FANDOM


Premium-Eras-canon

დენგარი იყო კორელიელი ჯილდოზე მონადირე, რომელიც საქმიანობდა კლონთა ომების ადრეული პერიოდიდან. მონაწილეობდა პლანეტა კვარციტზე უსაფრთხო ტვირთის დავალების შესრულებაში — როგორც კრეიტის ბრჭყალის წევრი (მასთან ერთად რაზმში შედიოდნენ ბობა ფეტი, ბოსსკი და ასაჟ ვენტრესი). მიზანი იყო კვარციტზე ლორდ ოუტა ბლანკისთვის მნიშვნელოვანი ტვირთის გადაზიდვისას უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს დენგარი კვლავ აქტიური იყო. ჰან სოლოს დასაჭერად დართ ვეიდერმა ის, სხვა ჯილდოზე მონადირეებთან ერთად იქირავა. მიუხედავად იმისა, რომ დავალება წარმატებით შეასრულა ბობა ფეტმა, მოგვიანებით დენგარი, მასთან და ბოსსკთან ერთად ტატუინზე, ჯაბას სასახლეში იმყოფებოდა, როდესაც იქ რაინდი ჯედაი ლუკ სკაიუოკერი მივიდა.

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.