ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია

ვიმედოვნებ, როდესაც „ჯედაების ნათებას“ 5 იანვარს წაიკითხავენ, აღმოაჩენენ საინტერესო თემებს, იმ დროის გამო, როდესაც იგი გამოიცემა და იმ დროის გამო, როდესაც დაიწერა.
―ჩარლზ სოული[4]

დიდებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება არის ჩარლზ სოულიკანონიკური რომანი უფროსებისთვის. იგი არის პირველი წიგნი დიდებული რესპუბლიკის გამოცემების კამპანიის სერიაში. რომანი გამოიცა Del Rey-ს მიერ, 2021 წლის 5 იანვარს. აგრეთვე გამოიცა მისი აუდიოვერსია.

რომანის მოვლენები ვითარდება ფარულ მუქარამდე ორი საუკუნით ადრე. სიუჟეტის მიხედვით, ჯედაი ევარ კრისი და ჯედაების ორდენის სხვა წევრები კოსმოსურ მაროდიორებს, ნიჰილებს ებრძვიან.

შეჯამება გამომცემლობისგან[]

პირველ ორდენამდე, იმპერიამდე და ფარულ მუქარამდე დიდი ხნით ადრე...ჯედაებმა გალაქტიკას დიდებულ რესპუბლიკაში გზა გაუნათეს.

ეს ოქროს ხანაა. უშიშარი ჰიპერსივრცული მზვერავები რესპუბლიკის მასშტაბებს ყველაზე შორეულ ვარსკვლავებამდე აფართოებენ. სამყაროები სენატის კეთილმოსურნე ხელმძღვანელობით ყვავიან და სუფევს მშვიდობა, რომელსაც სადარაჯოზეა ჯედაებად ცნობილი ძალის მცოდნეთა სიბრძნე და ძალ-ღონე. სანამ ჯედაები ძლევამოსილების მწვერვალზე არიან, გალაქტიკის თავისუფალი მოსახლეები ნებისმიერი ქარიშხლისგან გადარჩენაში დარწმუნებულები არიან. მაგრამ ყველაზე ძლიერ ნათებასაც ახლავს ჩრდილი, ზოგიერთ ქარიშხალს კი მომზადებაც ვერ შველის.

როდესაც ჰიპერსივრცული შოკისმომგვრელი კატასტროფა ხომალდს ნაწილებად აქცევს, კატასტროფის შემდეგ წარმოქმნილი შრაპნელი მთელ სისტემას საფრთხეს უქმნის. როგორც კი განგაშის სიგნალი გაისმის, ადგილზე ჩადიან ჯედაები, მაგრამ წარმონაქმნის მასშტაბი ჯედაების ზღვარამდე მისაყვანად საკმარისია. როდესაც ცა იხსნება და მათი დახმარებით შექმნილ მშვიდობიან კავშირზე ნგრევები იწყება, ჯედაები გადასარჩენად უნდა ენდონ ძალას, რა დროსაც ერთი შეცდომაც მილიარდ სიცოცხლეს შეიწირავს.

სანამ ჯედაები უბედურებას გაბედულად ებრძვიან, რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა წარმოიქმნება რაღაც ნამდვილად სასიკვდილო. ჰიპერსივრცული კატასტროფა უფრო ავგულია, ვიდრე იგი ჯედაებს წარმოუდგენიათ. საფრთხე წყვდიადში იმალება, შორს, და მალავს საიდუმლოს, რომელიც ჯედაისაც დააფრთხობს.

შესავალი[]

დიდი კატასტროფა[]

სატვირთო გემიმემკვიდრეობის რეისი“, კაპიტან ჰედა კესეტის მეთაურობით, გადაადგილდება გარე რგოლის ტერიტორიების მიმართულებით. გემზე გალაქტიკის ზღვარისკენ მიმავალი 9000 მგზავრი და ტვირთია. კესეტი ახორციელებს ტრადიციულ, ყოველდღიურ შემოწმებას. იგი ნორჩ სერჟ უკარიანს ასაკისთვის შეუსაბამო ჰოლოჩანაწერების დათვალიერების გამო ჰკიცხავს და ამოწმებს, არის თუ არა თხევადი ტიბანას ტვირთი დაცული. „ბოგაზე“ დაბრუნების შემდეგ ხდება უცნაური რამ: ჰიპერსივრცეში, მათ წინ, ჩნდება ობიექტი და მასთან შეჯახებამდე წამებია დარჩენილი. კესეტი ცდილობს, ხომალდი შეჯახებას აარიდოს, მაგრამ დაძველებული „მემკვიდრეობის რეისი“ საუკუნეზე მეტი ხნის არის და მხოლოდ ის რჩებათ, მგზავრთა გადამყვან ნაწილებში მოსახვედრი ყველა კარი დაკეტონ. რამდენიმე წამის შემდეგ ხომალდი ნაწილებად იხლიჩება.

ჰეტზალის სისტემაში სკანირების ტექნიკოსები მერვენ გეტერი და ველ კერანი გარე სისტემის სადამკვირვებლო სადგურზე იმყოფებიან. პირველი მათგანი საქმით არის დაკავებული, მეორე ისვენებს. ამ დროს კოსმოსში ჩნდება მთელი რიგი ახალი ობიექტების. რადგან მათი გამოჩენა დაუგეგმავია, ორივე იაზრებს, რომ ვარსკვლავური სისტემა საფრთხეშია. ჰეტზალ-პრაიმისკენ იგზავნება გაფრთხილება, თუმცა კოსმოსური სადგური იშლება და ყველა იღუპება ოპერატორების მაქომდე მიღწევამდე.

ჰეტზალის ზედაპირზე მინისტრი ზეფრენ ეკა შეიტყობს მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ. ტექნიკოს კევენ ტარის დახმარებით იგი გალაქტიკურ რესპუბლიკას უგზავნის განგაშის შეტყობინებას, რასაც შუქურა „ვარსკვლავური ნათებისკენ“ მიმავალი „დესპანის“ კლასის კრეისერმესამე ჰორიზონტიდან“ გამოეხმაურება ოსტატი ჯედაი ევარ კრისი. როგორც კი კრეისერი სისტემაში ჩნდება, მას ტოვებს მრავალი ვექტორი და რესპუბლიკური სხივგრძელი, მათში გადანაწილებულებს კი ძალის მეშვეობით „მესამე ჰორიზონტიდან“ კრისი უკავშირდება.

ოსტატი ჯედაი ლოდენ გრეიტსტორმი და პადავანი ბელ ზეტიფარი ჰეტზალ-პრაიმზე ყველაზე ადრე ჩადიან, რათა ადგილობრივებს ევაკუაციისას დახმარება გაუწიონ. შემოღობილ კომპლექსთან ისინი აღმოაჩენენ შეიარაღებულ დაცვას, რომელიც ხალხს კოსმოსურ ხომალდში შესვლის საშუალებას არ აძლევს. გრეიტსტორმი, როგორც ჯედაი, მათ გონებაზე ზემოქმედებით, აიძულებს, სხვები ხომალდზე შეუშვან, დიდგვაროვან ოჯახთან, რომლის წევრებს პლანეტიდან გაქცევა დამოუკიდებლად სურთ. ამ მცდელობისას ისინი ებრძვიან მაროდიორ მეკობრეთა ჯგუფსაც, რომელიც ხალხში არეულობის გამოწვევას ცდილობს. ამასობაში ჯედაი ტე'ამი, მიკელ სუტმანი და ნიბ ესეკი, უკანასკნელის პადავან ბარიაგა აგაბარისთან ერთად, ჯოს და პიკა ადრენების დახმარებით, ცდილობენ, გაანადგურონ ნაყოფიანი მთვარისკენ მიმავალი სახიფათო ნაწილები. ამ დროს ბარიაგა გრძნობს, რომ ხომალდზე ცოცხალი არსებები იმყოფებიან. ამის შესახებ ევარ კრისს ატყობინებენ, რომელიც მიაგნებს ხომალდის სულ ათ სხვადასხვა ნაწილს. იგი ყველას ატყობინებს, რომ აუცილებელია მათში მყოფი ხალხის გადარჩენა.

გადარჩენის მისიისას რესპუბლიკის თავდაცვის კოალიაციის კაპიტანი ფინიელ ბრაიტი თავს გასწირავს, რათა მისმა ქვემდგომებმა, ინამინმა და პიპლზმა, მზის ბატარეა 22-X-იდან მოასწრონ დაჭრილების გადარჩენა. ამის შემდეგ ხომალდი ფეთქდება მასზე დარჩენილ კაპიტანთან ერთად. კრისი ამასობაში იაზრებს, რომ რაღაც გამორჩა. ხომალდისგან მოწყვეტილი ერთ-ერთი ნაწილი აღმოჩნდება თხევადი ტიბანით სავსე ავზი, რომელიც სულ მალე უნდა შეეჯახოს სისტემის უდიდეს მნათობს. ადმირალი კრონარა კრისს განუმარტავს, რომ, ვინაიდან ვარსკვლავი განეკუთვნება R-კლასს, მასთან ავზის შეჯახების შედეგად, მნათობის ზომები ორჯერ გაიზრდება, რაც გამოიწვევს ძლიერ რადიაციას და სისტემაში ყოველივე არსებულის განადგურებას.

მორიგი ევაკუაციის პარალელურად ევარი კვლავ მიმართავს სისტემაში მყოფ ჯედაებს. მათი ერთობლივი ძალისხმევით იგი ცდილობს ავზის შეჩერებას და მისი კურსიდან აცდენას. ამოცანა რთულად განხორციელებადი და დაღმლელია. ზოგიერთი ჯედაი, მაგალითად რა ბაროჩი, იღუპება იმის გამო, რომ მთელ ფიზიკურ და გონებრივ ძალას მას ახმარს. ევარი მოულოდნელად კარგავს კავშირს ავზთან, თუმცა მას კვლავ აღადგნეს ესტალა მარუ. საბოლოოდ, ჯედაები ავზს წარმატებით მართავენ — თავდაპირველად ვარსკვლავის ფოტოსფეროში შესული, იგი საბოლოოდ შორდება — გახურებული, მაგრამ დაუზიანებელი. კევენ ტარი ჰოლონეტით გალაქტიკას ჯედაების მცდელობის შესახებ აუწყებს. სისტემა გადარჩენილია.

თუმცა, უბედურება არ დასრულებულა. მეორე დღეს აბ-დალის სისტემაში ხდება პირველი წარმონაქმნი. „მემკვიდრეობის რეისის“ შვიდი ნამტვრევი სისტემაში ჩნდება. ექვსი მას გაივლის რამე ზიანის მიყენების გარეშე, მაგრამ მეშვიდე აბ-დალისზე ეცემა და ოც მილიონ ცოცხალ არსებას ანადგურებს. ამის შემდეგ გარელოს ტექნოლოგიების ხელმძღვანელი ლორენს გარელო გადაწყვიტავს, კომპანიას და თანამშრომლებს პლანეტა დროებით დაატოვებინოს. გზად მათ თავს ესხმიან — და არა მხოლოდ მეკობრეები: დარტყმას ახორციელებენ ნიჰილები. განსაკუთრებით საზარელი ტერორისტი მაროდიორების რაზმთან შეტაკებისას, როგორც წესი, ცოცხალი თითქმის არავინ რჩება. ამ შემთხვევაში, შეტაკებას ლორენს გარელო ეწირება.

ნიჰილები[]

კორუსანტზე უზენაესი კანცლერი ლინა სო მონუმენტების მოედანზე მართავს შეხვედრას, რომელიც ეძღვნება კატასტროფებს. მას ესწრებიან კრისი და ჯედაების უზენაესი საბჭოს წევრები, იარაელ პუფი და ჯორა მალი; ოსტატი სსკირი, მალის თანაშემწე შუქურაზე; ადმირალი პეველ კრონარა; სერენოსენატორი იზეტ ნური და ტრანსპორტის მდივანი ჯეფო ლორილია. ლინას გადაწყვეტილებით, ჰეტზალის იგრვლივ ჰიპერსივრცის ბლოკირება გაგრძელდება ასობით პარსეკის განმავლობაში. ნური ფიქრობს, რომ ეს გარე რგოლზე უარყოფითად იმოქმედებს. უკვე მომხდარია თხუთმეტი წარმონაქმნი, მაგრამ მათი მიზეზი კვლავ უცნობია, ისევე, როგორც მსგავსი უბედურების რისკის ალბათობა. ჯედაების თქმით, კრიზისი ძალის მცოდნეთა მიერ გამოწვეული არ არის.

ლინა არწმუნებს ნურს, რომ იგი დაუშვებს შეზღუდულ გადაზიდვებს ან მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდებას, რათა საკვების გარეშე არავინ დარჩეს და სთხოვს კრონარას, განახორციელოს შეზღუდვები, რაც იქნება უკანასკნელი დროის განმავლობაში კოალიციის უდიდესი მობილიზაცია. კანცლერს აქვს დაგეგმილი დიდი სამუშაოები, რითაც რესპუბლიკის გავლენა გალაქტიკაში უფრო გავრცელდება. ამ ჩანაფიქრების ფარგლებში შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვება უნდა მოხდეს დაგეგმილის თანახმად, ოცდაათი დღის შემდეგ. ევარი და ჯორა ამბობენ, რომ სადგური ძირითადად დასრულებულია. ლინა აცხადებს, რომ სურს, ჯედაებმა გამოიკვლიონ სიტუაციის მიზეზი, ვინაიდან წინ ცერემონია ელით და მორიგი უბედურება რესპუბლიკის აღსასრულად იქცევა.

„მემკვიდრეობის რეისის“ ნამსხვრევები ჰეტზალის სისტემაში გროვდება. ევარი, მისი მეგობარი ელზარ მენი, მდივანი ლორილია, სენატორი მური და კევენ ტარი სიტუაციას განიხილავენ, ხოლო ჰიპერსივრცის ბლოკადა იზრდება ყოველი ახალი წარმონაქმნის გამოჩენით. კევენის აზრით, უამრავი ნავიდროიდის მეშვეობით შესაძლებელია ზუსტი სიმულირება იმ სადაზვერვო სისტემის, რომელიც თავად კატასტროფის დროს გამოიყენებოდა და ნებისმიერი მორიგი წარმონაქმნის წინასწარ განსაზღვრა. ევარი და ელზარი მის წამოწყებას მხარს უჭერენ, ლორილია კი ჰპირდება, რომ დროიდებს მიაწვდის. მუუნი ორ ჯედაის სთავაზობს, ეწვიონ სან ტეკების კლანს, ჰიპერსივრცის ცნობილ მაძიებლებს, რომლებმაც, შესაძლოა, დახმარება გაუწიონ.

ნიჰილების დიდ დარბაზებში მიმდინარეობს ზეიმი უკანასკნელი თავდასხმის აღსანიშნავად. მას მართავენ გრიგალის ბატონები პენ ეიტა, კასავ მილიკო და ლორნა დი. ნიჰილთა თვალი მარქიონ რო საუბრობს უნიკალურ ჰიპერსივრცულ ბილიკებზე, რაც ნიჰილებს მისცემს სხვებისთვის მიუწვდომელი გზებით გადაადგილების საშუალებას. მას მიაჩნია, რომ დიდი კატასტროფის შედეგის გამო ოპერაციების ტემპი დროებით უნდა შეჩერდეს, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში რესპუბლიკა და ჯედაები მათ შესაძლებლობებს ეზიარებიან. გრიგალის ბატონებიდან ერთ-ერთის თანხმობის გამო, ასეც მოხდება. თუმცა, ლორნა დი როს არწმუნებს, რომ აუცილებელია ღრუბლების შეთავაზებით ოპერაციის ჩატარება: გარე რგოლის პლანეტა ელფრონადან ოჯახის გატაცება და მათ სანაცვლოდ გამოსასყიდის მოთხოვნა. ჯედაების ადგილობრივი ავანპოსტის არსებობის გამო აუცილებელია სიფრთხილე.

ავანპოსტზე ამ დროს იმყოფება ბელ ზეტიფარი, რომელსაც მასწავლებელი კლდიდან აგდებს, უნარების შესამოწმებლად. თუმცა, როდესაც იგი ეცემა, ეხმარება ინდირა სტოუკსი, რაც ლოდენმა წინასწარ განსჭვრიტა. მაგრამ ოგდენის იმედის მიღმა, 30 კილომეტრის მოშორებით, ბლაითების კარმიდამოს თავს ესხმიან ნიჰილები. ბლაითები სახლში იმალებიან და შემსწავლელი დროიდების მეშვეობით თავის დაცვას ცდილობენ, ისევე, როგორც დასახმარებლად ვინმეს ხმობას. ოგდენის იმედის უსაფრთხოების სამსახური უფრთხის ნიჰილებთან დაპირისპირებას. ამასობაში დროიდები ზოგიერთ მეკობრეს იგერიებენ. ნიჰილები პასუხად გადაწყვიტავენ ბლაითების დაჭრას. ავანპოსტზე ჯედაები პორტერ ენგლის მიერ მომზადებული ცხრაკვერცხიანი მოშუშულით საუზმობენ, როდესაც თავდასხმის შესახებ შეიტყობენ. ისინი გადაწყვიტავენ, დაეხმარონ ბლაითებს.

ამ დროს ნაბუზე ევარი და ელზარი მიდიან ტბების მხარეს მდებარე სან ტეკების კომპლექსში. კლანის წინამძღოლები მერლოუ და მისი მეუღლე ველი მათ სთავაზობენ ნავულატორების მიწოდებას, რათა ხელი შეუწყონ დროიდების წყობის მუშაობას. თუმცა, როდესაც მათ უამბობენ, თუ რა ბედი ეწია „მემკვიდრეობის რეისს“, კერძოდ კი — იმას, რომ ხომალდის ეკიპაჟი ცდილობდა შეტაკების თავიდან აცილებას, ისინი საკუთარ ჩანაფიქრზე უარს ამბობენ. ელზარი იაზრებს, რომ ისინი იტყუებიან, ევარი კი მერლოუზე გონების მოტყუებას იყენებს და სან ტეკები საბოლოოდ მხოლოდ ამის შემდეგ თანხმდებიან. მაგრამ, როდესაც ჯედაები იქაურობას ტოვებენ, ევარი ელზარს ეუბნება, რომ სან ტეკებს კვლავ გაესაუბრებიან, თუკი გამოძიება მათ კითხვებს პასუხებს ვერ გასცემს. ამასობაში მერლოუ და ველისი ღელავენ, ვინაიდან იციან, რომ კატასტროფის გამოწვევა შეიძლებოდა ერთადერთი პიროვნების დახმარებით და ფიქრობენ, ცოცხალია თუ არა იგი.

სინამდვილეში მარი სან ტეკა, მოხუცი ქალბატონი, გამოკეტილი როს ფლაგმანდამუხტული მზერისსამედიცინო კაფსულაში, კვლავ ცოცხლობს. უნიკალური უნარებით მარიმ გამოითვალა ბილიკები, რათა ეს ინფორმაცია რომ და მისმა მისმა შთამომავლებმა გამოიყენონ. რო აღმოაჩენს, რომ სან ტეკას აგრეთვე შეუძლია წარმონაქმნების წინასწარ განჭვრეტა და შეიმუშავებს გეგმას, შესთავაზებს რა ინფორმაციას გრიგალის ბატონებს, ნიჰილთა სასარგებლოდ. მეკობრეებთან სხვა გეგმები მას არ აქვს, ვინაიდან აპირებს დაჯგუფების შეცვლას და რესპუბლიკისა და ჯედაების წინააღმდეგ ბრძოლას.

ელფრონაზე ჯედაები ავანგარდით უახლოვდებიან ბლაითების კარმიდამოს და აღმოაჩენენ, რომ იგი ცეცხლშია გახვეული. ინდირა ამასობაში ყველაფერს ფარული სპიდერიდან აკვირდება, ხოლო ლოდენი, ბელი და პორტერი სახლს შეისწავლიან და ნიჰილთა განადგურებულ სპიდერს პოულობენ. პორტერი დაადგენს, რომ მეკობრეებმა გადასაადგილებლად გაიტაცეს ფოლადები, თან კი პატიმრები გაიყოლეს. ნიჰილთა ხომალდი მოშორებით დგას, ვინაიდან ბლაითების კარმიდამო მდებარეობს მაგნიტური ველის მქონე ზონაში, სადაც ფრენების განხორციელება შეუძლებელია. მეკობრეთა მიერ დატოვებული თხუნელა-ნაღმები მოულოდნელად ამოქმედებას იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ სამი ჯედაი ყველა მათგანს ანადგურებს, ერთ-ერთი მათ ტრანსპორტს აფეთქებს. ინდირა ბრუნდება ავანპოსტზე, რათა თან ვექტორი წამოიყვანოს, ხოლო ლოდენი, ბელი და პორტერი დარჩენილი ფოლადებით მეკობრეებს დაედევნებიან. ლოდენს თან ავანგარდიდან ქვემეხი მიაქვს.

ჰეტზალის სისტემაში ხომალდ საავადმყოფოპანაცეაზე“ „მემკვიდრეობის რეისიდან“ გადარჩენილები მხსნელებს ხვდებიან. სხვებთან ერთად, ხომალდზე იმყოფებიან ადრენები, ისევე, როგორც ნიბ ასიკი და ბარიაგა. ვუკი პადავანი, რომელიც ადგილზე არც თუ თავისუფლად გრძნობს თავს (ვინაიდან საერთო ენაზე საუბარი არ შეუძლია), პოულობს ბავშვს, სერჟ უკარიანს, რომელიც კუთხეში ზის და მკურნალ დროიდს ყურადღებას არ აქცევს. სერჟთან ვუკი კავშირს ენის ცოდნის გარეშე ამყარებს და შეიტყობს, რომ სერჟი კატასტროფაში საკუთარ თავს ადანაშაულებს — იგი ამბობს, რომ ბოგურაზე კაპიტან კესეტისადმი სამაგიეროს გადახდის გამო შეიპარა და ეკრანებზე ვიდეოს გაშვებას აპირებდა. გარდა ამისა, აღმოჩნდება, რომ მან თავად იხილა, თუ რასთან შეჯახებას გაურბოდა „მემკვიდრეობის რეისი“. ბარიაგას სერჟი მიჰყავს მასწავლებელთან, ნიბთან, რომელსაც ბიჭუნა უამბობს, რომ დაინახა სამი ელვა.

ელფრონაზე ბლაითები ნიჰილებს გადაჰყავთ რეპულსორული ურიკით, რომელსაც მიათრევენ გატაცებული ფოლადები. ერიკა და რონ ბლაითები ამჩნევენ, რომ მათ ვიღაცები მისდევენ, მაგრამ ოტო უგონოდ არის, ხოლო ბი შეშინებული. მათ თვალს ადევნებს ასარია, უხეში ტრანდოშანი. გარკვეული დროის შემდეგ ნიჰილები ამჩნევენ, რომ თავად მათ მისდევენ და ირკვევა, რომ ოტო მხოლოდ თავს იკატუნებდა. მიუხედავად იმისა, რომ ასანიას კლავენ, ღრუბელი დენტი და მისი რაზმი სიტუაციას აკონტროლებენ. ოტო კვლავ კარგავს გონებას და ნიჰილები ემზადებიან, უპასუხონ მას, ვინც უახლოვდება. მიუხედავად ყველაფრისა, ერიკა გახარებულია, როდესაც სინათლის მახვილების დანახვისას იაზრებს, რომ მდევნელები ჯედაები არიან.

ახალ ელიტაზე“, რომელიც ერიადუს სისტემაში ჩადის, კასავი გამდიდრების სქემას შეიმუშავებს. იცის რა, რომ ნამსხვრევების ნაწილი სისტემაში მალე გამოჩნდება, იგი უკავშირდება ერიადუელ გუბერნატორ მიურალ ვინს და ცდილობს, აიძულოს, გადაუხადოს მას თანხა ნამსხვრევების განადგურების სანაცვლოდ. ვინი საბოლოოდ თანხმდება მის პირობებს, დაშინებული ლომიტით სავსე სატრანსპორტო საშუალებების განადგურებით და მეკობრეთა მუქარით, რომ ნამსხვრევი ერიადუს დასახლებულ მთვარეს დაარტყამს. თუმცა, კასავის ხალხი ვერ ანადგურებს მესამე და საბოლოო ნამსხვრევს და იგი მაინც ეჯახება მთვარეს. „ახალი ელიტა“ ბრუნდება ნიჰილების მთავარ ადგილსამყოფელზე, ვინი კი კასავზე შურისძიების სურვილით ივსება.

ჰეტზალის ფესვებიან მთვარეზე კევენ ტარი ემზადება 57817 ნავიდროიდისგან შემდგარი სისტემის მრავალი დამსწრეს წინაშე ასამოქმედებლად. ამ დამსწრეებს შორის არიან მდივანი ლორილია, სენატორი ნური, მისი თანაშემწე ჯენი ვატარო და ჯედაები, ევარი და ელზარი. თავად კევენის პირადი სურვილია, მეტი დროიდი ჰყოლოდა, თუმცა იგი მაინც უშვებს წყობას, რომელიც უმალვე ხურდება და დროიდებიც მწყობრიდან გამოდიან. კევენი განიცდის, რომ წყობა მომავალი წარმონაქმნების სიმულირებამდე განადგურდება. ელზარს მოულოდნელი აზრი ებადება და იგი ძალის მეშვეობით იზიდავს კოკისპირულ წვიმას. ევარის ჩართულობით იგი აგრილებს წყობას. საბოლოოდ, ისინი ადგენენ, თუ სად გამოჩნდება ოცდამეთოთხმეტე წარმონაქმნი.

პორტერ ენგლის ფოლადას ელფრონაზე ჩასაფრებული ნიჰილები კლავენ. იგი ლოდენსა და ბელს სთხოვს, განაგრძონ დევნა, თავად კი მეკობრეებს ებრძვის. მისთვის ეს საკმაოდ მარტივი ამოცანა აღმოჩნდება, თუმცა მას აგრეთვე ეხმარება ნახშირმეძებარი ნაღვერდალა. მაგრამ ამ დროს ერთ-ერთი მეკობრისთვის თავის არეში სროლა უვნებელი აღმოჩნდება. პორტერი მეკობრის მიერ გატაცებული ფოლადას მეშვეობით დევნას განაგრძობს.

პორტერ ენგლის ფოლადას კლავენ ელფრონაზე ჩასაფრებული ნიჰილები და იგი ლოდენსა და ბელს სთხოვს, განაგრძონ დევნა, თავად კი მეკობრეებთან გამკლავებას ცდილობს. მისთვის ეს საკმაოდ მარტივი აღმოჩნდება, თუმცა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი მეკობრე უვნებელი აღმოჩნდება, ჯედაის ეხმარება ნაღვერდალა. პორტერი მეკობრეს ფოლადას გამოსტაცებს და სხვებს დაედევნება. ლოდენი და ბელი მეკობრეებს პოულობენ და ოსტატი ჯედაი შენახულ ქვემეხს იყენებს ნიჰილთა ხომალდის გასანადგურებლად. მეკობრეები ერიკა ბლაითს დაჭრიან და ქვიშაში აგდებენ, მაგრამ ლოდენი მათ თავდასხმას მოიგერიებს. ამ დროს ჩნდება ინდირა, რომელსაც ორი ვექტორი მოჰყავს (აქედან ერთ-ერთს იგი ძალის მეშვეობით მართავს). მეკობრეები გარბიან, ხოლო ლოდენი და ბელი ინდირას მათ დევნაში უერთდებიან. პორტერი ერიკას პოულობს და უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავს.

ოცდამეთეცხრამეტე წარმონაქმნის მომსწრე, კოსმოსის შორეულ რეგიონში, არის რესპუბლიკის სამაშველო რაზმი, რომელშიც შედიან ადრენები „ავრორა III“-ით, ტე'ამი და მიკელ სუტმანი საკუთარ ვექტორებში და სამი სხივგრძელი. ახლოს იმალება ხომალდი „ლორნა დი“. როგორც რესპუბლიკის, ასევე ნიჰილთა ძალებმა იციან, რომ „მემკვიდრეობის რეისის“ ფრენის ჩამწერი სწორედ იქ უნდა გამოჩნდეს. აღმოჩნდება, რომ წარმონაქმნი უბრალოდ სამგზავრო ნაწილია, თუმცა, ერთ-ერთი სხივგრძელი მათ დასახმარებლად რჩება, დანარჩენები კი მიემართებიან მეორმოცე წარმონაქმნის საძიებლად. ამჯერად ჩნდება ბოგურის ნაწილი, რომელსაც ყველა ელოდა. ლორნას თავდასხმისას იღუპებიან ტე'ამი და სხივგრძელის ეკიპაჟი, თუმცა მიკელი, ადრენები და კიდევ ერთი სხივგრძელი ჩამწერს პოულობენ. გრიგალის მაცნე იძულებულია, იქაურობა დატოვოს.

ღრუბელი დენტი განიცდის, რომ მისი გეგმა ჩაიშლება. დახმარების თხოვნით იგი უკავშირდება ქარიშხალს, ზუვლერ ტომს, მაგრამ ახალი გასაქცევი ბილიკის მიღების გარანტიას ვერ მიიღებს. ჯედაების დევნისგან თავის ასაცილებლად იგი გასცემს ბლაითების ქალიშვილის ხომალდიდან გადაგდების ბრძანებას. „მესამე ჰორიზონტზე“ ამასობაში ევარი ესაუბრება ოპერატიულ ჯგუფს, რომელიც კანცლერმა წარმონაქმნების მიზეზის დასადგენად შეკრიბა. ლინა, რომელმაც უკვე იცის, რომ კატასტროფა გამოიწვიეს ნიჰილთა ხომალდმა და მაროდიორების ქმედებებმა ერიადუსა და სხვა კუთხეებში, კევენ ტარისგან შეიტყობს, რომ ნიჰილთა ხომალდი თავდაპირველად კარის ნისლეულიდან გამოჩნდა. ადმირალ კრონარას იგი უბრძანებს, შეკრიბოს რესპუბლიკის თავდაცვის კოალიციის შეთანხმებებით ჩამოყალიბებული ფლოტი, იპოვოს და დაიჭიროს ნიჰილები, მათი გასამართლების მიზნით.

ნიჰილთა დიდ დარბაზში მარქიო რო გრიგალის ბატონებს ხვდება და უთითებს, რომ ყველა ნიჰილი საფრთხეშია. ბრძოლაში კასავის დაჭრის შემდეგ მარქიონი მათ ჰპირდება, რომ ყველაფრის გამოსწორების გეგმა აქვს და მაროდიორთა სტრუქტურაში გარდაუვალ ცვლილებაზე მიუთითებს. იგი ლორნა დის აგზავნის ელფრონაზე დავალების შესასრულებლად, ხოლო კასავსა და მის ხალხს — კარის ნისლეულში, ამტკიცებს რა, რომ მათ შეუძლიათ „მემკვიდრეობის რეისის“ ჩამწერის მოპოვება მანამდე, სანამ რესპუბლიკა მასში არსებულ ინფორმაციას გაეცნობა. ელფრონაზე ბელი საკუთარ და ლოდენის ვექტორებს ტოვებს, რათა გადაარჩინოს ნიჰილების ხომალდიდან ჩამოგდებული ბლაითების ქალიშვილი. ამ მცდელობისას იგი აგრეთვე ეუფლება მართული დაშვების ხელოვნებას.

ჯედაების უზენაესი საბჭო კრიზისის განსახილველად იკრიბება. ოსტატები ბჭობენ, დაეხმარონ თუ არა რესპუბლიკას მეკობრეთა ძიებაში. ისინი სამხედრო ძალას არ წარმოადგენენ, მაგრამ ოპო რენსისისი ყველას შეახსენებს, რომ წარსულში, სითების დიდი ომის დროს, ასეთი მოვალეობა უკვე შეუსრულებიათ. ჯორა მალის საბოლოოდ, საერთო გადაწყვეტილება გამოაქვს: შეუერთდეს „ატარაქსიით“ ადმირალ კრონარას ფლოტს და მიჰყვეს ძალის ნებას.

ქარიშხალი[]

კარის ნისლეულში კასავი და მისი გრიგალი რესპუბლიკის ხომალდებს ელიან. ვიკუეი, ამასთან, სანამ მედიკოსი დროიდი მის ხელს ახვევს, გეგმავს ნიჰილთა რიგების დატოვებას და საკუთარი ბანდის შექმნას. მოულოდნელად ჩნდება არა რამდენიმე ხომალდი, არამედ კრონარა და მთელი საბრძოლო ფლოტი. „მესამე ჰორიზონტზე“ ადმირალი ემზადება საბრძოლველად მათთან, რომელთა მსგავსი ათწლეულებია არავინ გამოჩენილა. იგი ელოდება მესამე ფრაქციის გამოჩენას და ჯორას რჩევებს ისმენს. ოსტატი ჯედაი გადაწყვიტავს, რომ ბრძოლას საკუთარი ვექტორით შეუერთდება, ხოლო ევარი „ატარაქსიიდან“ ჯედაებს განკარგავს, ისევე, როგორც ეს ჰეტზალზე ხდებოდა. კასავი გაქცევას გადაწყვიტავს, მაგრამ მისი სამი ქარიშხალი, სველი ბაბი, დელექსი და გრევენი, აჩერებენ, ვინაიდან როს მიერ მანამდე მისი მოკვლის ბრძანება მიიღეს. გრიგალის ბატონი მათ თითქოს საკუთარ მხარეს მიიქცევს, მაგრამ ერიადუელთა ფლოტის გამოჩენა მეკობრეებს აიძულებს, მოწინააღმდეგეებს ებრძოლონ.

ელფრონასთან ლოდენი და ინდირა სხვა ბლაითების გადასარჩენად საკუთარი ვექტორებით მიჰქრიან. ბელთან დაკავშირებით ლოდენი დაადგენს, რომ უკანასკნელმა ბი გადაარჩინა და იმდენად უხარია, რომ ეტყვის, რომ საბჭოს სთხოვს ბელისთვის რაინდი ჯედაის წოდების მინიჭებას, თუმცა ბელს სურს, რომ ლოდენი მასთან ერთად იყოს. ლოდენი საკუთარ გეგმებს ინდირას გაანდობს, შემდეგ კი ვექტორით ნიჰილთა ხომალდის წინ შეჩერდება და გონების მოტყუებით დენტს უკანა საკეტის გაღებას აიძულებს. ეს ინდირას ხომალდზე შეღწევაში და ორი ბლაითის გადარჩენაში დაეხმარება. მაგრამ, როდესაც ლოდენიც იგივეს აპირებს, ლორნა დის და მისი გრიგალის გამოჩენა ყველაფერს ცვლის.

მძვინვარებს კარის ბრძოლა. ჯასავი, რომელიც ხედავს, თუ როგორ უკუაქციეს მისი ძალები, გასცემს ბრძანებას, ყველა ნიჰილმა ბინძურად იბრძოლოს, როგორც მეკობრეებმა. აგრესიულ ტაქტიკაში შედის მცირე ხნის წინ მათ ხელთ მოხვედრილი სატვირთო გემის ტოქსიკური ნარჩენების სროლა, კრეისერის ჰარპუნებით შუაზე გაკვეთა და ასაფეთქებლებით სავსე სამაშველო კაფსულების გაშვება. ადმირალი კრონარა, ასეთი სამარცხვინო ტაქტიკსი გამოყენების გამო, ჯორას სთხოვს, შეუერთდეს ბრძოლას, რაზეც ოსტატი ჯედაი თანხმდება. ჯორა და სსკირი ანგარში მიემართებიან, ხოლო ევარი „ატარაქსიაზე“ რჩება და საკუთარი ქსელის მეშვეობით ყველაფერს მართავს. სსკირი ჯორას ეუბნება, რომ მარტო წავა, მაგრამ მალის ეს არ სურს და ისინი თანხმდებიან, რომ ერთად გაფრინდებიან და გადარჩებიან. ჯორა ვექტორის იარაღის ამოქმედების მიზნით იყენებს მახვილს და თავისი ესკადრილია მიჰყავს. კასავ, „ახალ ელიტაზე“, თვალს ადევნებს მოახლოებულ ერიადუელთა კრეისერს და, როდესაც გასცემს ცეცხლის გახსნის ბრძანებას, მარქიონ რო ბილიკის გახსნის თხოვნაზე პასუხობს. ნიჰილთა ხომალდები იცვლიან პოზიციებს და ჰიპერსივრცეში გამაოგნებლად მოკლე მანძილებზე გადაადგილდებიან. ერთ-ერთი მათგანი იყენებს გადახრის მანევრს, რომლის შედეგად იღუპება მალი, ხოლო სსკირი კარგავს თათს.

ელფრონასთან ლოდენს „ნოვა“ მიჰყავს შეტევაზე, რათა ინდირამ შეძლოს ნიჰილთა ფლოტისგან რონთან ერთად გაქცევა. ლოდენი ემზადება ნიჰილთა ხომალდზე ასასვლელად და რონის მამის გადასარჩენად, მაგრამ ხომალდზე შეღწევისას ფეხს მძიმედ მოიტეხავს. ოტო ამასობაში ცოცხალია, ხოლო მეკობრეები ინდირამ დახოცა. ოტო ლოდენს მედპაკეტში შენახულ ტკივილგამაყუჩებელს აძლევს, მაგრამ ამასობაში ხომალდს ეჯახება რაკეტა, რომელიც აზიანებს მის კედელს. ლოდენი ვერ ახერხებს მის უკან მოსროლას, ვინაიდან ამ შემთხვევაში მოხდება ჰაერის გაწოვა. რაკეტა ავრცელებს მომწამლავ აირს. როგორც მაღაროელი, ასევე ოსტატი ჯედაი გონებას კარგავენ და ლორნა დი ხომალდზე თავის რაზმთან ერთად აღწევს. ხვდება რა იქ უგონოდ მყოფი ჯედაი, ლორნა იაზრებს, რომ იგი მარქიონთან მოსალაპარაკებლად გამოადგება და იმედი აქვს, რომ კასავის მისია ჩაიშლება.

ბრძოლის დროს დატრიალებული ქაოსისას ადმირალი კრონარა ინტერესდება, თუ როგორ ახერხებენ ნიჰილები ჰიპერსივრცეში მოკლე ნახტომების განხორციელებას. ევარი ძალის გამოყენებით პოულობს ნიჰილებზე ჯედაების თავდასხმის მიმართულებას, რაც ელზარს მოსწონს. მარქიონი კასავს ცალკე უკავშირდება და ადანაშაულებს ასგარ როს მოკვლაში, შემდეგ კი „მადლობას უხდის“ გაღებული მსხვერპლისთვის, ვინაიდან აპირებს, გაანადგუროს კასავიც და მისი გრიგალიც, რათა ამით ნიჰილები გადაარჩინოს. ბრძოლის მიმართულება იცვლება. ნიჰილთა ხომალდები მოსროლილია რესპუბლიკის ხომალდებთან შეჯახების მიმართულებით და კასავი საკუთარ რაზმს უბრძანებს, გაწყვიტონ კავშირი ბილიკთან. კრონარას აზრით, მაროდიორები შეიშალნენ. გუბერნატორი ვინი ითხოვს, რომ ფლაგმანი მის ძალებს გადასცენ, გამომდინარე იქიდან, თუ რა მოხდა ერიადუზე. კრონარა ამაზე თანხმდება. ერიადუელთა გამოჩენამდე მცირე ხნით ადრე კასავი იაზრებს, თუ რამდენად არიან ნიჰილები ბილიკების გამო დამოკიდებულები როებზე. იგი გადაწყვიტავს, შეთანხმდეს და უამბოს რესპუბლიკის ძალებს ყველაფერი, რაც იცის, მაგრამ გუბერნატორი არ ენდობა და უმალვე კლავს მას. კარის ბრძოლა დასრულებულია.

„დამუხტულ მზერაზე“ ლორნა მარქიონ როს ლოდენ გრეიტსტორმის სინათლის მახვილს გადასცემს. რო გადაწყვიტავს მის თავისთან დატოვეას. ლორნა იაზრებს, რომ რო საკუთარ თავში კარგად არის დარწმუნებული და სწორედ ასეთი იყო ყოველთვის, მაგრამ მანამდე ამას კარგად მალავდა. რო ეკითხება, თუ რას ფიქრობს ლორნა ბრძოლის შესახებ და ტვი'ლეკი პასუხობს, რომ ამოიცნო, რომ რომ კასავის გრიგალი განადგურების გზაზე განგებ გაუშვა. რო აღიარებს, რომ ფრენის ჩამწერის მისიის ჩაშლა განგებ გამოიწვია, რათა მას ბრძოლა მოჰყოლოდა და რესპუბლიკას მათი დევნა შეეწყვიტა. იგი აგრეთვე ამბობს, რომ დიდი ხანია, ერთი ჩანაფიქრი ჰქონდა, რაზეც ჯერ კიდევ მამასთან ერთად უფიქრია და რომ ამისთვის ლორნა დასჭირდება. ლორნა მშვიდად არის, მაგრამ იცის, რომ ვერსად გაიქცევა და ეკითხება, თუ რატომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი ოტო ბლაითი. რო იღებს მახვილს და მაღაროელს კლავს. იგი განმარტავს, რომ სინამდვილეში მისთვის მნიშვნელოვანია მათთან ტყვეობაში მყოფი ჯედაი, ვინაიდან სწორედ ჯედაი სჭირდება.

კორუსანტზე ლინა სო აცხადებს, რომ გარე რგოლის გზები კვლავ გაიხსნება. მას აგრეთვე სურს, გამოიყენოს კევენ ტარის ცოდნა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სან ტეკებთან მუშაობს. ლინა სენატორ ნურს მადლობას უხდის მოთმინებისთვის, ნური კი თანაშემწეს ეუბნება, რომ სიტყვით გამოვა. ამასთან, ადმირალი კრონარა დარწმუნებულია, რომ ნიჰილები არ გამქრალან. შუქურა „ვარსკვლავური ნათება“ დროულად იხსნება. ლინას აზრით, ყველაფერი რიგზე იქნება.

ნიჰილთა დიდ დარბაზში მეკობრეთა ყველა რანგი თვალს ადევნებს კარის ბრძოლის ჩანაწერს. მარქიონი აცხადებს, რომ კასავმა და მისმა გრიგალმა თავი გასწირეს და ამას ჩანაწერიც ადასტურებს. იგი ნიჰილთა წინამძღოლი ხდება და ამბობს, რომ „გრიგალს უნდა წარუძღვნენ მთელ გალაქტიკაში და ყველაფერს მიიღებენ“. მარქიონი მოგვიანებით ტყვედ ქცეული ლოდენის სანახავად მიდის. ამ უკანასკნელის გარდა საკნებში, რომლებიც საწამებლად არის განკუთვნილი, სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. იგი როზე გონების მოტყუების გამოყენებას ცდილობს, მაგრამ აღმოჩნდება, რომ მარქიონი მსგავსი ილეთებისთვის მზად არის. იგი უამბობს, რომ ჯერ კიდევ ბებიამ ასწავლა ჯედაის დაჭერა და ლოდენს სახელს ეკითხება. შეიტყობს რა მას, აღნიშნავს ოსტატი ჯედაის ჩინებულ გვარს. ლოდენი ეკითხება მას, თუ რა სურს, მაგრამ შემდეგ გაიაზრებს, რომ სწორედ თვალმა ამცნო ელფრონას ავანპოსტს ბლაითებზე თავდასხმის შესახებ. მარქიონი აგრეთვე უამბობს, რომ დიდი კატასტროფაც მისი გამოწვეული იყო. უჩვენებს რა საკუთარი ოჯახის წარსულთან დაკავშირებულ იდუმალ იდუმალ შტანგს, მარქიონი ლოდენს აგრეთვე უამბობს, რომ არ ეშინია იმის, რომ მის დასახსნელად ჯედაები მოვლენ.

შუქურის გაშვებას მრავალი სტუმარი ესწრება. ელფრონელ ჯედაებს შორის არის დამწუხრებული ბელი, ნაღვერდალასთან ერთად. მისი მასწავლებელი დროებით ხდება ინდირა. მაგრამ ბელს არ სწამს, რომ ლოდენი, როგორც ბევრს მიაჩნია, ცოცხალი აღარ არის და მის გარეშე რაინდი ჯედაის ფიცის დადება არ სურს. პორტერის ფიქრებშია ის, თუ რატომ აღარ ასრულებს ბარდოტას მახვილის მოვალეობას. ინდირა უფიქრდება, შეიძლებოდა თუ არა ყველაფრის სხვანაირი განვითარებისას ლოდენის და ოტოს გადარჩენა. ელზარს საბოლოოდ დაუფასდა მისი წვლილი ნიჰილთა პოვნაში — იგი ოსტატი ხდება. ჯორას დაღუპვა სსკირისთვის დიდი დარტყმაა. ცერემონიის დროს კანცლერი გამოდის, რომელიც საუბრობს გალაქტიკის მის ხედვაზე და დიდ სამუშაოებზე. იგი იგონებს მათ, ვინც დაიღუპა უკანასკნელი კატასტროფებისა თუ ბრძოლებისას და მათი ხსოვნისადმი მარადიული მონუმენტის დადგმის სურვილს გამოხატავს. იგი აცხადებს, რომ შუქურა იქნება იმედის სიმბოლო. დარბაზში მყოფი ჯედაები ამ იმედის სიმბოლოს სახით ერთდროულად აღმართავენ მახვილებს.

იმავე საღამოს ევარი და ელზარი ბაღში იმყოფებიან და საუბრობენ უკანასკნელის დაწინაურებაზე. ევარი უამბობს, რომ მას სადგურის ახალი მარშალის მოვალეობის შესრულება დაევალა და ისინი ერთმანეთს ჰპირდებიან, რომ არ დაკარგავენ კავშირს. რჩება რა მარტო, ელზარი ძალის ხილვაში ხედავს ჯედაების გაქცევას და ბოროტების მიერ გალაქტიკის დაპყრობას, რის გამოც შიშის გრძნობა ეუფლება.

უწყვეტობა[]

პერსონაჟი ევარ კრისი პირველად გამოჩნდა კომიქსში კაილო რენის აღზევება 3 (რომლის ტექსტის ავტორია ჩარლზ სოული), 2020 წლის 12 თებერვალს.[5]

რომანის პირველი თავის ნაწყვეტი, გამოქვეყნებული IGN-ზე 2020 წლის 22 ივნისს, საბოლოო ვარიანტისგან განსხვავდებოდა. „მემკვიდრეობის რეისი“ იყო 60 წლის წინ აშენებული და არა საუკუნის წინ. თავდაპირველად მისი მოდელი იყო „კლას-A-ს მოდულარული სატვირთო ტრანსპორტი“, შემდეგ კი სახელწოდებას მოაკლდა დეფისი და ხომალდი კლასიციფირებულია როგორც კლას A-ს მოდულარული სატვირთო ტრანსპორტი. ტერმინი „მცველდროიდი“ (custodiodroid) აღნიშნავდა მეციხე დროიდს. აბრეგადო-რეი მოიხსენება სრული სახელით. გარდა ამისა, „მემკვიდრეობის რეისის“ რასების წარმომადგენლები თავდაპირველად იყვნენ ტრანდოშანები, ბითები და ორტოლანები, მაგრამ საბოლოო ვარიანტში ხომალდით გადაადგილდებიან არდენიელები, გივინები და ლანიკები[6]

ჯედაების ნათების ყველა ადრეულ ნაწყვეტში მითითებულია, რომ „მემკვიდრეობის რეისის“ მფლობელი იყო ბირნების გილდია.[6] ამასთან, ნაწყვეტში რომანიდან დიდებული რესპუბლიკა: წყვდიადისკენ (კრებულიდან დიდებული რესპუბლიკა: ნაწყვეტების უფასო ციფრული კრებული) საბოლოოდ ნახსენებია „ბაინების“ გილდია, მაგრამ იმავე კრებულში შეტანილი ჯედაების ნათების ნაწყვეტი კვლავ შეიცავს შეცდომას — „ბირნების“ გილდიას.[7] რომანის საბოლოო ვარიანტში გვარი შესწორებულია „ბირნებით“.

შეი ტენემი და ესტალა მარუ რომანში მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. თუმცა, მოთხრობაში ვარსკვლავური ნათება: მხარდამხარ: პირველი ნაწილი ტენემი მამრობითი სქესისაა[8] ხოლო კევან სკოტის თქმით, მარუ მამრობითი სქესის არის.[9] გარდა ამისა, წყვდიადისკენ განსაზღვრავს, რომ ადამპო, რომელიც თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც მდედრობითი სქესის პერსონაჟი, სინამდვილეში მამრობითი სქესისაა, ხოლო ტერი როსასონი, რომელიც ცნობილი იყო როგორც მამრობითი სქესის პერსონაჟი, სინამდვილეში მდედრობითი სქესისაა.[10] რომანის ელექტრონულ გამოცემებში მათი სქესები საბოლოოდ შესწორდა.

ჯედაების ნათების 29-ე თავში, რომელშიც აღწერილია კევენ ტარის ნავიდროიდების ამოქმედება, თავდაპირველად წერია, რომ იმ დროისთვის მხოლოდ 29 წარმონაქმნი. მაგრამ თავის ბოლოს მათი რაოდენობის სახით მითითებულია 33, ხოლო 34-ე არის ის, რომელიც დროიდების სისტემამ წინასწარ დაადგინა. ამავე თავში კევენ ტარი ამბობს, რომ მათ განკარგულებაში სულ 57708 დროიდია, თუმცა, პირველი დროიდის გახურების და მწყობრიდან გამოსვლის შემდეგ ნახსენებია 57712 დროიდი.

კომაკ ვაიტუსი მითითებულია როგორც რაინდი ჯედაი. მაგრამ რომანში წყვდიადისკენ (რომელიც იმავე პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ასახავს) იგი არის ოსტატი ჯედაი.[10]

ჯედაების ნათების ელექტრონულ ვერსიაში რანა კანტის სახელი ჯედაების უზენაესი საბჭოს შეხვედრისას მითითებულია როგორც „რანო“.

სსკირისინათლის მახვილი არის მწვანე ფერის. თუმცა, კომიქსების სერიაში დიდებული რესპუბლიკა იგი ცისფერია.

ვერნესტრა რუოს გვარი შეცდომით არის მითითებული როგორც „რო“.

უზენაესი კანცლერის შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გახსნის დროს გამოსვლისას დაღუპულებს შორის ნახსენებია „ველ ბორტა“. ეს არის ორი პერსონაჟის სახელ-გვარების გაერთიანებული ვერსია — დაღუპული ველ კარანის და გენერალ ბორტას, რომელიც სინამდვილეში გადარჩა.

გამოხმაურება[]

რომანი Goodreads-ის 2021 წლის Choice Awards-ზე ნომინირებული იყო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საუკეთესო ნაწარმოების კატეგორიაში და კენჭისყრაში მესამე ადგილი დაიკავა.[11]

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები ტრანსპორტი იარაღი და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

  • მერლოუ სან ტეკა (პირველი გამოჩენა)
  • ველის სან ტეკა (პირველი გამოჩენა)
  • სელლა (პირველი ხსენება)
  • შირი (პირველი გამოჩენა)
  • ეფრუ შინი (პირველი გამოჩენა) (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
  • რით საილასი (პირველი ხსენება)
  • ლინა სო (პირველი გამოჩენა)
  • სსკირი (პირველი გამოჩენა, ამავე დროის მოვლენების აღწერა: დიდებული რესპუბლიკა: ჯედაების დიდი გადარჩენა და დიდებული რესპუბლიკა: სიმამაცის გამოცდა)
  • ინდირა სტოუკსი (პირველი გამოჩენა)
  • დაგლას სანვეილი (მხოლოდ ხსენება)
  • მიკელ სუტმანი
  • კევენ ტარი (პირველი გამოჩენა)
  • ტე'ამი
  • შეი ტენემი (მხოლოდ ხსენება)
  • ზევიელ ტეპი (პირველი ხსენება)
  • ზუვლერ ტომი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ხმა)
  • სერჟ უკარიანი (პირველი გამოჩენა)
  • სერჟ უკარიანის მამა (პირველი ხსენება)
  • სერჟ უკარიანის დედა (პირველი ხსენება)
  • რაზმის უცნობი ანზელანი წევრი (პირველი გამოჩენა)
  • ბოგის უცნობი ოფიცერი (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი გრაფინია (პირველი ხსენება)
  • რანორაკების ოჯახის პირადი გვარდიის უცნობი კაპიტანი (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი ქალიშვილი (პირველი ხსენება)
  • უცნობი ფერმერი (პირველი ხსენება)
  • უცნობი პილ-დროიდი (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი მომწამვლელი (პირველი ხსენება)
  • სან ტეკების კლანის უცნობი მომსახურე დროიდი (პირველი გამოჩენა)
  • „მესამე ჰორიზონტის“ უცნობი ლეიტენანტი (პირველი გამოჩენა)
  • უცნობი ვაჭარი (პირველი გამოჩენა)
  • კისმა ატერსონდი (პირველი გამოჩენა) (მხოლოდ ხმა)
  • მიურალ ვინი (პირველი გამოჩენა)
  • ვენი (პირველი გამოჩენა)
  • ვაინ მეტრონი (პირველი ხსენება)
  • კომაკ ვაიტუსი (პირველი ხსენება)
  • ვორუ (პირველი გამოჩენა)
  • ჯენი ვატარო (პირველი გამოჩენა)
  • იოდა
  • ზაფა (პირველი გამოჩენა)
  • ზეგიარი (პირველი გამოჩენა)
  • ბელ ზეტიფარი (პირველი გამოჩენა, ამავე დროის მოვლენების აღწერა: დიდებული რესპუბლიკა: ჯედაების დიდი გადარჩენა)

არსებები

  • ბანთა (მხოლოდ ხსენება)
  • ფრინველი
  • კატა
  • ქრომანტი (პირველი ხსენება)
  • მარჯანი (მხოლოდ ხსენება)
    • ბუმბულისებრი მარჯანი (პირველი ხსენება)
  • თევზი (მხოლოდ ხსენება)
    • უროთევზა (პირველი ხსენება)
    • ხმალთევზა (პირველი ხსენება)
  • მეძებარი
    • ნახშირმეძებარი (პირველი გამოჩენა)
  • მწერი
    • ბუზი (მხოლოდ ხსენება)
      • ღეჭბუზი (პირველი ხსენება)
      • პერწკლბუზი (პირველი ხსენება)
  • კელ-დრაკონი (პირველი გამოჩენა) (ტყავი)
  • ხვლიკი (მხოლოდ ხსენება)
  • ოგრუტი (პირველი ხსენება)
  • რანკორი (მხოლოდ ხსენება)
  • რიკი (მხოლოდ ხსენება)
  • ღორღვირთხა (მხოლოდ ხსენება)
  • ობობა (მხოლოდ ხსენება)
  • ფოლადა (პირველი გამოჩენა)
  • ვარაქტილი (როგორც სათამაშო)

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

  • გარე რგოლის ტერიტორიები
    • აბ-დალისის სისტემა (პირველი გამოჩენა)
      • აბ-დალისი (პირველი გამოჩენა)
        • კელტიას უბანი (პირველი ხსენება)
    • ბასტიონი (მხოლოდ ხსენება)
    • ბუნდუკი (მხოლოდ ხსენება)
    • ჩანდარის უგუნურობა (მხოლოდ ხსენება)
    • დანტუინი (მხოლოდ ხსენება)
    • ელფრონას სისტემა (პირველი ხსენება როგორც ელფრონას სისტემა)
      • ელფრონა
        • ბლაითების კარმიდამო (პირველი გამოჩენა)
        • ელფრონას ავანპოსტი (პირველი ხსენება როგორც ელფრონას ავანპოსტი)
        • ოგდენის იმედი (პირველი ხსენება)
          • ოგდენის იმედის უსაფრთხოების სადგური (პირველი ხსენება)
      • ელფრონას მზე (პირველი გამოჩენა)
    • ერიადუს სისტემა (პირველი ხსენება როგორც ერიადუს სისტემა)
      • ერიადუ (მხოლოდ ხსენება)
      • ერიადუს დასახლებული მთვარე (პირველი გამოჩენა)
    • ფელუცია (მხოლოდ ხსენება)
    • ჰეტზალის სისტემა (პირველი გამოჩენა, ამავე დროის მოვლენების აღწერა: დიდებული რესპუბლიკა: ჯედაების დიდი გადარჩენა)
    • ჰატების სივრცე (მხოლოდ ხსენება)
      • ნარ-შადაა (მხოლოდ ხსენება)
      • სრილაარი (მხოლოდ ხსენება)
    • კარის ნისლეული (პირველი გამოჩენა)
    • მონ-კალა (მხოლოდ ხსენება)
      • მონ-კალას ჯედაების ავანპოსტი (პირველი ხსენება)
    • მაიგიტო (მხოლოდ ხსენება)
    • კვალაი (პირველი ხსენება)
    • რინგლაიტის სისტემა (პირველი ხსენება)
    • სერენო (მხოლოდ ხსენება)
    • სალასტი (მხოლოდ ხსენება)
    • უცნობი ჰიპერმარშრუტი (პირველი გამოჩენა)
    • უტაპაუ (მხოლოდ ხსენება)
    • ვივო (მხოლოდ ხსენება)
    • ილესია (მხოლოდ ხსენება)
  • პასაანა (მხოლოდ ხსენება)
  • როების მშობლიური სამყარო (პირველი ხსენება)
  • თალის საფარველი (პირველი ხსენება)
  • ტრევნინი (პირველი ხსენება)
  • უცნობი ჭაობებიანი ყინულოვანი პლანეტა (პირველი ხსენება)
  • არბერი (პირველი ხსენება)
  • ველური სივრცე (მხოლოდ ხსენება)

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი და გემები

იარაღი და ტექნოლოგია

სხვადასხვა


წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 PenguinRandomHouse დიდებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (მაგარი ყდა)
  2. 2.0 2.1 EdelweissPlus-Logo ვარსკვლავური ომები: ჯედაების ნათება (დიდებული რესპუბლიკა) Edelweiss-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  3. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ რომანში დიდებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება მოვლენათა განვითარების დროა 232 იბ.
  4. StarWars დიდებული რესპუბლიკის შემქმნელები: ჩარლზ სოული ჯედაების ნათების შესახებ StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  5. MarvelLogo ვარსკვლავური ომები: კაილო რენის აღზევება (2019) #3 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  6. 6.0 6.1 წაიკითხეთ პირველი თავი ჩარლზ სოულის ჯედაების ნათებიდან, ავტორი: იელი, ჯოშუა, რესურსი: IGN, წყარო: IGN (დაარქივებულია ორიგინალიდან)
  7. დიდებული რესპუბლიკა: ნაწყვეტების უფასო ციფრული კრებული
  8. SWInsider ვარსკვლავური ნათება: მხარდამხარ: პირველი ნაწილიStar Wars Insider 199
  9. დიდებული რესპუბლიკის ეპოქის შემქმნელი არჩევს Marvel-ის კომიქსის 2 ექსკლუზიურ გვერდს, ავტორი: პოლო, სუზანა, რესურსი: Polygon, საიტზე www.polygon.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი December 16, 2020)
  10. 10.0 10.1 დიდებული რესპუბლიკა: წყვდიადისკენ
  11. Goodreads-Logo საუკეთესო სამეცნიერო ფანტასტიკა 2021 — Goodreads Choice Awards Goodreads-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  12. PenguinRandomHouse დიდებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (ელექტრონული წიგნი)
  13. LogoBN ჯედაების ნათება (B&N-ის ექსკლუზიური გამოცემა) Barnes & Noble-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული) (Barnes and Noble-ის ექსკლუზიური გამოცემა)
  14. Amazon-Favicon スター・ウォーズ ハイ・リパブリック ジェダイの光〈上〉 Amazon.co.jp-ზე (არქივის ბმული)
  15. Amazon-Favicon スター・ウォーズ ハイ・リパブリック ジェダイの光〈下〉 Amazon.co.jp-ზე (არქივის ბმული)

გარე ბმულები[]

Advertisement