ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

დეჟარიკი იყო პოპულარული ორმოთამაშიანი თამაში, რომელშიც ერთი მოთამაშე მეორეს ეჯიბრებოდა მრგვალ დაფაზე ჰოლოგრამული ფიგურებით ბრძოლაში. დეჟარიკს, უფრო ძველი თამაშის, შაჰ-ტეჟის ვარიანტს, გალაქტიკური იმპერიის პერიოდში ხშირად თამაშობდნენ ხომალდებით მოგზაურობისას და შინაურ გარემოში.

წყობა[]

Physical-Dejarik

სო გერერას პარტიზანები ფიზიკური დეჟარიკით ერთობიან.

თამაშისთვის გამოიყენებოდა მრგვალი დაფა, რომელზეც დახაზული იყო სამი წრე. გარე და შიდა წრე იყოფოდა ოთხ ორფერიან კვადრატად", ხოლო შიდა მთლიან ზონას წარმოადგენდა. თამაშის დროს დაფაზე აისახებოდა ფერადი ჰოლოგრამული ფიგურები. ესენი იყო გალაქტიკის სხვადასხვა კუთხის არსებების წარმომადგენლები — მითიური თუ ნამდვილი[3]. ფიგურებს შორის წარმოდგენილი იყო: გჰჰჰკი, გრიმტააში, ჰუჯიქსი, კინტანი მაწანწალა, კ'ლორ'ლოქორა, მანტელური სავრიპი, მონოკი, ნგ'ოკი და მოლატორი.[4]

აგრეთვე არსებობდა თამაშის არაჰოლოგრამული ვარიანტები, ფიზიკური ფიგურებით.[5]

წესები[]

დეჟარიკში ორი მოთამაშე ერთმანეთს უპირისპირებდა სხვადასხვა არსებას. მოთამაშეს შეეძლო ფიგურის გადაადგილება და მოწინააღმდეგე ფიგურაზე თავდასხმა. ნებისმიერი ფიგურა, გაცოცხლებული ჰოლოგრამის სახით, მოქმედებდა როგორც ცოცხალი არსება. წარმატებული სვლისას ერთი არსება მეორეს ჰოლო-ანიმაციური შერკინებისას ამარცხებდა.[1]

ისტორია[]

შექმნილი კლონების ომებამდე მრავალი წლით ადრე[3], დეჟარიკი სინამდვილი, ისევე, როგორც ჭადრაკი და მებიუსი, იყო შაჰ-ტეჟის, უძველესი თამაშის ახალი ვარიანტი.[6]

იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 20 წელს[7] პლანეტა აბაფარზე არსებობდა უმცროსი ასაკის დეჟარიკის მოთამაშეთა კლუბი. სარეკლამო აბრებზე ხაზგასმული იყო, რომ მასში მონაწილეობა ვუკიებისთვის აკრძალული იყო[8], ვინაიდან ამ რასის წარმომადგელები პარტიის წაგებისას ძალიან აგრესიულები ხდებოდნენ.[3]

გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ ადრეული აჯანყებისას, ჯედაზე, სო გერერას პარტიზანები დეჟარიკის ხელნაკეთი ვერსიით თამაშობდნენ.[5]

კადრს მიღმა[]

დეჟარიკი პირველად გამოჩნდა ფილმ ახალ იმედში, მოგვიანებით კი — ძალის გამოღვიძებაში. ორივე შემთხვევაში გამოყენებული იყო სტოპ-კადრიანი ანიმაცია, რომელზეც მუშაობდა ფილ ტიპეტი. დეჟარიკის ფიგურების ახალი, ციფრულად დაბეჭდილი მოდელები ძალის გამოღვიძებისთვის შეიქმნა ორიგინალური ვერსიების სკანირებით.[9]

მიუხედავად იმისა, რომ Lucasfilm-მა დეჟარიკის თამაშის წესები შეიმუშავა, ისინი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.[10]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  2. უკანასკნელი გასროლა
  3. 3.0 3.1 3.2 Dejarik Databank-ში (არქივის ბმული)
  4. ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  5. 5.0 5.1 ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სრული ვიზუალური ცნობარი
  6. შედეგები: იმპერიის აღსასრული
  7. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  8. ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — "უგზო-უკვლოდ დაკარგული"
  9. ტრანსკრიპცია: ძალის გამოღვიძებაში სტოპ-კადრიანი ჰოლოჭადრაკის სცენის შექმნა საიტზე Tested (December 21, 2015) (არქივის ბმული დაარქივების თარიღი October 29, 2019)
  10. StarWars.com ყოველთვის ორნი არიან, წვრილმანების გალერეა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)