ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დართ ვეიდერი 17.

დართ ვეიდერი (2017) 17 არის მეჩვიდმეტე გამოშვება კანონიკური კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი (2017). მისი ტექსტის ავტორია ჩარლზ სოული, ხოლო მხატვარი — ჯუზეპე კამუნკოლი. გამოშვება გამოიცა 2018 წლის 13 ივნისს, Marvel Comics-ის მიერ.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

სანამ მონ-კალას წინააღმდეგობის ნარჩენები ზღვაში იძირება, ვეიდერი და მისი ინკვიზიტორები საბოლოოდ გადარჩენილ ჯედაის უპირისპირდებიან. ზღვები ცრემლებით აივსება....

შესავალი ტიტრი[]

ᲐᲐᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲖᲦᲕᲔᲑᲘ
ნაწილი V
მონ-კალას წყლიანი სამყარო ღია აჯანყებას აწყობს! მონ-კალამარებთან რამდენიმე დამარცხების შემდეგ გუბერნატორი ტარკინი მათი მეფის, ლი-ჩარის დაჭერის გეგმას შეიმუშავებს, რითაც ბრძოლა უნდა დასრულდეს.

ამასობაში ვეიდერის ინკვიზიტორები პლანეტის სიღრმეებში იჭერენ ლი-ჩარის მრჩევლებს, რაინდ ჯედაი ფერენ ბარს და მის ახალ მიმდევარს, ვერლას.

მახეში გაბმული, გაქცევის საშუალების გარეშე, ბარი ამჟღავნებს საიდუმლოს იმისა, თუ რა როლი შეასრულეს კლონებმა ჯედაების დამხობაში. საიდუმლოს, რომელიც, შესაძლოა, მათი გადარჩენის ერთადერთი იმედი იყოს....

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

შეტანილია გამოცემებში[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

ორგანიზმები

  • ეშმაკი კალმარი (პირველი ხსენება)
  • მეძებარი (მხოლოდ ხსენება)
  • პარაზიტი (მხოლოდ ხსენება)
  • კალმარი (მხოლოდ ხსენება)
  • მონ-კალას უცნობი არსება

მოვლენები

ადგილები

  • გარე რგოლის ტერიტორიები
    • კალამარის სექტორი
      • მონ-კალამარის სისტემა
        • მონ-კალა
          • ბელი
          • სამეფო სამეთაურო ბუნკერი (პირველი გამოჩენა)
          • ზერანი (პირველი ხსენება)

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

მანქანები და გემები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 Marvel-TemplateLogo Darth Vader (2017) #17 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა განსაზღვრავს, რომ მონ-კალას ოკუპაცია მოხდა იმპერატორის მმართველობის პირველი წლის დროს. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი განსაზღვრავს, რომ იმპერიის ჩამოყალიბების წელია 19 იბ, ოკუპაცია, ნაჩვენები კომიქსში დართ ვეიდერი 13, მოხდა იავინის ბრძოლამდე 18 წელს.

დამატებითი ბმულები[]