დიდებული უცნობისკენ არის ათგვერდიანი არაკანონიკური კომიქსი, რომლის ტექსტის ავტორია უ. ჰედენ ბლეკმენი. სიუჟეტის მიხედვით, ჰან სოლო და ჩუბაკა მართავენ კოსმოსურ ხომალდ „ათასწლოვან შავარდენს“ და ჰიპერსივრცეში გადაადგილებისას მოხვდებიან პლანეტა დედამიწის მშვიდი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთით. სოლოს თავს ესხმიან და კლავენ ინდიელები. 126 წლის შემდეგ მის ჩონჩხს პოულობს არქეოლოგი ინდიანა ჯოუნსი, რომელიც ეძებს თოვლის კაცს (სინამდვილეში — ჩუბაკას).
ეს კომიქსი შეტანილია გამოშვებაში ვარსკვლავური ომები: ისტორიები 19, რომელიც გამოიცა 2004 წლის 14 მაისს. იგი არის პირველი ოფიციალური ლიცენზირებული ნაწარმი, რომელშიც ერთმანეთს ხვდებიან სოლო და ინდიანა ჯოუნსი, განსახიერებული ჰარისონ ფორდის მიერ 1980-იანებსა და 1990-იანებში. ასეთი მოთხრობის შექმნის ჩანაფიქრი მომდინარეობდა Dark Horse Comics-ისგან, რომლის თხოვნით ბლეკმენმა დაწერა სცენარი. მოთხრობა, მისი გადაწყვეტილებით, შეიცავს ორივე ფრანშიზის სიუჟეტურ ელემენტებს, რაც გათვლილი იყო მოყვარულთა ფართო სპექტრზე.
კომიქსი აგრეთვე შეტანილია კრებულში ვარსკვლავური ომები: ისტორიები, ტომი 5 და გამოშვებაში ვარსკვლავური ომების ფანკლუბის სპეციალური გამოშვება 2008.
კრებულები[]
- ვარსკვლავური ომები: ისტორიები 19
- ვარსკვლავური ომები: ისტორიები, ტომი 5
- ვარსკვლავური ომების ფანკლუბის სპეციალური გამოშვება 2008
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 1.9 დიდებული უცნობისკენ — ვარსკვლავური ომები: ისტორიები 19
- ↑ ჰან სოლო კომიქსში ახსენებს შვილებს, რაც ნიშნავს, რომ ისინი უკვე დაბადებულები არიან. ამრიგად, მოვლენები ვითარდება იმპერიის მემკვიდრის შემდეგ, მაგრამ იმპერიული გადმონაშთი კომიქსში „ათასწლოვან შავარდენს“ მისდევს, რაც ნიშნავს, რომ მოვლენები წინ უსწრებენ მომავლის ხედვას.