დიდებული რესპუბლიკა: ჩრდილების კვალი 1 არის პირველი გამოშვება კომიქსების მინისერიიდან ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა: ჩრდილების კვალი. მისი ტექსტის ავტორია დენიელ ხოსე ოლდერი, ხოლო მხატვარი — დეივიდ ვოქტერი. გამოშვება გამოიცა Marvel Comics-ის მიერ, 2021 წლის 13 ოქტომბერს.
Contents
შეჯამება გამომცემლობისგან[]
ᲠᲐᲘᲜᲓᲘ ᲯᲔᲓᲐᲘ ᲓᲐ ᲠᲘᲒᲘᲗᲘ ᲗᲕᲐᲚᲘ ᲔᲠᲗᲐᲓ ᲡᲐᲘᲓᲣᲛᲚᲝᲡ ᲐᲛᲝᲮᲡᲜᲐᲡ ᲪᲓᲘᲚᲝᲑᲔᲜ. ᲔᲡ ᲓᲘᲓᲔᲑᲣᲚ ᲠᲔᲡᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲡ ᲡᲐᲛᲣᲓᲐᲛᲝᲓ ᲨᲔᲪᲕᲚᲘᲡ! დაიღუპა ოსტატი ჯედაი. კიდევ ერთი სრულ შოკშია. ასეთი მკვლელობა ჯედაების ორდენს ჯერ არ უნახავს. არავითარი მინიშნებები. არავითარი საეჭვო პირი. არავითარი მოტივი. მაგრამ გამომძიებელმა ჯედაიმ ᲔᲛᲔᲠᲘᲙ ᲙᲔᲤᲢᲝᲠᲛᲐ დროულად უნდა გახსნას ეს საქმე. ჯედაების, ჰატების, ნიჰილთა და გალაქტიკაში სხვათა ბედი დამოკიდებულია სიცრუისა და ცბიერების ამ დახლართულ ძაფზე. ემერიკი უნდა დაეშვას ბნელში და გამოსცადოს საკუთარი თავი და ჯედაების იდეალები, ისე, როგორც არასდროს. დახმარება დასჭირდება. საბედნიეროდ, კერძო გამომძიებელი ᲡᲐᲘᲔᲜ ᲰᲝᲚᲢᲘ ბნელში ცხოვრობს. ერთად ისინი გაჰყვებიან ჩრდილების კვალს, სადაც არ უნდა წაიყვანოს ისინი. თუკი, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას შეძლებენ.
მედია[]
გარეკანების გალერეა[]
გამოჩენები[]
პერსონაჟები | არსებები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები (დაბრუნება ↑)
| |
მოვლენები (დაბრუნება ↑)
| |
ადგილები (დაბრუნება ↑)
| |
ორგანიზაციები და წოდებები (დაბრუნება ↑)
| |
გონიერი რასები (დაბრუნება ↑) | |
ტრანსპორტი (დაბრუნება ↑) | |
იარაღი და ტექნოლოგიები (დაბრუნება ↑)
| |
სხვა (დაბრუნება ↑)
|
შეტანილია კრებულებში[]
წყაროები[]
ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა: ჩრდილების კვალი, პირველი ნიმუში და სხვა Star Wars: The High Republic Show-დან StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
დიდებული რესპუბლიკის ახალი კომიქსის წარდგენა, სინათლის მახვილები მთავარი ჯედაიდან და სხვა! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
ვარსკვლავური ომები: დიდებული რესპუბლიკა: ჩრდილების კვალი Marvel Comics-ისკენ მიემართება StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
ჯილდოზე მონადირეთა ომის შოკისმომგვრელი დასასრული Marvel-ის 2021 წლის ოქტომბრის ვარსკვლავური ომების კომიქსებში – ექსკლუზიური StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
სანამ ჯედაები იღუპებიამ, იდუმალება ჩნდება ჩრდილების კვალის #1 გამოშვებაში – ექსკლუზიური გადახედვა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ Marvel-ის 2021 წლის ოქტომბრის მომავალი კომიქსების წარდგენა: მოხდა წარმოუდგენელი". Newsarama. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო July 23, 2021.
- ↑ როგორც ჩანს წიგნიდან ვარსკვლავური ომების წიგნი, შუქურა „ვარსკვლავური ნათება“ გაუშვეს ახალი იმედის მოვლენებამდე 232 წლით ადრე. ეს იგივეა, რაც დათარიღების სისტემა, რომელსაც იყენებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი. დიდებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება აღწერს შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვებას, რაც ნიშნავს, რომ რომანის მოვლენებიც დაახლოებით ამავე დროს ვითარდება. რომანში დიდებული რესპუბლიკა: მოახლოებული ქარიშხალი მოვლენები ვითარდება ჯედაების ნათებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, ამრიგად, მათი განვითარების პერიოდია 231 იბ. ვინაიდან კომიქსში დიდებული რესპუბლიკა: ჩრდილების კვალი 1 მოვლენები ამ რომანის მოვლენებიდან მცირე დროის შემდეგ ვითარდება, ისინი ამავე წლის მოვლენებია.