დიდებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: ურჩხული ტაძრის მწვერვალიდან 1 არის პირველი გამოშვება კომიქსების კანონიკურ მინისერიაში ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: ურჩხული ტაძრის მწვერვალიდან. მისი ტექსტის ავტორია კევან სკოტი, ხოლო მხატვარი — რეიჩელ სტოტი. კომიქსი გამოიცა IDW Publishing-ის მიერ, 2021 წლის 11 აგვისტოს.
Contents
შეჯამება გამომცემლობისგან[]
გაჰყევით ყოფილ ჯედაის, ამჟამად დაქირავებულ ურჩხულებზე მონადირე ტაი იორიკს, კომიქსში მის პირველ გამოჩენაში, კევან სკოტის და რეიჩელ სტოტის ამ სრულიად ახალ მინისერიაში დიდებული რესპუბლიკის შესახებ!
ტაი გულადი, მაგრამ ცრურწმენების მქონე ურჩხულებზე მონადირეა, რომელიც გალაქტიკაში KL-03-თან და მის ერთგულ რუნულ ქვებთან ერთად მოგზაურობს და ნებისმიერ სამყაროში სახიფათო ურჩხულებს ებრძვის. გაქცეული დრიუენის რესპუბლიკის ბაზრობაზე გადაყვანის შემდეგ ტაი ლორეთისკენ მიემართება, სადაც ადგილობრივმა პიონერებმა დაავალეს მრისხანე გრეტალაქსის დაჭერა, რომელიც მათ შიშის ზარს სცემს. იგი მისიას საკუთარ თავზე იღებს, მაგრამ არ ტოვებს შეგრძნება, რომ ძალაში რაღაც არეულია.
სიუჟეტის შეჯამება[]
ურჩხული ტაძრის მწვერვალიდან დიდი კატასტროფის შემდეგ რესპუბლიკის კანცლერი ლინა სო გალაქტიკას ველოზე სამყაროთა მასშტაბის რესპუბლიკის ბაზრობით გაერთიანებას აპირებს. მაგრამ ყველა სისტემა ამ ერთიანობის სულს არ იზიარებს. და ყველაფერი ისეთი არ ჩანს, როგორიც არის, როგორც მალე შეიტყობს ჯედაების ყოფილი პადავანი, ამჟამად დაქირავებული მონადირე ტაი იორიკი.... |
მედია[]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | არსებები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები (დაბრუნება ↑)
| |
არსებები (დაბრუნება ↑)
| |
დროიდები (დაბრუნება ↑)
| |
მოვლენები (დაბრუნება ↑)
| |
ადგილები (დაბრუნება ↑)
| |
ორგანიზაციები და წოდებები (დაბრუნება ↑)
| |
გონიერი რასები (დაბრუნება ↑) | |
ტრანსპორტი (დაბრუნება ↑)
| |
იარაღი და ტექნოლოგიები (დაბრუნება ↑)
| |
სხვა (დაბრუნება ↑)
|
წყაროები[]
დიდებული რესპუბლიკის ახალი ვიდეოს პრემიერა, ურჩხული ტაძრის მწვერვალიდან, პირველი ნაწყვეტი და სხვა! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა | წარდგენის ღონისძიების პირდაპირი ეთერი ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივირებული ვერსიის ბმული)
ურჩხული ტაძრის მწვერვალიდან, პირველი ნიმუში StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑
ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: ურჩხული ტაძრის მწვერვალიდან #1 (4-დან) PreviewsWorld-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ როგორც ჩანს წიგნიდან ვარსკვლავური ომების წიგნი, შუქურა „ვარსკვლავური ნათება“ გაუშვეს ახალი იმედის მოვლენებამდე 232 წლით ადრე. ეს იგივეა, რაც დათარიღების სისტემა, რომელსაც იყენებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი. დიდებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება აღწერს შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვებას, რაც ნიშნავს, რომ რომანის მოვლენებიც დაახლოებით ამავე დროს ვითარდება. რომანში დიდებული რესპუბლიკა: მოახლოებული ქარიშხალი მოვლენები ვითარდება ჯედაების ნათებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ამრიგად, მათი განვითარების პერიოდია 231 იბ. მოახლოებული ქარიშხალი ასევე განსაზღვრავს, რომ სერიაში ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: ურჩხული ტაძრის მწვერვალიდან მოვლენები ვითარდება რომანის სიუჟეტამდე სამი თვით ადრე, რაც ნიშნავს, რომ კომიქსის მოვლენები ამავე წელს ვითარდება.
ბმულები[]
ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: ურჩხული ტაძრის მწვერვალიდან #1 (4-დან) PreviewsWorld-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)