ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის კანონიკურ ვერსიაზე.  ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ლეგენდარულ ვერსიას. 
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია სითი ლორდი. იხილეთ აგრეთვე რომანი დართ პლეგასი ან მისი პაპა, რომლის პატივსაცემად სახელი დაერქვა.
Qicon
ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ დართ პლეგასი და ტენებრუსის გზა.
Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

დართ პლეგას ბრძენის ტრაგედიაზე რამე თუ გსმენია? ასეც ვიცოდი. ამ ამბავს ჯედაები არ გიამბობენ. ეს სითების ლეგენდაა. დართ პლეგასი იყო სითების ბნელი ლორდი, ისეთი ძლევამოსილი და ბრძენი, რომ ძალის მეშვეობით მიდიქლორიანებზე ზემოქმედებით სიცოცხლის შექმნა შეეძლო...ბნელი მხარე ისე კარგად შეისწავლა, რომ მისთვის ძვირფასების სიკვდილისგან გადარჩენაც შეეძლო. ძალის ბნელი მხარე არის ბევრისთვის არაბუნებრივ შესაძლებლობათა გზა. ისეთი ძლევამოსილი გახდა...მხოლოდ საკუთარი გავლენის დაკარგვის თუ ეშინოდა და, საბოლოოდ, ასეც მოხდა. სამწუხაროა, რომ შეგირდს ყველაფერი ასწავლა, შეგირდმა კი იგი ძილში მოკლა. ირონიულია. სხვების სიკვდილისგან გადარჩენა შეეძლო, საკუთარი თავის - არა.
―პალპატინი[4]

დართ პლეგასი, იგივე დართ პლეგას ბრძენი, იყო მამრობითი სქესის მუუნი სითების ბნელი ლორდი და დართ ბეინის ტრადიციების გამგრძელებელი. დართ ტენებრუსინამოწაფარმა პლეგასმა შეისწავლა მიდიქლორიანების მანიპულირების საიდუმლოებანი. მარადიული სიცოცხლის მიღების სურვილით, იგი სიკვდილის დასამარცხებლად და მიდიქლორიანებისგან სიცოცხლის მოსაპოვებლად სხვადასხვა საშუალებას მიმართავდა. როგორც გალაქტიკათშორისი საბანკო კლანის მაგისტრი ჰიგო დამასკ II, იგი ეხმარებოდა ზოგიერთი ვარსკვლავური სისტემის, საქმიანობის და კრიმინალური ლორდის აღზევებას, რის გამოც უამრავი მოწინააღმდეგე შეიძინა და გალაქტიკურ რესპუბლიკაში ალიაქოთი გამოიწვია.

პლეგასის გალაქტიკის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს წვლილს წარმოადგენდა დართ სიდიუსის სითად და ძალის ბნელი მხარის მიმდევრად მომზადება. შეგირდის დახმარებით მას სურდა გალაქტიკის დაპყრობა და სითების ახალი ეპოქის დაწყება. ათწლეულების განმავლობაში იგი სიდიუსს (რომელსაც ყველა იცნობდა როგორც ნაბუელ პალპატინს) ეხმარებოდა სენატორის სკამზე მოხვედრაში. მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო იავინის ბრძოლამდე 32 წლით ადრე მისი რესპუბლიკის უზენაეს კანცლერად არჩევაში. 34 წელს მათ ერთად მოაწყვეს იინჩორების აჯანყება. მათივე ჩაფიქრებული იყო შეჭრა ნაბუზე და ომი, რომელმაც ჯედაების ორდენი და რესპუბლიკა შემდგომში გაანადგურა. ერთად ისინი ნაწილოვრივ პასუხისმგებელნი იყვნენ ანაკინ სკაიუოკერის, რჩეულის შექმნაზე.

პლეგასს სურდა რესპუბლიკის ვიცეკანცლერის თანამდებობის დაკავება, რათა სიდიუსს ფარულად დახმარებოდა და ძირითადი ყურადღება კვლევებზე გადაეტანა. მაგრამ შეგირდმა სხვა რამ განიზრახა. სიდიუსმა, დარწმუნებულმა, რომ მისმა მასწავლებელმა საკუთარი თავი ამოწურა, მუუნი ძილისას მოკლა, უკანასკნელის არჩევის წინა ღამით, თავად კი წლების შემდეგ გახდა გალაქტიკური იმპერიის მმართველი.

მოგვიანებით სიდიუსი ამ ამბავს იხსენებდა, როგორც დართ პლეგას ბრძენის ტრაგედია — „სითების უძველეს ლეგენდას“, რომელიც ანაკინ სკაიუოკერს ძალის ბნელ მხარეზე მოსაქცევად უამბო, თუმცა თავად პლეგასი ჯედაებისთვის და მათი მოკავშირეებისთვის გალაქტიკური ალიანსის პერიოდშიც იდუმალ ფიგურად რჩებოდა.

გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 1.17 დართ პლეგასი
  2. რომანის დართ პლეგასი მიხედვით (გვ. 117), დამასკმა პალპატინს იავინის ბრძოლამდე 65 წელს უთხრა, რომ ადამიანთა წლების მიხედვით იგი „100-ზე მეტის იქნებოდა“, რაც, სავარაუდოდ ნიშნავს, რომ მისი დაბადების წელიწადი იყო 170 იბ ან უფრო ადრეული პერიოდი. თუმცა, ამას ეწინააღმდეგება ტენებრუსის გზა, რომელშიც განმარტებულია, რომ საკუთარი მასწავლებლის მოკვლის შემდეგ ტენებრუსი „ათწლეულების განმავლობაში ეძებდა“ ახალ მოწაფეს (Star Wars Insider 130, გვ. 26). ვინაიდან დართ პლეგასის მიხედვით ტენებრუსმა მასწავლებელი მოკლა იავინის ბრძოლამდე 167 წელს (გვ. 60) და აპირებდა პლეგასის მოკვლას (გვ. 83), პლეგასის დაბადების ყველაზე ადრეული სავარაუდო თარიღი უნდა იყოს 147 იბ. ამასთან, დართ პლეგასში (გვ. 189) დამასკი ახსენებს, რომ სითის სტატუსით პირველი მისია, კერედ სანთ უხუცესის მოსაკლავად, განახორციელა შეგირდის წოდების მიღებიდან 25 წლის შემდეგ. მისია ლიანაზე (გვ. 3) გვითითებს, რომ შეუძლებელია, ეს ყოფილი უფრო ადრეული პერიოდი, ვიდრე 99 იბ, ამიტომ პლეგასის დაბადების წელიწადი უნდა იყოს დაახლოებით 130 იბ.
  3. ჯედაები სითების წინააღმდეგ: ძალის ძირითადი ცნობარი
  4. 4.0 4.1 4.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
Advertisement