ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

დექსტერ „დექს“ ჯეტსტერი იყო ბესალისკი, რომელიც ცხოვრობდა კორუსანტზე და ფლობდა დექსის სასადილოს.[3] ემსახურებოდა რა ძირითადად ადგილობრივ მუშებს, სასადილო მომხმარებლებს სთავაზობდა შინაური მომზადების კერძებს და სულ ახალ არდისს („ჯავების წვენს“). ჯეტსტერი თავად სამზარეულოში მუშაობდა მზარეულად და ჰყავდა ორი თანაშემწე-ოფიციანტი — ჰერმიონ ბაგვა და WA-7 ოფიციანტი დროიდი FLO.[6]

კლონების ომების დაწყებამდე დექსტერს ეწვია ძველი ნაცნობი, ობი-ვან კენობი. იგი ცდილობდა მოწამლული ხელშუბის წარმოშობის დადგენას. მართალია, ცოტამ თუ იცოდა პლანეტა კამინოს შესახებ, ჯეტსტერს იგი ახსოვდა იმ დროიდან, როდესაც ჯერ კიდევ მზვერავად მუშაობდა, ამიტომ ხელშუბი უმალვე ამოიცნო. მეტიც, მან იცოდა კამინოანების შესახებ, რომლებიც ცნობილები იყვნენ კლონირების ტექნოლოგიის ფლობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ საიდუმლოს ყველაგან მალავდნენ, ნებისმიერ, ვინც მათ ამისთვის კრედიტებით გადაუხდიდა, თბილად ხვდებოდნენ. ჯეტსტერმა ობი-ვანი ხუმრობით გამოლანძღა, ვინაიდან უკანასკნელი უფრო მეტად ენდობოდა მას, ვიდრე ჯედაების არქივების ჩანაწერებს.[7]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement