დიდებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: ურჩხული ტაძრის მწვერვალიდან 4 არის მეოთხე და საბოლოო გამოშვება კომიქსების კანონიკურ მინისერიაში ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: ურჩხული ტაძრის მწვერვალიდან. მისი ტექსტის ავტორია კევან სკოტი, ხოლო მხატვარი — რეიჩელ სტოტი. კომიქსი გამოიცა IDW Publishing-ის მიერ, 2021 წლის 17 ნოემბერს.
შეჯამება გამომცემლობისგან[]
გაჰყევით ყოფილ ჯედაის, ამჟამად ურჩხულებზე დაქირავებულ მონადირე ტაი იორიკს, კევან სკოტის და რეიჩელ სტოტის თავგადასავლებით სავსე დიდებული რესპუბლიკის ამ მინისერიაში!
საბოლოო ნაწილში ტაი გრეტალაქსის გამოქვაბულის სიღრმეებში სიმართლეს დაადგენს და უნდა გააკეთოს არჩევანი: ჯედაის გზა თუ ურჩხულებზე მონადირეთა გზა? მალე უნდა აირჩიოს, რათა სოფლის მცხოვრებნი დაიცვას და დასახლებაში ჰარმონია დაამკვიდროს.
გამოჩენები[]
პერსონაჟები | არსებები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი რასები | ტრანსპორტი | იარაღი და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები
|
არსებები
|
დროიდების მოდელები
|
მოვლენები
ადგილები
|
ორგანიზაციები და წოდებები
|
გონიერი რასები
ტრანსპორტი და გემები
|
იარაღი და ტექნოლოგია
|
სხვადასხვა
|
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ზღარბი სონიკი: თვითმარქვიას სინდრომი IDW-ის 2021 წლის ნოემბრის შეთავაზებებში. Bleeding Cool. არქივირებულია ორიგინალიდან, თარიღი: August 20, 2021.
- ↑ როგორც ჩანს წიგნიდან ვარსკვლავური ომების წიგნი, შუქურა „ვარსკვლავური ნათება“ გაუშვეს ახალი იმედის მოვლენებამდე 232 წლით ადრე. ეს იგივეა, რაც დათარიღების სისტემა, რომელსაც იყენებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი. დიდებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება აღწერს შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვებას, რაც ნიშნავს, რომ რომანის მოვლენებიც დაახლოებით ამავე დროს ვითარდება. რომანში დიდებული რესპუბლიკა: მოახლოებული ქარიშხალი მოვლენები ვითარდება ჯედაების ნათებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ამრიგად, მათი განვითარების პერიოდია 231 იბ. მოახლოებული ქარიშხალი ასევე განსაზღვრავს, რომ სერიაში ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა: თავგადასავლები: ურჩხული ტაძრის მწვერვალიდან მოვლენები ვითარდება რომანის სიუჟეტამდე სამი თვით ადრე, რაც ნიშნავს, რომ კომიქსის მოვლენები ამავე წელს ვითარდება.
ბმულები[]
- ზღარბი სონიკი: თვითმარქვიას სინდრომი IDW-ის 2021 წლის ნოემბრის შეთავაზებებში. Bleeding Cool. არქივირებულია ორიგინალიდან, თარიღი: August 20, 2021.