"დღეს დავწერე დართ ვეიდერი #22 — ვეიდერის ციხესიმაგრე, ნაწილი 4, ანუ 'ლორდ მომინის ამბავი'. ძალიან მომწონს. ეს ამბავი ჩაფიქრებული მქონდა ლენდოზე მუშაობის დროიდან (@alexmaleev -ის და @paulmounts-ის მონაწილეობით), 2015 წლიდან. არც მეგონა, რომ ოდესმე მისი თხრობის საშუალება მომეცემოდა."
რესპუბლიკა დამხობილია, ჯედაების ორდენი კი დამარცხებულია. იმპერატორი პალპატინი გალაქტიკას მკაცრად მართავს. პალპატინის შეგირდი —
დართ ვეიდერი — მასწავლებლის იმპერიას ემსახურება და გადარჩენილ ჯედაებს ანადგურებს.
ვეიდერმა მასწავლებისგან ითხოვა პლანეტა, რომელზეც თავისუფლად იმოქმედებდა — და აირჩია მუსტაფარი, პლანეტა, სავსე ბნელი ძალის ენერგიით … და მისი უდიდესი დამარცხების ადგილი. პალპატინმა მთავარ იმპერიელ არქიტექტორ ალვა ბრენს დაავალა პლანეტაზე ვეიდერის ციხესიმაგრის აშენება, შეგირდს კი საჩუქრად გადასცა ლორდ მომინის ნიღაბი, ბნელი მხარის იდუმალი არტეფაქტი.
მაგრამ ბრენმა ვერ გადმოსცა ვეიდერის მიერ ციხესიმაგრის ხედვა. მომინის ნიღაბმა კი თავისი შესაძლებლობები გამოავლინა — მოკლა ბრენი, დაეუფლა მის თანაშემწეს და ვეიდერის ციხესიმაგრის საკუთარი ვარიანტები წარმოადგინა....
↑ტარკინის შესავალში მითითებულია, რომ წიგნის მოვლენები ვითარდება გალაქტიკური იმპერიისაღზევებიდან5 წლის შემდეგ. ეს უკანასკნელი მოვლენა, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, მოხდა იავინის ბრძოლამდე19 წლით ადრე. ამრიგად, ტარკინის მოვლენების განვითარების დროა 14 იბ. ვინაიდან დართ ვეიდერმა იცის უილჰაფ ტარკინისერიადუზე წარსულის შესახებ გამოშვებაში დართ ვეიდერი (2017) 18 (მან ეს ცნობა მიიღო მხოლოდ ტარკინში), მე-18 გამოშვების მოვლენები ვითარდება სწორედ აღნიშნული რომანის შემდეგ. გამოშვებაში დართ ვეიდერი (2017) 19 ჩნდება მეორე და, მოკლული თამაშის Star Wars Jedi: Fallen Order მოვლენების დროს. Fallen Order-ის მოვლენები ვითარდება ჯედაების წმენდიდან ხუთი წლის შემდეგ — გალაქტიკური ატლასის მიხედვით, ეს ასევე უნდა იყოს 19 იბ. ვინაიდან დართ ვეიდერი: სითების ბნელი ლორდი 18 აღწერს ტარკინის და მეცხრამეტე გამოშვების შუალედში მიმდინარე მოვლენების, ამ გამოშვების მოვლენებიც 14 წელს უნდა ვითარდებოდეს. მეოცე გამოშვების მოვლენები ვითარდება მეცხრამეტე გამოშვების შემდეგ, ისევე, როგორც ოცდამეერთე გამოშვების მოვლენები პირდაპირ მიჰყვება მეოცე გამოშვების მოვლენებს. ამრიგად, ოცდამეორე გამოშვების მოვლენებიც ამავე წელს ვითარდება, ვინაიდან გამოშვება აღწერს ოცდამეერთე გამოშვების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს.
↑ჩარლზ სოული (@CharlesSoule) Twitter-ზე (პუბლიკაცია): "=Wrote Darth Vader #22 today - FORTRESS VADER Part 4, or "The Tale of Lord Momin." I really like it. I've had this story in mind since my Lando book (with @alexmaleev & @paulmounts) in 2015. Wasn't sure I'd ever get a chance to tell it." (არქივის ბმული) (ეკრანის ანაბეჭდი)