ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია წიგნი. იხილეთ აგრეთვე ამბავი ან პერსონაჟი.

„'დართ პლეგასის' ძირითადი სიუჟეტური ხაზი რამდენიმე ათწლეულს მოიცავს. ამოცანა იყო, შემექმნა "ისტორია", რომელიც არ დაჩრდილავდა პერსონაჟები, რომლებიც ფაქტობრივად ისტორიას ქმნიან. საბედნიეროდ, ვარსკვლავური ომების სამყარო იმდენად დიდია, რომ წიგნის კვლევა იმდენადვე შევძელი, როგორც ტრადიციული ისტორიული რომანის დაწერისას. თანდათან იძულებული ვიყავი, თვალი მედევნებინა უკვე ჩამოყალიბებული ისტორიებისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი შევძელი იმის ახსნა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში.
ჯეიმზ ლუსინო[3]

დართ პლეგასი არის ჯეიმზ ლუსინოს რომანი, რომელშიც მოთხრობილია სითების ბნელ ლორდ დართ პლეგასის ამბავი. დაგეგმილი 2008 წლის ოქტომბერში გამოსაცემად, იგი სინამდვილეში 2012 წლის 10 იანვარს გამოვიდა.[1] წიგნის აუდიოვერსიას კითხულობს დენიელ დეივისი.

შესავალი[]

სამწუხაროდ, საკუთარ შეგირდს ყველაფერი შეასწავლა, რაც თავად იცოდა, ამის შემდეგ კი შეგირდმა ის ძილში მოკლა. ირონიულია. სხვების სიკვდილისგან ხსნა შეეძლო, საკუთარი თავის გარდა.
―პალპატინის საუბარი ანაკინ სკაიუოკერთან[4]

რომანის მოვლენები იწყება მას შემდეგ, რაც დართ სიდიუსი კლავს თავის მასწავლებელს, დართ პლეგასს. სითების ლორდი გრძნობს დრამატულ ცვლას ძალაში, რომელიც აუწყებს, რომ ბნელი მხარე მას ისევე მართავს, როგორც თავად მართავს მას. 35 წლით ადრე დართ პლეგასი და მისი მასწავლებელი დართ ტენებრუსი ჩადიან პლანეტა ბალ'დემნიკზე, სადაც მასზე არსებული კორტოზისის მარაგის შესწავლას ცდილობენ (მის მოპოვებაზე არც რესპუბლიკა ზრუნავს, არც ჯედაების ორდენი). ტენებრუსს სურს, გამოიყენოს კორტოზისი (რომელიც სინათლის მახვილით დარტყმას უძლებს) ჯედაებთან ბრძოლისას. მის გეგმებშია რესპუბლიკის სითების იმპერიით ჩანაცვლება. დროიდი, რომელიც იქვე მუშაობს, ამ კვლევისას ბრძანებისგან დამოუკიდებლად აწარმოებს ბურღვას და პოულობს ფეთქებად ლეთანს. აფეთქებისას ტენებრუსი და პლეგასი გადარჩებიან. ტენებრუსი ცდილობს, შეაკავოს მისი ტალღა, ხოლო პლეგასი თვალს ადევნებს მათ ხომალდს, რათა ეს უკანასკნელი არ დაზიანდეს. ძალის მეშვეობით იგი ნანგრევებს მასწავლებელს აყრის, მაგრამ, თავის გამართლების მიზნით, ისე იქცევა, თითქოს მასწავლებლის დახმარება სურს. თუმცა, ვერ უძლებს ცდუნებას და ტენებრუსი საბოლოოდ, მის ნამდვილ ზრახვებს ეზიარება. მუუნი მას ეუბნება, რომ ორის წესის ტრადიციას დაასრულებს, შემდეგ კი ყოველივე მასწავლებლის კისრის მოტეხვით ასრულებს და მიდიქლორიანებით მანიპულირებას ცდილობს. თუმცა, მისი ექსპერიმენტი წარუმატებლად სრულდება და პლეგასი თავად ხდება ოსტატი სითი.

მუუნი ბალ'დემნიკს ხომალდ უნუგეშოთი ტოვებს. მას შემდეგ, რაც მას პოულობენ ხომალდის ეკიპაჟის წევრები, იგი ყველას კლავს, ხოლო დამხმარედ იყვანს მათ დროიდს, 11-4D-ის. ბრუნდება რა მუუნილინსტზე, იგი კვლავ მოქმედებს, როგორც ჰიგო დამასკი, დამასკის კაპიტალების მთავარი დირექტორი და სოჯურნზე ხვდება სხვადასხვა კარტელის თუ კომპანიის წარმომადგენელს. იგი წინააღმდეგობას უწევს საბტექსტის სამთო კორპორაციას, რომლის წარმოებულმა დროიდმაც, მისი თქმით, დაღუპა ტენებრუსი. ის აგრეთვე ემუქრება კორპორაციის წარმომადგენლებს, რაზეც პასუხად მიიღებს ცნობას ნაბუზე მდებარე პლაზმის საბადოზე, რომელიც საინტერესო იქნება დამასკის კაპიტალებისთვის, გალაქტიკათშორისი საბანკო კლანისთვის და ზოგადად, გალაქტიკისთვის. პლეგასი საბოლოოდ, შეიბრალებს მათ და დროებით აგზავნის ტინგელის ტოტზე (მოგვიანებით, როდესაც მალასტერელ პაქს ტიმთან, საბტექსტის მოკავშირესთან კავშირის გაწყვეტას ცდილობს, იგი მათ მაინც კლავს).

სოჯურნზე შეხვედრის შემდეგ იგი წააწყდება დართ ვენემისს, სითს, რომელიც ტენებრუსს ფარულად, კიდევ ერთ შეგირდად ჰყავდა, ისეთი შემთხვევისთვის, თუკი პლეგასი მის იმედს არ გაამართლებდა. მუნი მას ბრძოლისას ამარცხებს და ერთგულებას მოსთხოვს, შემდეგ კი წამლავს და იყენებს მიდიქლორიანებით მანიპულირების ექსპერიმენტებში, რომელთა საბოლოო მიზანია სიკვდილის დამარცხება და უკვდავების მოპოვება. იგი პოულობს ძალისადმი მგრძნობიარე სხვა პიროვნებებს, რომლებსაც ვენემისი ხვდებოდა, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი მისი გეგმისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ. იაზრებს რა, რომ ასე არ არის, იგი კლავს მათ — იკტოჩის, ში'იდოს და ნაუტოლანს.

ნაბუს სიღრმეებში დამალული პლაზმის მოსაპოვებლად დამასკის კაპიტალები და სავაჭრო ფედერაცია მხარს უჭერენ ბონ ტაპალოს მისთვის სამეფო ტახტის მოსაპოვებლად. ტაპალოს მხრიდან აუცილებელია მხოლოდ ნაბუს სავაჭროდ დათმობა, კერძოდ — პლაზმისთვის, რომლის მოპოვება მთელ გალაქტიკასთან დააკავშირებს. სხვა პოლიტიკურ მოკავშირეებს შორის პლეგასი ხედავს ახალგაზრდა მამაკაც პალპატინს, რომლის ქმედებებიც ეწინააღმდეგება მამის ჩანაფიქრს და, რაც მთავარია, არც ემხრობა მის მიერ ნაბუს სხვებისგან იზოლაციაში მოქცევის პოლიტიკას. ხედავს რა პალპატინის ამბიციებს და აქედან გამომდინარე, მის პოტენციალს და ძალასთან კავშირსაც, პლეგასი მას იყენებს ტაპალოსა და მისი ოპონენტების კამპანიის შესახებ ცნობების მოსაპოვებლად. ჰიგო დამასკში პალპატინი ხედავს ისეთი მამის ფიგურას, რომელიც არასოდეს ჰყოლია, თუმცა ხვდება, რომ მის მანიპულირებას ცდილობენ. მისი მამა, კოზინგა, ცდილობს შვილი მოარიდოს დამასკის გავლენას, მაგრამ პასუხად ამაზე პალპატინი პირად ხომალდზე მთელ ოჯახს და საპატიო ყარაულს ანადგურებს, იყენებს რა ამისთვის გაშმაგებას, რომელსაც მასში ძალის მომძლავრება იწვევს. მოგვიანებით იგი პლეგასთან მიდის და ამცნობს ამის შესახებ, მუუნი კი ულოცავს საკუთარი თავის "ემანსიპაციას". პალპატინი მისი შეგირდი სითი ხდება და პლეგასი ეხმარება საკუთარი თავის და სითების შესწავლაში, შეარქმევს რა დართ სიდიუსს.

შემდეგი 11 წლის განმავლობაში პალპატინი პოლიტიკურ კარიერაში მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. ახალ თანამოაზრეთა მეშვეობით იგი კლავს ნაბუს სენატორს, ვაიდარ კიმს და თავად ხდება პლანეტის წარმომადგენელი სენატორი, ხოლო პლეგასი ამასობაში მიდიქლორიანების შესწავლას განაგრძობს. მისი ერთ-ერთი ჩანაფიქრი უკავშირდება კამინოზე კლონირების ტექნოლოგიას, რაც, თავის მხრივ, უნდა ამოქმედდეს, თუკი რესპუბლიკას ომი ელის. პოლიტიკური მაქინაციების პარალელურად პალპატინი ჩადის დათომირზე, სადაც ხვდება ადგილობრივ მკვიდრ ქალს, რომელიც მას ბავშვ ზაბრაკს, მოლს გადასცემს. მოგვიანებით პალპატინი მოლს აგზავნის მუსტაფარზე, სადაც ძალისადმი მგრძნობიარე ზაბრაკი უნდა ეზიაროს ძალის ბნელ მხარეს.

სიდიუსი და პლეგასი პოლიტიკურ მეტოქეთა გზიდან მოცილებას იწყებენ, მაგრამ ლარშ ჰილისთვის გამართული დახრილი წრის ორდენის ცერემონიისას მას თავს ესხმიან მალადიელი მკვლელები. ჰილს და ორდენის სხვა წარმომადგენლებს კლავენ, პლეგასი კი, მძიმედ დაჭრილი, რამდენიმე თავდამსხმელს ანადგურებს. მოგვიანებით პალპატინი დაადგენს, რომ დამნაშავეა პაქს ტიმი, მათი ერთ-ერთი მეტოქე, რომელმაც პლეგასს ეს მკვლელები მიუგზავნა. იგი თავად იპარება ტიმთან, საზეიმო მიღებისას და არ ტოვებს დანაშაულის რამე კვალს, ანადგურებს რა მას და ყველა დამსწრეს. პლეგასი იძულებულია, ატაროს ტრანსპირატორი და უფრო ფრთხილი ხდება, ერიდება რა ძილსაც და უფრო მეტად აქვს აკვიატებული მარადი სიცოცხლე. როგორც დამასკი, იგი აძლევს რჩევა-დარიგებებს ჰილის შვილს, სენს, რათა იგი გალაქტიკათშორისი საბანკო კლანის უფროსის თანამდებობისთვის მოამზადოს. ამასობაში, თავისი ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს იგი ვეღარ აცოცხლებს ვენემისს.

გადის ორ ათეულ წელიწადზე მეტი. პალპატინის ხელში უფრო მეტი ძალაუფლება გადადის უზენაეს კანცლერ ფინის ვალორუმის ვადის ამოწურვის შემდეგ. რომანის გარკვეულ მონაკვეთებში მოკლედ არის მოთხრობილი მოვლენები, აღწერილი სხვა ნაწარმოებში, საბოლოოდ კი გადაკვეთილია ფარული მუქარის მოვლენებთან. აგრეთვე ირკვევა, რომ პლეგასმა მოკლა ნაბუს ყოფილი მეფე, არს ვერუნა და ის, რომ სწორედ მან შესთავაზა საიფო-დიასს კლონების ჯარის შექმნა. პალპატინი, რომელმაც მოლს ფარულად დართის წოდება მიანიჭა, აგრეთვე მოკავშირედ მოიაზრებს დუკუს. რომანის დასასრულს ირკვევა, რომ ჯედაებმა იპოვეს ბიჭუნა ანაკინი, რომელიც ძალის მეშვეობით წარმოიშვა. ეს მათ აფიქრებს, რომ, შესაძლოა, ყოველივე უკავშირდება პლეგასის მიერ ათი წლით ადრე დაწყებულ ექსპერიმენტებს მიდიქლორიანებზე.

რომანის კულმინაცია უკავშირდება მის დასაწყისს და ნაბუზე მიმდინარე ბრძოლას. პალპატინი პლეგასს ჰპირდება ვიცე-კანცლერის თანამდებობას და ათრობს მას. შემდეგ იგი თავს ესხმის ყოფილ მასწავლებელს და, სანამ საბოლოოდ მოკლავს, ეუბნება, რომ სინამდვილეში თავად ახდენდა მასზე გავლენას და დამსახურებათა დიდი ნაწილი, რასაც პლეგასი საკუთარ თავს მიაწერს, სინამდვილეში მისი ნახელავია. ძალის ბნელი მხარის მეშვეობით იგი საბოლოოდ კლავს მუუნს, თუმცა ტრიუმფის შეგრძნება არასრულყოფილია. მოგვიანებით, ნაბუზე ჩასული, იგი შეიტყობს იქ მივლენილი მოლის დაღუპვის შესახებ და ამ შეგრძნებას სწორედ მის დაკარგვას უკავშირებს, თუმცა აგრეთვე ფიქრობს, რომ პლეგასი მას ძალიდან უხმობდა.

ხდება რა რესპუბლიკის უზენაესი კანცლერი, პალპატინი ემზადება მომავალი სამხედრო კონფლიქტისთვის და სულ უფრო უახლოვდება დუკუს, რომელმაც ამასობაში ჯედაების ორდენი დატოვა და გადაწყვიტა, დაებრუნებინა გრაფის წოდება. მაგრამ სითების ფარული ლორდის მთავარი სამიზნეა ბიჭუნა, ნაპოვნი კვაი-გონ ჯინის მიერ, რომელსაც ობი-ვან კენობი ასწავლის. იგი ანაკინის თავის მოსწავლედ ქცევას აპირებს.

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement