დართ ვეიდერი 29 არის 29-ე გამოშვება Marvel-ის 2020 წელს დაწყებული კომიქსების სერიიდან ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი. იგი გამოიცა 2022 წლის 30 ნოემბერს. გამოშვების ტექსტის ავტორია გრეგ პაკი, ხოლო მხატვარი — ლუკ როსი.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ᲢᲔᲥᲜᲝ ᲒᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲐ! სამი ათწლეულის წინ ანაკინ სკაიუოკერმა იმპერატორის ბრძანებით მოკლა უოტ ტემბორი, ტექნოკავშირის წინამძღოლი, ისევე, როგორც სეპარატისტების სხვა ხელმძღვანელები. მაშ, ვინ არის მეკობრე ᲯᲣᲚ ᲢᲔᲛᲑᲝᲠᲘ და რას მოიმოქმედებს ამჟამად ვეიდერთან შეკრული მოახლე, როდესაც დადგება არჩევანის წინაშე, მოკვდეს თუ არა ჯული? და კიდევ, რომელი მოახლეა? და ეს ახალი თავგადასავალი აუხდენს თუ არა საბეს ოცნებას, მოისროლოს ვეიდერი ბნელ მხარეზე გზიდან თუ უბრალოდ დაასრულებს ამ გზას?
შესავალი ტიტრი[]
| ᲢᲔᲥᲜᲝ (ᲒᲐ)ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲐ |
|---|
მედია[]
გარეკანების გალერეა[]
გარეკანის ვარიანტი, სალვადორ ლაროკა |
კრებულები[]
- ვარსკვლავური ომები: დართ ვეიდერი, ტომი 6: მოახლე ქალების დაბრუნება
- ვარსკვლავური ომები: ფარული იმპერია: ანთოლოგია
უწყვეტობა[]
გამომცემლობის შეჯამების მიხედვით კომიქსის მოვლენები ვითარდება მუსტაფარზე მისიიდან სამი ათწლეულის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ მისიის თარიღია 19 იბ, რაც ნიშნავს, რომ კომიქსში დართ ვეიდერი 29 მოვლენათა განვითარების დროა 11 იბშ. თუმცა, ისინი ვითარდება დართ ვეიდერის დაღუპვამდე (4 იბშ), რაც ნიშნავს, რომ გამომცემლობის მიერ განსაზღვრული თარიღი მცდარია.
გამოჩენები[]
| პერსონაჟები | ორგანიზმები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
| ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | მანქანები და გემები | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
ორგანიზმები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
|
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
მანქანები და გემები
|
იარაღები და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
წყაროები[]
SDCC 2022: New Star Wars: The High Republic Tales and More Reveals from the Lucasfilm Publishing Panel StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
"Launchpad" — Star Wars Insider 214
Dormé Infiltrates the Empire in Marvel's Star Wars: Darth Vader #29 – Exclusive Preview StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10
Star Wars: Darth Vader (2020) #29 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ ამ კომიქსში მოვლენების განვითარება ხდება ღრუბლების ქალაქიდან გაქცევის შემდეგ, ჰან სოლოს გადარჩენამდე. როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, ამ მოვლენათა განვითარების დროა 3 იბშ და 4 იბშ.





