ვეიდერის ჯოკასტა ნიუსთან შეტაკება გამაოგნებელ დაბოლოებას უახლოვდება! რა საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად რისკავდა ბიბლიოთეკარი ჯედაი საკუთარი სიცოცხლით? და შეძლებს, ვეიდერს მის მოპოვებაში ხელი შეუშალოს?
შესავალი ტიტრი[]
ᲛᲙᲠᲗᲐᲚᲘ ᲡᲘᲜᲐᲗᲚᲔ ნაწილი IV
ახალბედა იმპერია გალაქტიკაში არსებობას მხოლოდ ახლა იწყებს. დართ ვეიდერს, იმპერატორ პალპატინის საიდუმლო სით შეგირდს, დაევალა წინამძღოლობა ინკვიზიტორიუსის — ბნელ მხარეზე გადასული ყოფილი ჯედაების, რომლებიც ამჟამად ჯედაების ორდენის რამდენიმე გადარჩენილ წევრს ეძებენ და კლავენ.
ერთ-ერთი მათგანია ჯოკასტა ნიუ, ჯედაების ორდენის ყოფილი მთავარი არქივარიუსი. დამალულ, შორეულ პლანეტაზე მან ძალის სკოლა შექმნა და აპირებს ჯედაების ახალი თაობის მომზადებას. მაგრამ სკოლას სჭირდება მოსწავლეები, რისთვისაც ჯოკასტამ შეაღწია იმპერიული დედაქალაქ-პლანეტა კორუსანტის ჯედაების ყოფილი ტაძრის ნანგრევებში, სადაც ეძებს გალაქტიკის ყველა ძალისადმი მგრძნობიარე ბავშვის საიდუმლო მონაცემებს.
ჯოკასტამ მონაცემები ფარული ადგილიდან მოიპოვა — ტაძარში ღრმად დამახრული ძალასთან დაკავშირებული უძველესი იარაღების სამალავიდან. მაგრამ სანამ იქაურობას უვნებელი დატოვებდა, დართ ვეიდერი გამოეცხადა....