ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 

"არსებობს მხოლოდ ერთი გეგმა — ერთი დიდი ჩანაფიქრი, რომლითაც სამყაროს მართვა მოხდება — ჩემი."
― დართ სიდიუსი[20]

დართ სიდიუსი, ძალისადმი მგრძნობიარე ადამიანი, იყო სითი ლორდი, გალაქტიკური რესპუბლიკის უზენაესი კანცლერი და გალაქტიკური იმპერიის პირველი იმპერატორი. იგი იყო სითების ბნელი ლორდებიდან უკანასკნელი მმართველი, რომელიც ორთა წესის პრინციპს ემორჩილებოდა.

სიდიუსი, დაბადებული შივ პალპატინად იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 84 წელს, იყო დართ პლეგასის შეგირდი. მან საკუთარი შეგირდიც აიყვანა, დართ მოლი, და პლეგასი მოკლა. თუმცა, სანამ მოლს ამზადებდა, დაუახლოვდა გრაფ დუკუს, ჯედაების ორდენის ყოფილ წევრს, რომელიც შემდგომში მიზნების განხორციელებაში ეხმარებოდა. საჯაროდ სიდიუსი ცნობილი იყო მხოლოდ როგორც ნაბუს სენატორი პალპატინი. ეს თანამდებობა მან გამოიყენა გალაქტიკის თავისი მიზნების განსახორციელებლად მანიპულირებისთვის.

იმპერატორად აღზევებამდე 13 წლით ადრე სიდიუსი ფარულად ხელმძღვანელობდა ნაბუზე შეჭრას და პოლიტიკური კრიზისით ისარგებლა, რათა გალაქტიკური სენატის მიერ დანიშნულიყო უზენაეს კანცლერად. მოლის ჯედაებთან დამარცხების შემდეგ მან შემდეგ შეგირდად დუკუ აირჩია, რომელსაც დართ ტირანუსი შეარქვა. ერთად მათ ჩამოაყალიბეს დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაცია, რომელმაც მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღო გალაქტიკური სამოქალაქო ომის დაწყებაში. როგორც კანცლერს, სიდიუსს გადაეცა უფლება, თავად ემართა სეპარატისტული კრიზისის დარეგულირების საკითხი და მან ჩამოაყალიბა რესპუბლიკის დიადი არმია, რომელიც კლონების ომების მონაწილედ იქცა. კლონი სამხედროების კანში სითის ბრძანებით ჩაინერგა ჩიპები წინასწარ დაპროგრამებული პროტოკოლით, რომლის ამოქმედების შემდეგ მათ ყველა ჯედაი უნდა დაეხოცათ.

ომის მიწურულს სიდიუსმა რესპუბლიკაზე თითქმის სრული მართვა მოიპოვა. ახალი ძალაუფლებით მან ჯედაები მოღალატეებად გამოაცხადა და კლონებს უბრძანა ბრძანება 66-ის შესრულება, რითაც ჯედაების ორდენი გაანადგურა. თითქმის ამოწყვეტილი ჯედაების ფონზე მან საკუთარი თავი იმპერატორად გამოაცხადა და რესპუბლიკა გალაქტიკურ იმპერიად გარდაქმნა. მან აგრეთვე რჩეული, ანაკინ სკაიუოკერი, ძალის ბნელ მხარეს მიიქცია და მას დართ ვეიდერი შეარქვა. რამდენიმე წლის განმავლობაში სიდიუსმა იმპერიის მართვა ნელნელა გადასცა იმპერიის მმართველ საბჭოს და დროის დიდ ნაწილს უთმობდა სითების აკლდამაში, იმპერიული სასახლის ღრმა კუთხეეში, ცდილობდა რა ბნელი ძალით სარგებლობას, რათა ძალა საკუთარ თავზე მოერგო.

ამასობაში იმპერია მოედო გალაქტიკას და აშენდა სიკვდილის ვარსკვლავი — მიზანი იყო შიშის თესვა. თუმცა, ჩამოყალიბდა აჯანყებულთა ალიანსი, რომელიც მის გეგმებზე ებრძოდა და სიკვდილის ვარსკლავი განადგურდა იავინის ბრძოლისას ლუკ სკაიუოკერის დახმარებით. ამიტომ სიდიუსმა უბრძანა ვეიდერს, ლუკის მამას, ბიჭუნა ბნელ მხარეს მიექცია ან მოეკლა. საბოლოოდ, ვეიდერმა ენდორის ბრძოლის პარალელურად ლუკი მიუყვანა თავის მასწავლებელს. სიდიუსმა სცადა სკაიუოკერის ბნელ მხარეს მიქცევა, მაგრამ ლუკი მტკიცე უარზე იყო. სითმა მისი მოკვლა სცადა, მაგრამ ვეიდერი საბოლოოდ დაუბრუნდა ძალის ნათელ მხარეს და შახტში გადააგდო საკუთარი მასწავლებელი, რითაც ლუკის გამო საკუთარი თავი გასწირა. ამრიგად მან დაასრულა სითების ზეობა, ხოლო აჯანყებულებმა წარმატება იზეიმეს, გაანადგურეს რა სიკვდილის ვარსკვლავი II.

შემდგომ წლებში სიდიუსის მემკვიდრის სახით ჩამოყალიბდა პირველი ორდენი, რომელიც მთელ გალაქტიკას მოედო და გაანადგურა ახალი რესპუბლიკა. იგი იმართებოდა უზენაეს მეთაურ სნოუკის მიერ, რომელიც ასევე ძალის ბნელ მხარის გამოყენებას დაეუფლა. სნოუკის მმართველობა დასრულდა კაილო რენის, მისი შეგირდის და ანაკინ სკაიუოკერის შვილიშვილის მიერ მისი მკვლელობით. კაილომ ახალი უზენაესი მეთაურის ადგილი თავად დაიკავა და განაგრძობდა ბრძოლას წინააღმდეგობასთან, ცდილობდა რა წარსულში არსებული ჯედაების და სითების ფილოსოფიის სრულ განადგურებას.

მასწავლებლის სწავლებების მეშვეობით სიდიუსმა საკუთარი არსი გადაიტანა არასრული კლონის სხეულში, რომელიც მისი სხეულის მიხედვით შეიქმნა. შესაძლო დამარცხების მოლოდინში, მან შექმნა კონტინგენტი, რათა გაენადგურებინა გალაქტიკური იმპერია და მის სანაცვლოდ სითების იმპერია შეექმნა. მისი გეგმების დაგვირგვინება იყო ახალი რესპუბლიკის განადგურება და პირველი ორდენის წარმოშობა, ისევე, როგორც ბენ სოლოს ძალის ბნელ მხარეზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზის, უზენაეს მეთაურ სნოუკის შექმნა და საბოლოო ორდენის ჩამოყალიბება. მას შემდეგ, რაც განაცხადა დაბრუნების შესახებ, იავინის ბრძოლიდან 35 წლის შემდეგ, წინააღდეგობა გამოჩნდა ექსეგოლთან, უცნობ რეგიონებში არსებულ სიდიუსის ფარულ ციხესიმაგრესთან. საბოლოო ორდენის ძალებთან ბრძოლის პარალელურად, მას დაუპირისპირდნენ რეი და ნათელ მხარეზე დაბრუნებული ბენ სოლო. ყოფილმა იმპერატორმა აღმოაჩინა მათ შორის არსებული კავშირი, ძალის დიადა. სითების დაბრუნების გეგმა არ განხორციელდა — რეიმ წარსულის ჯედაებს მოუხმო და პალპატინი, რომელიც მისი პაპა აღმოჩნდა, დაამარცხა მისივე მეთოდით, გაანადგურა რა სამუდამოდ სიდიუსი და მისი მარადიული სითების მიმდევრები.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

  •  2015 Topps Star Wars Chrome Perspectives
  •  Star Wars: ArmadaSuper Star Destroyer Expansion Pack
  •  Star Wars: ArmadaSuper Star Destroyer Expansion Pack (ბარათი: Emperor Palpatine (Commander)) (განმეორებითი გამოცემა: Upgrade Card Collection)
  •  Star Wars: ArmadaSuper Star Destroyer Expansion Pack (ბარათი: Emperor Palpatine (Officer)) (განმეორებითი გამოცემა: Upgrade Card Collection)

არაკანონიკური წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. 4.0 4.1 4.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა
  6. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება მოვლენები ვითარდება ძალის გამოღვიძებიდან ერთი წლის შემდეგ. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ძალის გამოღვიძების მოვლენათა განვითარების დროა 34 იბშ, სკაიუოკერის აღზევებაში მოვლენათა განვითარების დროა 35 იბშ.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
  8. 8.0 8.1 StarWars.com Encyclopedia Palpatine Encyclopedia-ში (თავდაპირველი საიტი უმოქმედოა)
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 Emperor Palpatine/Darth Sidious Databank-ში (არქივის ბმული)
  10. Star Wars Journeys: Beginnings
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 11.4 11.5 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  12. Darth Sidious Biography Gallery Databank-ში (არქივის ბმული) (პირველი სურათის წარწერა)
  13. 13.0 13.1 13.2 ტარკინი
  14. "კლონების ომების პროლოგი და ჯეონოსისის პირველი ბრძოლა" — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
  15. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
  16. 16.0 16.1 16.2 16.3 16.4 16.5 16.6 დართ ვეიდერი (2017) 6
  17. დართ ვეიდერი (2017) 13
  18. შედეგები: ცხოვრების ვალი
  19. ვარსკვლავური ომების წიგნი
  20. დართ მოლი — დათომირის ვაჟი 4
  21. 21.0 21.1 21.2 დართ მოლი (2017) 1
  22. 22.0 22.1 22.2 გალაქტიკური ატლასის მიხედვით, ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა მოვლენათა განვითარების დროა 32 იბ. ამავე ფილმში ასახულია დართ მოლის დამარცხება
  23. 23.0 23.1 23.2 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  24. 24.0 24.1 დედოფლის ჩრდილი

დამატებითი ბმულები[]