ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

სიკვდილი გამომივლია და დავამარცხე. მომძლავრებული დავბრუნდი. ძალის ბნელი მხარე ცოცხლობს და ჩემში ვლინდება! ახლა ბნელ მხარეს ვწვდები და მისი მეშვეობით ჭავლებს ვუგზავნი ყველას, ვინც მას ემსახურება — იცოდეთ, რომ ვცოცხლობ!
―დართ კრეიტი[13]

დართ კრეიტი, თავდაპირველად ა'შარად ჰეტი, იყო მამრობითი სქესის ადამიანი, გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ პერიოდში ოსტატი ჯედაი. ძე ლეგენდარული რაინდ ჯედაი შარად ჰეტის და მისი ცოლის, კ'შიიკისა, რომლებიც ცხოვრობდნენ ტატუინზე, ტასკენებთან, იგი გახდა ოსტატი ჯედაების, კი-ადი-მანდისა და, მოგვიანებით, ან'ია კუროს შეგირდი. როდესაც ჯერ კიდევ მოზარდი იყო, მამა მოუკლა დაქირავებულმა მკვლელმა ორა სინგმა, რომელიც ჰეტმა მოგვიანებით დუელში დაამარცხა. კლონების ომების პერიოდში ჰეტი რესპუბლიკაში მსახურობდა როგორც გენერალი და მოგვიანებით ჩამოყალიბდა ქარიზმატულ მეთაურად, რომელიც დაქვემდებარებაში მყოფ ჯარებს წინა ხაზებზე მეთაურობდა. დაუმეგობრდა ნორჩ ანაკინ სკაიუოკერს და ეხმარებოდა მას, შეგუებოდა იმ დანგრევას, რომელიც გამოიწვია გალაქტიკური მასშტაბის ომმა. ა'შარადი მონაწილეობდა ორ მნიშვნელოვან კონფლიქტში — ბოზ-პიტის ბრძოლაში და სალიუკემაის ალყაში. იგი კლონების ომებში გადარჩა და იყო ერთ-ერთი იმ ჯედაებიდან, რომლებიც გაექცნენ ჯედაების დიდ წმენდას, იავინის ბრძოლამდე 19 წელს.

ა'შარად ჰეტი მოგვიანებით დაბრუნდა მშობლიურ პლანეტა ტატუინზე, სადაც დაიფიცა, რომ ახალ გალაქტიკურ იმპერიას წინააღმდეგობას გაუწევდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც შეერკინა ობი-ვან კენობის, ტატუინიდან განიდევნა და მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ სითი ლორდი (დართ ვეიდერი) გახდა ანაკინ სკაიუოკერი, რომელსაც ოდესღაც ეხმარებოდა ჯედაების ორდენის განადგურებაში. ჯედაების ორდენის დანგრევაში ა'შარადი საკუთარ თავს ადანაშაულებდა და ხელი მიჰყო ჯილდოზე მონადირის საქმიანობას. ერთ-ერთი მისიის შესრულებისას აღმოჩნდა კორიბანზე, სადაც ლორდ ქსოქსაანის ზედამხედველობით ემზადებოდა როგორც სითი. მას შემდეგ, რაც იუუზან-ვონგებმა იგი დაიჭირეს და აწამეს, გადავიდა ძალის ბნელ მხარეს და თავი გამოაცხადა საზარელ ლორდად და სითების ბნელ ლორდად, ხოლო სახელი შეიცვალა და გახდა დართ კრეიტი.

ახალი სახელით იგი გახდა ერთი სითის დამაარსებელი და მეთაური. აღადგინა სითების ორდენი და ჯედაებს მის კორიბანზე არსებობას უმალავდა. გადასარჩენად მრავალი წელი ჩაძინებულმა გაატარა, შემდგომში კი დაბრუნდა და მოფ ნაინა კალიქსტთან ერთად წამოიწყო სითების და იმპერიის ომი, რომელსაც შეეწირა თავისუფალი ალიანსების გალაქტიკური ფედერაცია. ომის გადამწყვეტ ჟამს მან ჩამოაგდო იმპერატორი როან ფელი და გაანადგურა ჯედაების ახალი ორდენიც.

დართ კრეიტი გალაქტიკას მკაცრად მართავდა შვიდი წლის განმავლობაში. მოგვიანებით მის მმართველობას დაემუქრა იმპერატორ ფელის და გალაქტიკური ალიანსის ადმირალ გარ სტაზის კავშირი. მეტიც, კრეიტმა აღმოაჩინა, რომ არსებობდა კიდევ ერთი სკაიუოკერი: კეიდი. მას ეშინოდა, რომ ამ მიზეზებით და მისი გაუარესებული ჯანმრთელობით დაემხობოდა ოცნების ასრულებამდე, ამიტომ კეიდის დაჭერა ბრძანა. თუმცა, ჰად-აბადონზე შეტაკებისას კრეიტი დაიჭრა და კლდიდან გადმოვარდა. სითი ლორდი ძლიერი გამოდგა — მისი სიცოცხლე გადაარჩინეს. მოგვიანებით მას შეხვდა დართ უიირლოკი, ყველაზე სანდო მრჩეველი, რომელმაც, როგორც ამტკიცებდნენ მოკლა კრეიტი, დარწმუნებული იყო რა, რომ საზარელი ლორდი სითების ორდენის განადგურებას გამოიწვევდა.

თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, კრეიტის ჩანაფიქრები უიირლოკმა მაინც აასრულა. მოგვიანებით კრეიტმა თავი განიკურნა. მან მთელი გალაქტიკიდან უხმო ბნელ მხარეს გადასულებს და დაბრუნების შესახებ განაცხადა. ერთგული სითების და სითი მოიერიშეების ახალი ტიპის დახმარებით მან დაიბრუნა კორუსანტი, მოკლა უიირლოკი და ემზადებოდა ომის მეშვეობით გალაქტიკის აღორძინებისთვის. თუმცა, უკანასკნელი ბრძოლისას კვლავ სცადა კეიდის ბნელ მხარეზე მოქცევა. მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და კეიდმა იგი სამუდამოდ გაანადგურა.

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement