- „ჩემი დამხობის შემდეგ იმპერიები აღზევდა და დაემხო, გალაქტიკამ დიდებული ეპოქები განვლო…მაგრამ აქ ვარ.“
- ―მომინი
დართ მომინი, იგივე მომინი იყო სითი ლორდი, არქიტექტორი და მოქანდაკე. ახალგაზრდა ასაკში, იდეებისა და მიზნების გამო, მოწინააღმდეგეთა ძალისხმევით, პატიმრად იქცა. იგი გაათავისუფლა სითმა შაამ, რომელმაც შეასწავლა ძალის ბნელი მხარის გამოყენება და აქცია სით შეგირდად. მომინმა შემდგომში საკუთარი სუპერიარაღი ააშენა, რომელსაც მთელი ქალაქის განადგურება შეეძლო. ჯედაები ქალაქის განადგურების მცდელობისას მას დაუპირისპირდნენ. მომინი ამ ბრძოლისას ფიზიკურად განადგურდა, მაგრამ ნიღაბში დარჩა სითის ცნობიერება.
მრავალი წლის შემდეგ დართ სიდიუსმა ჯედაების არქივში მიაგნო მომინის ნიღაბს. შეისწავლა რა მისი პატრონის ისტორია, იმპერატორმ იგი გადასცა დართ ვეიდერს, როგორც საჩუქარი მუსტაფარზე მოგზაურობის წინ. იქ ვეიდერი აპირებდა საკუთარი ციხესიმაგრის აშენებას. პლანეტაზე ნიღაბმა მოკლა მის დაქვემდებარებაში მყოფი მთავარი იმპერიული არქიტექტორი, პოლკოვნიკი ალვა ბრენე და დაეუფლა მის თანაშემწე ლეიტენანტ როგოს. მან უამბო ახალ პატრონს მომინის ამბავი და ვეიდერმაც მას ნება დართო, ბოლომდე დაუფლებოდა მუსტაფარელის გონებას, რათა მისი სხეულიც ემართა. მან თავად შეისწავლა მომინის მიერ შემუშავებული ნახაზი და დათანხმდა მისი, როგორც ციხესიმაგრის პროექტის, გამოყენებაზე.
მომინმა, დართ ვეიდერის მიერ დამხმარედ მივლენილი რამდენიმე იმპერიული წარმომადგენლის მხარდაჭერით, დაიწყო ისეთი ციხესიმაგრის შენება, რომელშიც ბნელი ლორდი პლანეტაზე არსებულ ბნელ ენერგიებს თავს მოუყრიდა და ძალის ბნელი მხარის საიდუმლოებებს ჩაწვდებოდა. მეცხრე ციხესიმაგრის აგების მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა, განსხვავებით წინამორბედი ვარიანტებისგან. ერთხელ, როდესაც ვეიდერის ყურადღება გადატანილი იყო მუსტაფარელთა შემოსევის შეჩერებაზე, მომინმა დრო იხელთა, მოახდინა აფეთქება და შეაღო ბნელი მხარის საიდუმლოებათა კარი. მან დაიბრუნა ფიზიკური ფორმა და ვეიდერს შეერკინა, მაგრამ ბრძოლისას უკანასკნელმა მიმართა ძალას და სითი ლოდის ჩამოგდებით გაანადგურა.
წლების შემდეგ მომინის ნიღაბი აღმოჩნდა იახტა „იმპერიალისზე“. მასზე შეღწევისას არტეფაქტი ორი თავდამსხმელის გონებას დაეუფლა. მათ გაქცევით უშველეს, დატოვეს და ააფეთქეს ხომალდი.
გამოჩენები[]
- დართ ვეიდერი (2017) 21 (მხოლოდ ხსენება)
- დართ ვეიდერი (2017) 22 (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
- დართ ვეიდერი (2017) 23
- დართ ვეიდერი (2017) 24
- დართ ვეიდერი (2017) 25 {{C(მხოლოდ ხსენება, შესავალში)
- ლენდო 4 (პირველი ხსენება)
- ალისფერი ბატონობა 4 (ჩნდება აჩრდილის ან სულის სახით)
- დოქტორი აფრა (2020) 24 (მხოლოდ გარეკანის ვარიანტზე)
- გამჟღავნებები (2022) 1 (დართ ვეიდერის ხილვაში)
- ფარული იმპერია 2 (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- სითების ჩრდილი (მხოლოდ ხსენება)
- სითების ჩრდილი, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
- სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა (პირველად ნახსენები როგორც დართ მომინი)
- ვარსკვლავური ომები: ჯედაების საიდუმლოებანი
- დართ ვეიდერი — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ვარსკვლავური ომების წიგნი
- დართ მოლი და ბნელი მხარის სხვა მიმდევრები — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ვარსკვლავური ომები შიგნიდან: მუსტაფარი StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული)
- ვარსკვლავური ომები: სითების საიდუმლოებანი
- მუსტაფარი და სხვა პლანეტები გარე რგოლში — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- რენის რაინდების შეჭრა დართ ვეიდერის სასახლეში Marvel-ის გამოშვებაში ვარსკვლავური ომები: ალისფერი ბატონობა #4 – ექსკლუზიური შეთვალიერება StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- მისი ვარსკვლავური ომების მე-100 კომიქსის გაყიდვაში გამოსვლის აღსანიშნად ჩარლზ სოული იხსენებს StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- კი'რა და იმპერატორი გეგმავენ შემდეგ ნაბიჯებს Marvel-ის გამოშვებაში ვარსკვლავური ომები: ფარული იმპერია #2 – ექსკლუზიური შეთვალიერება StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- ვარსკვლავური ომები: ბნელი მხარის ჯიბის ექსპერტი
- ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ვარსკვლავური ომები: აჯანყების განთიადი: ვიზუალური ცნობარი
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 დართ ვეიდერი (2017) 22
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ კომიქსში დართ ვეიდერი (2017) 24 (სადაც აღწერილია მომინის მუსტაფარზე დაღუპვა) მოვლენათა განვითარების დროა 12 იბ.
- ↑ 4.0 4.1 ლენდო 4
- ↑ დართ ვეიდერი (2017) 23