- „დაე სიმღერებში ჩაიწეროს, რომ დინ ჯარინს ეს ნაპოვარა შვილად აჰყავს. შენ ახლა დინ გროგუ ხარ. მანდალორელი შეგირდი.“
- ―მეიარაღე
დინ გროგუ (მანდალორის დაბრუნების შემდეგ დინ ჯარინის მიერ შვილებამდე — უბრალოდ გროგუ) იყო მამრობითი სქესის[12] ძალისადმი მგრძნობიარე, რომელიც მიეკუთვნებოდა იოდას მსგავს რასას. იგი დაიბადა იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 41 წელს და აღიზარდა კორუსანტის ჯედაების ტაძარში როგორც ჯედაების ორდენის უმცროსი ჯედაი. კელერან ბეკის დახმარებით იგი გადაურჩა ჯედაების დიდ წმენდას. გალაქტიკური იმპერიის დამარცხების შემდეგ ის იპოვა უკანასკნელის ერთ-ერთმა ნამსხვრევმა და პატარა ახალი რესპუბლიკის ეპოქაში ცნობილი გახდა როგორც „ბავშვი“. მოგვიანებით იგი იპოვა დინ ჯარინმა, მანდალორელმა ჯილდოზე მონადირემ და გროგუ ნაპოვარა გახდა. ჯარინმა იპოვა ჯედაი, რომელიც განაგრძობდა დინ გროგუს მომზადებას — ეს იყო ოსტატი ჯედაი ლუკ სკაიუოკერი. თუმცა, იგრძნო რა, რომ დინ გროგუს ჯედაების ხელოვნების შესასწავლად გული არ მიუწევდა, ლუკმა პატარა კვლავ მანდალორელს დაუბრუნა.
ბიოგრაფია[]
ნადირობის სამიზნე და გადარჩენილი[]
ჯილდოზე მონადირე, ცნობილი როგორც უბრალოდ მანდალორელი, კლიენტმა და დოქტორმა პენ პერშინგმა გააგზავნეს დინ გროგუს დასაჭერად. ამავე დროს დინ გროგუზე ნადირობდა დროიდი IG-11. მანდალორელისგან განსხვავებით, მას ჰქონდა მიღებული დავალება, მოეკლა დინ გროგუ, მაგრამ მანდალორელმა დაასწრო და დროიდი გაანადგურა[2].
მანდალორელმა დინ გროგუ თან წაიყვანა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მონადირის ხომალდი ამასობაში ჯავებმა დაშალეს. კუიილის დახმარებით მანდალორელი მოელაპარაკა ჯავებს, რომლებიც შეჰპირდნენ ხომალდის ნაწილების დაბრუნებას, ტალახრქის კვერცხის სანაცვლოდ. არსებასთან მისი შეტაკებისას გროგუმ სცადა დახმარება, გამოიყენა რა ძალა. ჰაერში აწეული და ძირს დანარცხებული ტალახრქა მონადირემ საბოლოოოდ მოკლა, ხოლო დასუსტებულ გროგუმს ჩაეძინა. კვერცხის ჯავებთან მიტანის და ხომალდის აღდგენის შემდეგ მანდალორელმა გროგუსთან ერთად პლანეტა დატოვა[5].
მანდალორელმა კლიენტს დინ გროგუ გადასცა, მიიღო ჯილდო ბესკარის მარაგის სახით და აპირებდა პლანეტიდან გაფრენას, როდესაც გადაწყვეტილება შეცვალა, დაბრუნდა, თავს დაესხა ობიექტს, რომელშიც დინ გროგუს მალავდნენ, შეტაკებისას დაიხსნა პატარა და, უკვე სხვა მონადირეებთან ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ, სხვა მანდალორელთა დახმარებით, გადარჩა და პლანეტა საბოლოო დატოვა — ისევე, როგორც ჯილდოზე მონადირეთა გილდია[3].
კადრს მიღმა[]
პერსონაჟი პირველად გამოჩნდა ტელესერიალ მანდალორელის პირველ ეპიზოდში.[2] გადაღებების პერიოდში მსახიობები მას „არსებას“ უწოდებდნენ.[13] დინ გროგუს სოციალურ მედიაში აგრეთვე პატარა იოდად" მოიხსენებდნენ."[14][15]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- The Sims 4 (მხოლოდ ქანდაკება)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — თოვლის სახრამუნო
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — საჩუქარი გროგუსგან
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — ქვიშის სასახლეები გროგუსთან ერთად
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — ტკბილეულობის შეგროვება
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — ხომალდი მოჩვენება
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — საჩუქრების დარიგება გროგუსთან ერთად
- Disney Magic Kingdoms
- დახმარება მანდალორელსაც სჭირდება — Hasbro-ს ვარსკვლავური ომების მისია: ფლოტი
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სპეციალური სადღესასწაულო გამოშვება
- Fortnite
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga (DLC)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — ბედნიერი 45 წლის იუბილე: „ახალი იმედი“
- ძენი: გროგუ და მტვრის გუნდები
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ სტატიის SWCC 2019: 9 რამ, რაც შევიტყვეთ მანდალორელის პანელიდან StarWars.com-ზე (არქივის ბმული) მიხედვით მანდალორელის მოვლენები ვითარდება ჯედაის დაბრუნებიდან ხუთი წლის შემდეგ (წიგნის ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი მიხედვით ეს იქნება 4 იბშ. ამრიგად, ვასკვნით, რომ მანდალორელის მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 9 წელს. ვინაიდან ბავშვი მანდალორელის მოვლენების დროს 50 წლის არის, ჩანს, რომ იგი დაიბადა იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 41 წლით ადრე.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 მანდალორელი — თავი 1: მანდალორელი
- ↑ 3.0 3.1 მანდალორელი — თავი 3: დანაშაული
- ↑ ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული გამოცემა Edelweiss-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
- ↑ 5.0 5.1 მანდალორელი — თავი 2: ბავშვი
- ↑ 6.0 6.1 მანდალორელი — თავი 8: გამოსყიდვა
- ↑ მანდალორელი — თავი 20: ნაპოვარა
- ↑ 8.0 8.1 8.2 მანდალორელი — თავი 24: დაბრუნება
- ↑ 9.0 9.1 მანდალორელი — თავი 13: ჯედაი
- ↑ მანდალორელი — თავი 22: დაქირავებულნი
- ↑ მანდალორელი — თავი 16: გადარჩენა
- ↑ მანდალორელი — თავი 4: თავშესაფარი
- ↑ მანდალორელი: პირველი ეპიზოდი: დამალული დეტალების და ბოლოს განმარტება, რესურსი: Vanity Fair საიტზე www.vanityfair.com (November 12, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი December 18, 2019)
- ↑ Disney-მ ოფიციალურად ნება დაგვრთო: ახლა ვისაუბროთ მანდალორელის პერსონაჟზე, რესურსი: Polygon საიტზე www.polygon.com (November 18, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი November 19, 2019)
- ↑ 15 ტვიტი და მემი 'პატარა იოდაზე' 'მანდალორელში', რომლებიც ამტკიცებენ, რომ პერსონაჟი საუკეთესოა, რაც 'ვარსკვლავურ ომებში' შეგვხვედრია, ავტორი: რენფრო, კიმ, რესურსი: Insider საიტზე www.yahoo.com (November 18, 2019) (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი December 21, 2019)