"ეს არის პადმეს დედოფლიდან სენატორად გარდაქმნის და მის მიღმა არსებულ პიროვნებასა და პადმეს გარდა სხვა მოახლეების ამბავი."
―ე.კ. ჯონსტონი[წყარო]

დედოფლის ჩრდილი არის ე.კ. ჯონსტონიკანონიკური რომანი მოზარდებისთვის და უფროსებისთვის. იგი გამოიცა Disney–Lucasfilm Press-ის მიერ, 2019 წლის 5 მარტს. რომანის მოვლენები ვითარდება ფარული საფრთხის მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ. მისი მთავარი პერსონაჟია პადმე ამიდალა. წიგნი აღწერს, თუ როგორ დაიკავა მან სენატორის თანამდებობა. იგი აგრეთვე გამოვიდა აუდიოვერსიის სახით.

შეჯამება გამომცემლობისგან[edit | edit source]

მისი მმართველობის დასასრული მხოლოდ დასაწყისია....

როდესაც პადმე ამიდალა ტოვებს ნაბუს დედოფლის ადგილს, იგი მზად არის, მოიშოროს წოდება და დაუბრუნდეს მშვიდ ცხოვრებას. მაგრამ, მოულოდნელად, ახალი დედოფალი პადმეს სთხოვს, კვლავ განაგრძოს ხალხის სამსახურში ყოფნა — ამჯერად გალაქტიკურ სენატში. პადმემ არ იცის, რას გააკეთებს ახალ თანამდებობაზე, მაგრამ თხოვნაზე უარს ვერ ამბობს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ყველაზე ახლო მეგობრის — და შემცვლელის — საბეს დახმარებით, შეუძლია ორ ადგილზე ერთდროულად ყოფნა. ასე რომ, სანამ პადმე პოლიტიკით არის დაკავებული, საბე პადმესთვის მნიშვნელოვანი მისიით მიემგზავრება.

მოელვარე დედაქალაქ კორუსანტში პადმეს ახალი თანამშრომლები სენატიდან მის მიერ წინა კანცლერის გაძევებაში მონაწილეობას ინტერესით და ეჭვით ხვდებიან. ტატუინზე, ვაჭრის განსახიერებით, საბეს დაგეგმილზე უფრო ნაკლები საშუალება აქვს და საჭიროზე უფრო ნაკლები არჩევანი.

ერთგულ მოახლეებთან ერთად პადმემ და საბემ უნდა გაიკვლიონ გზა ვერაგ პოლიტიკაში, შეერწყან მუდმივად ცვალებად ვითარებას და შექმნან ახალი პიროვნება დედოფლის ჩრდილის მიღმა.

უწყვეტობა[edit | edit source]

რომანის მიხედვით ნაბუს მონარქის მმართველობა განისაზღვებოდა ორი ვადით. ყოველი ვადა გულისხმობდა ორ წელიწადს. თუმცა, 2016 წლის ენციკლოპედიაში ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები აღნიშნული იყო, რომ ნაბუმეფე ვერუნა პლანეტას მართავდა ცამეტი წლის განმავლობაში.[4]

წიგნის ერთ-ერთ გვერდზე გრეგარ ტაიფოს სახელი შეცდომით მითითებულია როგორც "გრეგორი".

წიგნში არის კავშირები ტელესერიალ კლონთა ომების ეპიზოდებთან. ასეთია კლოვისის აღზევება, რომელშიც პირველად არის ნახსენები, რომ პადმეს და რაშ კლოვისს ჰქონდათ ბლომლარქის გადარჩენის გეგმა.[5]

მედია[edit | edit source]

გამოცემები[edit | edit source]

გარეკანების გალერეა[edit | edit source]

გამოჩენები[edit | edit source]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები (დაბრუნება ↑)


არსებები (დაბრუნება ↑)

დროიდები (დაბრუნება ↑)

მოვლენები (დაბრუნება ↑)

ადგილები (დაბრუნება ↑)

ორგანიზაციები და წოდებები (დაბრუნება ↑)

გონიერი რასები (დაბრუნება ↑)

იარაღი და ტექნოლოგიები (დაბრუნება ↑)

სხვა (დაბრუნება ↑)


შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.