სიუჟეტში და უკანასკნელი — მთლიან სერიაში. ეს კომიქსი, გამოცემული 2016 წლის 12 ოქტომბერს, დაწერილია კირონ გილენის მიერ, ხოლო მხატვრები არიან სალვადორ ლაროკა და მაქს ფიუმარა. გამოშვება აგრეთვე შეიცავს მინიკომიქსს კოდა, რომლის მოვლენები ვითარდება სერიის პირველი გამოშვების მოვლენების შემდეგ.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

ყოველივე ამისკენ მიდიოდა! ვეიდერის კაილოს ქმნილებათა წინააღმდეგ გამოცდა! მისი მაქინაციები იმპერატორის წინააღმდეგ! მისი საიდუმლო მისიები დოქტორ აფრასთან და მის სისხლისმღვრელ დროიდებთან ერთად! ყოველივე ეს განხორციელდება კირონ გილენისა და სალვადორ ლაროკას ვარსკვლავური გუნდის 40 გვერდიან გამოშვებაში! ამ ფინალის გაცდენას არ ისურვებთ![1]

შესავალი[]

წიგნი IV, ნაწილი VI
ᲗᲐᲛᲐᲨᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲡᲠᲣᲚᲘ
იმპერიისთვის არეულობისა და აღდგენის დროა. სიკვდილის ვარსკვლავის განადგურების შემდეგ დართ ვეიდერი ნანობს და ამხობს მათ, ვინც იმპერიის მმართველობას ეწინააღმდეგება.

დროიდები სამი ნული და ბიტი გააგზავნეს ვეიდერის ყოფილი მოკავშირის, დოქტორ აფრას დასაჭერად, მაგრამ მათ დაპროგრამებაზე დაუფლებით იგი მათ დავალებას ცვლის. გაქცევის სანაცვლოდ აფრა იმპერატორ პალპატინს უპირისპირდება.

ვეიდერმა ამასობაში მიაგნო მოღალატე მეცნიერ კაილოს, რათა ყველაფრისთვის ბოლო მოეღო. მართალია, კაილომ აამოქმედა სპეციალური ღლაკი, რომელიც სითი ლორდის კიბერნეტიკულ კოსტიუმს მართავს, ვეიდერმა ძალის მეშვეობით იგი დაამარცხა. მაგრამ მისიის დასრულებისთვის ვეიდერს კიდევ ბევრი წინაღობა შეხვდება....

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

  • ვეშაპი გემი

დროიდების მოდელები

მოვლენები

  • პირველი თავდასხმა სონ-ტუულის პრაიდზე (მხოლოდ ხსენება)
  • ჯალათის გატაცება
  • სონ-ტუულის პრაიდის ძარცვა (მხოლოდ ხსენება) (პირველად ნახსენები როგორც Son-tuul Pride robbery)
  • ომი შუ-ტორუნზე (მხოლოდ ხსენება)

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შეტანილია კრებულებში[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 1.9 MarvelLogo დართ ვეიდერი (2015) #25 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. Marvel-ის კომიქსი დართ ვეიდერი დასრულდება #25-ე გამოშვებით, წყარო: IGN (May 13, 2016) (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი June 17, 2018)
  3. გამოშვებაში მოვლენები ვითარდება რესპუბლიკის აღდგენის ალიანსიიავინთან გამარჯვების შემდეგ. ეს მოვლენები ასახულია ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი, რომლის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 0 იბ. გამოშვებაში მოვლენები აგრეთვე ვითარდება მაკო-ტას კოსმოსურ დოკებზე თავდასხმამდე. როგორც სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა უთითებს, ეს მოხდა იავინის ბრძოლამდე, რაც ნიშნავს, რომ მოვლენათა განვითარების დროა 1 იბშ. ამრიგად, გამოშვებაში მოვლენათა განვითარების დროა 0 იბშ1 იბშ.
Advertisement