- „გინდ თბილად მიგართმევ, გინდ — ცივად.“
- ―დინ ჯარინი
დინ ჯარინი, იგივე მანდალორელი ან მანდო, იყო მანდალორელი მამაკაცი, რომელიც ახალი რესპუბლიკის ეპოქაში ჯილდოზე მონადირის საქმიანობას ეწეოდა. აღჭურვილი მანდალორული ჯავშნით და ბესკარის ჩაფხუტით, ჯარინი, ამასთან, იყო კარგად შეიარაღებული და ამავე დროს იდუმალი პიროვნება — უცნობი, რომლის წარსული სხვებისთვის ბუნდოვანი იყო. დაობლებული რესპუბლიკის ეპოქის პერიოდში, აღზრდილი როგორც ნაპოვარა, გაწვრთნილი იყო როგორც მომავალი მანდალორელი მეომარი და საბოლოოდ შეუერთდა ტომს, რომელიც ნევაროზე საქმიანობდა. ჯარინი ბრძოლაში გაწაფულ, სიტყვაძუნწ მეომრად და სულ უფრო მეტად სახიფათო გალაქტიკაში შიშისმომგვრელ მონადირედ იქცა.
გალაქტიკური იმპერიის დაცემის შემდეგ იქცა ჯილდოზე მონადირეთა გილდიის წევრად. იგი ახალი რესპუბლიკის ეპოქაში გარე რგოლის ტერიტორიებში — იქ, სადაც ვერ წვდებოდა გალაქტიკური სენატის გავლენა — მოგზაურობდა ხომალდ „სამართებლის პირით“, საზღაურის მოსაპოვებლად. იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 9 წელს იგი ნევაროდან კლიენტმა, იმპერიული ნამსხვრევის ფრაქციის წარმომადგენელმა, გააგზავნა დავალებით და არვალა-7-ზე სამიზნის მოპოვების სანაცვლოდ სთავაზობდა მნიშვნელოვან გასამრჯელოს. პლანეტაზე ყოფნისას მან გაიცნო უგნოტი კვიილი, რომელმაც უჩვენა მისი სამიზნის ადგილსამყოფელი. გზად ჯარინი შეხვდა ჯილდოზე მონადირე დროიდ IG-11-ს და მასთან ერთად შევიდა ბანაკში, რომელსაც იცავდნენ დაქირავებული მეომრები. იხილეს რა სამიზნე, ჯილდოზე მონადირეებმა აღმოაჩინეს, რომ ეს იყო ბავშვი. ჯარინმა, რომელსაც მისი ცოცხლად დაბრუნება დაევალა, მოკლა IG-11, რომელიც, თავის მხრივ, სამიზნის განადგურებას აპირებდა. გადაარჩინა რა ჩვილი, მან პატარაზე ზრუნვა დაიწყო.
არვალა-7-ზე ყოფნისას დინმა აღმოაჩინა ბავშვის საოცარი თვისებები. მოგვიანებით მან იგი კლიენტს გადასცა და გასამრჯელოც მიიღო. მიუხედავად ამისა, ჩვილს უკვე მიეჩვია და ბავშვის სასტიკ პირობებში დატოვების შემდეგ, სინდისის ქენჯნის გამო დაბრუნდა შენობაში, პატარა გაათავისუფლა და მოგვიანებით ტომის დახმარებით დაუპირისპირდა გილდიის წევრ ჯილდოზე მონადირეებს. ამის შემდეგ ორივე გალაქტიკაში სამოგზაუროდ გაეშურა. ამ მოგზაურობებისას ისინი ერთმანეთს სულ უფრო უახლოვდებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას წყვილი შეხვდა ყოფილ აჯანყებულ მოიერიშე ჯარისკაც კარასინთია დიუნს. ისინი აგრეთვე მოხვდნენ ტატუინზე და გადაეყარნენ დაქირავებული მეომრების ბანდას.
გრიფ კარგა, გილდიის წარმომადგენელი, მოგვიანებით დაუკავშირდა ჯარინს და შესთავაზა კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა. მისი შეთავაზებით ჯარინს უნდა ეცადა ქალაქ ნევაროს იმპერიელებისგან გათავისუფლება, სანაცვლოდ კი ბავშვზე დაწესებული გასამრჯელო გაუქმდებოდა. მოკავშირეებთან — დიუნთან, კვიილთან და დაპროგრამებაშეცვლილ IG-11-თან — ერთად ჯარინი ნევაროზე დაბრუნდა და ქალაქში შევიდა, სადაც რაზმი შეეტაკა მოფ გიდეონის ძალებს. მოგვიანებით, არათანაბარ ძალებთან ბრძოლისას, ისინი თავშესაფარში ჩავიდნენ. მანდალორელმა „მეიარაღემ“, რომელიც თავშესაფარში მყოფ სხვა მანდალორელთა გაუჩინარების შემდეგ არსად გაქცეულა და იქვე იმალებოდა, ჯარინს დაავალა ბავშვის საკუთარ ტომში დაბრუნება და მისივე კლანის ჩამოყალიბებაც ამცნო. გიდეონთან და დარჩენილ იმპერიელებთან შეტაკების შემდეგ ჯარინმა პლანეტა პატარასთან ერთად დატოვა და დაიწყო უკანასკნელის რასის წარმომადგენელთა ძიება.
ჯარინმა და პატარამ განაგრძეს გალაქტიკაში მოგზაურობა. ისინი შეხვდნენ ფრიტაუნის მარშალ კობ ვენთს, სხვა მანდალორელებს და კარასთან და გრიფ კარგასთან ერთად ნევაროზე მორიგი მისია განახორციელეს. საბოლოოდ, მანდალორელი კორვუსზე აღმოჩნდა, სადაც იპოვა ყოფილი ჯედაი ასოკა ტანო. ტანო დაუკავშირდა არსების გონებას, დაადგინა მისი ნამდვილი სახელი — გროგუ — და მისი წარსულიც. მას შემდეგ, რაც ჯარინი ასოკას დაეხმარა კალოდანის იმპერიელი მაგისტრატის, მორგან ელსბეთის ძალებისგან გათავისუფლებაში, ტანომ მანდალორელს გადასცა ელსბეთის ბესკარის შუბი და ურჩია, გროგუ ჩაეყვანა ტაითონზე, საიდანაც იგი ძალის მეშვეობით დაუკავშირდებოდა რომელიმე ცოცხალ ჯედაის, რომელიც მის წვრთნაზე პასუხისმგებლობას აიღებდა. ტაითონზე, სანამ გროგუ ქვაზე იჯდა და ძალით ჯედაებს უკავშირდებოდა, ჯარინს შეხვდა ბობა ფეტი, სხვა მანდალორელის შვილი. მან გროგუს თავისუფლების სანაცვლოდ მას სთხოვა თავისი კუთვნილი ჯავშანი, რომელიც დინმა ვენთისგან, ტატუინზე მიიღო. ვითარება ტაითონზე მოულოდნელად შეიცვალა, როდესაც გამოჩნდნენ გიდეონის ბნელი ჯარისკაცები. მათ გროგუ გაიტაცეს.
დაიბრუნა რა ჯავშანი, ფეტი, იმპერიელ ძალებთან შეტაკების შემდეგ, დათანხმდა, დახმარებოდა ჯარინს. კარას, მიგს მეიფელდის და ფენეკ შენდის დახმარებით ჯარინმა გიდეონის მსუბუქი კრეისერის ადგილმდებარეობა დაადგინა. ღამის დებთან ერთად რაზმმა შეაღწია კრეისერზე და ბავშვს მიაგნო. ამ მისიის შესრულებისას დინი, მას შემდეგ, რაც გიდეონს ბნელი მახვილი წაართვა, უნებლიედ იქცა მანდ'ალორის წოდების მემკვიდრედ. დროებით მოკავშირეებს საფრთხე დაემუქრა, როდესაც ამოქმედდნენ ბნელი ჯარისკაცები, მაგრამ ყოველივე შეიცვალა ლუკ სკაიუოკერის გამოჩენით, რომელიც გროგუს ძალასთან დაკავშირების შემდეგ უკანასკნელი საძიებლად გაემგზავრა. მტრის ძალების სრულად განადგურების შემდეგ ლუკმა გროგუ თან წაიყვანა, თუმცა მანამდე ჯარინი პატარას დაემშვიდობა და დაჰპირდა, რომ ოდესმე ერთმანეთს კვლავ შეხვდებოდნენ.
ბიოგრაფია[]
ადრეული წლები[]
- „როგორი გულუხვობაა. ეს რაოდენობა დაეხმარება მრავალ ნაპოვარას.“
„კარგია. მეც ერთ დროს ნაპოვარა ვიყავი.“
„ვიცი.“ - ―მეიარაღე და დინ ჯარინი
ბავშვობაში დინ ჯარინი ცხოვრობდა აკ-ვეტინაში.[12] ამ დასახლებას რესპუბლიკის დაცემის პერიოდში თავს დაესხნენ სეპარატისტული ძალების საბრძოლო დროიდები და ჯარინმა ამ შეტაკებაში თავი ამოჰყო. სანამ დროიდები ხოცავდნენ ადგილობრივ მოსახლეობას, დედამ და მამამ ბიჭუნა დამალეს ლიუკის სახურავის ქვეშ, თავად კი აფეთქებისას დაიღუპნენ. მოგვიანებით სახურავი გახსნა სერია B2-ის სუპერ საბრძოლო დროიდმა, რომელმაც ბავშვის მოკვლა სცადა, თუმცა იგი გაანადგურა სიკვდილის მზირების მანდალორელმა მეომარმა.[3]
სიკვდილის მზირების მეომრები უერთდებოდნენ ბრძოლას, ხოლო დინის გადამრჩენმა მასთან ერთად რეაქტიული ჩანთის მეშვეობით იქაურობა დატოვა. მანდალორელმა ჯარინი აღზარდეს[13] როგორც ნაპოვარა და საბრძოლო კორპუსის რიგებში წვრთნიდნენ, ამსახურებდნენ[3] და უვლიდნენ.[14] წლების შემდეგ დინი შეუერთდა ტომს, რომელიც[5] პლანეტა[13] ნევაროზე საქმიანობდა. გადაადგილდებოდა რა მანდალორული ჯავშანით[5] და ჩაფხუტით, ამ უკანასკნელს არავის წინაშე იხსნიდა, ვინაიდან, თუკი ასე მოიქცეოდა, კვლავ დახურვის უფლებას დაკარგავდა — ასეთი იყო ტრადიცია, რომელსაც ტომის წევრები მისდევდნენ.[14]
რა გაიზარდა, გალაქტიკური იმპერიის დაცემიდან წლების შემდეგ გახდა ჯილდოზე მონადირე. ტომის ფარგლებს გარეთ მას მიმართავდნენ როგორც მანდალორელს ან შემოკლებით — მანდოს.[5] „სამართებლის პირი“, სამხედრო საპატრული კოსმოსური ხომალდი, რომელიც იმპერიულ ეპოქამდე შეიქმნა, დინის პირადი ტრანსპორტი იყო. ახალი რესპუბლიკის აღზევებისას ჯარინი გალაქტიკის გარე რგოლის ტერიტორიებში მოგზაურობდა და გასამრჯელოს სანაცვლოდ მუშაობდა[15] როგორც ჯილდოზე მონადირეთა გილდიის წევრი. ამ პერიოდში სახელი გაითქვა როგორც ძვირადღირებულმა[5], მაგრამ სულ უფრო და უფრო სახიფათო გალაქტიკაში მრისხანე ჯილდოზე მონადირემ.[16] გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა დამნაშავე რანზარ მალკის და ტვი'ლეკი დაქირავებული მეომრების, ში'ანის და მისი ძმის, კინის გვერდიგვერდ. ერთ-ერთი ერთობლივი მისია შესრულდა ალზოკ III-ზე. მათ შორის ურთიერთობამ დიდ ხანს არ გასტანა — უთანხმოების შედეგად დინი დაშორდა, ხოლო კინი მოგვიანებით დაიჭირეს.[17]
სამუშაო გილდიაში[]
ნადირობა მითროლზე[]
- „ო. ეს ჯილდოს შეტონია? მე ვარ? მომისმინე....მმმ, ალბათ, რაღაც შეცდომაა. უფრო მეტ კრედიტს მოგცემ.“
„შენს თავს თბილ-თბილად მივართმევ....ან გრილად.“ - ―მითროლის და დინ ჯარინის საუბრიდან
იავინის ბრძოლიდან დაახლოებით წელს შემდეგ[18] ჯარინი ეძებდა ერთ-ერთ სამიზნეს, მითროლს. მან მას მიაგნო ყინულოვან პლანეტა პაგოდონზე მდებარე საზოგადო სახლში. ბარში შესვლისას შეამჩნია, რომ მითროლს უკვე ესაუბრებოდა სამი ტროლერი. ბართან მისულ ჯარინს მიუახლოვდა ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ჰატურად მიმართა და უმტკიცებდა, თითქოს მისი მიზეზით სასმელი დაეღვარა. ბარმენმა დინს მისი ნათქვამი უთარგმნა, თუმცა დინი არაფერს პასუხობდა. ბარმენი კიდევ ერთ კათხას ავსებდა, ამასობაში კი პირველი ტროლერის კუორენი და კიბორგი თანმხლები ტროლერები მიუახლოვდნენ მანდალორელს. ტროლერმა ჰკითხა, იყო თუ არა მისი ჯავშანი ბესკარის ნამდვილი ფოლადისგან, რის შემდეგაც კუორენმა ჯარინს მკერდზე დანა დაადო.[5]
ბარმენმა ბარზე საბოლოოდ დადგა სავსე კათხა, ჯარინმა კი ამ დროს სამეულს შეუტია. თავდაპირველად მან კიბორგს თავში კათხის ჩარტყმით გონება დააკარგვინა. მეორე ტროლერმა სცადა მისი დანით დაჭრა, მაგრამ ჯარინმა ხელი სტაცა და მისივე ხელში არსებული დანით ზურგში დაჭრა. კუორენმა გაქცევა სცადა, თუმცა ჯარინმა ბაწრის მსროლელი გამოიყენა, დაიჭირა და თავისკენ მოქაჩა. ამავდროულად, მან გაისროლა კარის სამართავი პანელის მიმართულებით. კარი სწრაფად დაიხურა და კუორენიც მოიყოლა. ტროლერებთან გამკლავების შემდეგ ჯარინი მითროლს მიუახლოვდა, რომელმაც გადარჩენისთვის მადლობას უხდიდა. თუმცა, მანდალორელმა წინ დაუდო ჯილდოს ჟეტონი, რომელზეც გამოისახა მითროლის ჰოლოგრამა. მითროლი მიხვდა, თუ რას უპირებდა მონადირე, ამიტომ უთხრა, რომ ეს რაღაც შეცდომა იყო. თუმცა დინი დაემუქრა, შესთავაზა რა კლიენტთან ცხელი ან გრილი სახით მიყვანა.[5]
პაგოდონიდან გაფრენა[]
- „იმედი მქონდა, რომ სიცოცხლის დღეს თავისუფალი ვიქნებოდი. იქნებ, აჰ....…ოჯახსაც ვნახავდი. მაგრამ, როგორც ჩანს, ამ წელს ასეთი არაფერი მიწერია.“
„ალბათ, არა.“ - ―მითროლის და დინ ჯარინის საუბრიდან
მითროლი ჯარინმა ბარიდან გაიყვანა და წაიყვანა სამართებლის პირისკენ. კუბაზ მებორნესთან მიახლოებულმა, სთხოვა ხომალდის მიმართულებით გადაყვანა. კუბაზმა ფლეიტაზე მელოდია დაუკრა და გამოიძახა სახმელეთო სპიდერი, რომელსაც დროიდი მართავდა. ჯარინმა დროიდიან ტრანსპორტზე უარი თქვა და დათანხმდა ნაკლებად მდიდრულ სპიდერზე, რომელსაც მამაკაცი მართავდა. გადასცა რა მებორნეს კრედიტები, სპიდერზე მითროლთან ერთად დაჯდა. პილოტმა ისინ ჯარინის შვეულმფრენთან გადაიყვანა.[5]
მას შემდეგ, რაც მონადირე და მისი მსხვერპლი მარტო დატოვა, პილოტი უკან მიემართებოდა, მაგრამ მას თავს დაესხა რავინაკი, რომელმაც სპიდერი წყალში ჩაითრია. ჯარინმა მითროლი ხომალდში სწრაფად შეათრია. მართალია, რავინაკმა სცადა შვეულმფრენის შეფერხება, მაგრამ ჯარინმა მას ამბანის ფაზურ-პულსური ბლასტერიდან ესროლა და ხომალდი გაათავისუფლა. გზად ნევაროსკენ ჯარინი მითროლს არ ესაუბრებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მითროლმა მასთან გასაუბრება სცადა. მანდალორელსგან მან ვაკ-მილის გამოყენების უფლება მიიღო. ჩავიდა რა შვეულმფრენის ქვედა ნაწილში, აღმოაჩინა კარბონიტში გაყინული რამდენიმე მსხვერპლი. იმ წამსვე იგი ჯარინმა დაიჭირა და ასევე კარბონიტში გაყინა.[5]
ახალი დავალება[]
- „არის ერთი საქმე.“
„ჟეტონი დამანახე.“
„ჟეტონის გარეშე. პირისპირ. პირდაპირი დავალება. კარგი შემოსავლით.
"დამნაშავეთა სამყარო?“
„მე მხოლოდ ის ვიცი, რომ ყოველგვარი ჯაჭვური კოდის გარეშეა. საშვი გჭირდება თუ არა?“ - ―გრიფ კარგას და დინ ჯარინის საუბრიდან
გაყინული მითროლის და სხვა ნანადირევის ადგილზე მიყვანის შემდეგ ჯარინი ჯილდოზე მონადირეთა გილდიას დაუბრუნდა და კანტინაში ანაზღაურების მისაღებად მიაკითხა მათ აგენტს,[5],[19] გრიფ კარგას, რომელიც გაოგნებული იყო დინის მიერ ასე სწრაფად შესრულებული დავალებით. როდესაც ჯარინმა უარი თქვა იმპერიულ კრედიტებზე, კარგამ დამატებით შესთავაზა კალამარული ფლანი, რაზეც დინი დათანხმდა. შემდეგ დავალებაზე საუბრისას ჯილდოზე მონადირემ სცადა კარგას ყველა ჟეტონის აღება, თუმცა გრიფმა შეახსენა, რომ გილდიაში სხვა წევრებიც შედიოდნენ და მას უკვე ჰქონდა საკუთარი ჟეტონები.[5]
დინი დაინტერესდა, თუ რატომ მოიპოვებდა გილდია ამ ჟეტონებს ასეთი ნელი ტემპით, რაზეც კარგამ მიუგო, რომ ხალხი თავად უფრთხოდა გილდიისთვის ანაზღაურების გადახდას. ჯარინი უკმაყოფილო იყო ყველაზე მაღალი ჯილდოთი, რომელსაც კარგა სთავაზობდა, ვინაიდან, მისი თქმით, ანაზღაურება საწვავის ხარჯსაც ვერ დაფარავდა. ამიტომ კარგამ შესთავაზა სხვა საქმის შესრულება და კლიენტთან პირისპირ შეხვედრა, რაც ნიშნავდა, რომ ყველაფერი ჟეტონის გარეშე ჩაივლიდა. მან მონადირეს აგრეთვე შესთავაზა საშვის გამოყენება. დინმა იგი სიამოვნებით გამოართვა და კანტინა დატოვა.[5]
კლიენტთან შეხვედრა[]
- „საკუთრების დაბრუნებისთანავე ბესკარით სავსე კამტონოს მიიღებ.“
- ―კლიენტის და დინ ჯარინის საუბრიდან
ჯარინი კლიენტის საძიებლად გაემართა. იგი მოხვდა ნაგებობასთან, რომელსაც დარაჯობდა დროიდი TT-8L/Y7. წარუდგინა რა დროიდს ჩიტი და შეაღწია შენობაში, დინი მოხვდა ოთახში, რომელშიც იჯდა „კლიენტი“, დაშლილი იმპერიის ნამსხვრევის წევრი, ოთხ თანმხლებ შტორმტრუპერთან ერთად. კლიენტმა ჯარინს უთხრა, რომ კარგა მანდალორელს „პარსეკში საუკეთესოს“ უწოდებდა. სანამ იგი ჯილდოზე მონადირეს ესაუბრებოდა, ოთახში შევიდა მეცნიერი, დოქტორი პენ პერშინგი. მის გამოჩენაზე მონადირემ იარაღი ამოიღო, მაგრამ მას ამ დროს საკუთარი ბლასტერები მოიერიშეებმა მიუშვირეს. კლიენტმა პერშინგი მანდალორელს გააცნო და უბრძანა, იარაღი დაეშვა. ჯარინი თავდაპირველად ითხოვდა შტორმტრუპერთა მიერ იარაღის დაშვებას. ამის შემდეგ მან კლიენტს კვლავ კარგას სიტყვები შეახსენა, უთხრა, რომ ჯილდოზე მონადირის მომსახურებაც ძვირია. დინმა იარაღი დაუშვა და ჯარისკაცებმაც, საპასუხოდ, კლიენტის ბრძანებით, იგივე მოქმედება განახორციელეს.[5]
მანდალორელი ჩამოჯდა და კლიენტმა იმპერიულ პერიოდში ჩამოსხმული ბესკარის ნაწილი უჩვენა — როგორც შესრულებული სამუშაოს ავანსი. მისი დავალება ასეთი იყო: მანდალორელს უნდა მოიპოვებინა „საკუთრება“, რის სანაცვლოდაც ბესკარით სავსე კამტონოს მიიღებდა. პერშინგმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო საკუთრების ცოცხლად მიყვანა. კლიენტი აღიარებდა, თუ რაოდენ რთული იყო ჯილდოზე მონადირის პროფესია. ჯარინმა ითხოვა სამიზნის აღმნიშვნელი იდენტიფიკატორი, რაზეც კლიენტმა განაცხადა, რომ ტრადიციული მეთოდისგან გზის ავლით ისინი სათვალთვალო გადამცემის სისტემას გამოიყენებდნენ. გადამცემი ჯარინს პერშინგმა გადასცა, შემდეგ კი მონადირემ კლიენტს ჯაჭვური კოდის შესახებ ჰკითხა. უკანასკნელმა უპასუხა, რომ მხოლოდ სამიზნის ასაკს ეტყოდა (50 წელიწადს) და მის უკანასკნელ ცნობილ ადგილსამყოფელს.[5]
სანამ ჯარინი ოთახიდან გავიდოდა, კლიენტმა უთხრა, რომ ბესკარი მანდალორელს სამართლიანად ეკუთვნოდა და წესრიგის აღდგენა ხანრგძლივი ქაოსის შემდეგ სწორი ნაბიჯი იქნებოდა. შენობიდან გასვლის შემდეგ ჯარინი „მეიარაღესთან“, ტომის თავშესაფარში მივიდა და კალამარული ფლანის, როგორც გასამრჯელოს გადაცემის შემდეგ, ბესკარისგან სამხრის დამზადება სთხოვა. მეიარაღემ უთხრა, რომ ბესკარი ჯერ კიდევ დიდი წმენდის პერიოდის იყო[5] — იმ დროის, როდესაც მანდალორელთა დიდი ნაწილი დაიღუპა[17]. მისი თქმით, აღსანიშნავი იყო, რომ ლითონი ტომს დაუბრუნდა. მან აგრეთვე ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა პირადი ემბლების გამოყენება, მაგრამ მეიარაღის თქმით, იგი ჯერ არ იყო ცნობილი. როდესაც მჭედელმა ახსენა, რომ გასამრჯელო ბევრ ნაპოვარას დაეხმარებოდა, ჯარინმა ახსენა, რომ თავადაც ერთ დროს ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა. სანამ მჭედელი სამხრეს უმზადებდა, დინი ბავშვობას და სეპარატისტების თავდასხმას იხსენებდა.[5]
ჩასვლა არვალა-7-ზე[]
- „ბევრი ყოფილა აქ. ისინიც მას ეძებდნენ.“
„დახმარებიხარ?“
„კი. ყველა დაიღუპა.“
„აბა, მაშინ არ ვიცი, რაში გამომადგება შენი დახმარება.“
„გამოგადგება.“ - ―კვიილის და დინ ჯარინის საუბრიდან
მანდალორელი ჩავიდა უდაბურ პლანეტა არვალა-7-ზე, სადაც საკუთრებას ეძებდა. სნაიპერის შაშხანით იქაურობის დაზვერვისას მას თავს დაესხა ბლარგი. მაჯაზე დამაგრებული ცეცხლისმფრქვევის გამოყენების მცდელობისას ბლარგის მის ხელს ეშვებით ჩაეჭიდა. მართალია, მანდალორელმა ჩაარტყა ბლარგს და გამოითავისუფლა ხელი, არსება მის მეორე ხელს ჩაეჭიდა და ძირს დასცა. არსების დასამშვიდებლად გამოჩნდა უგნოტი ტენიანობის მომპოვებელი ფერმერი კვიილი. მართალია, მან იგი გააბრუა, ამ დროს მეორე ბლარგი გამოჩნდა. მისი გაბრუებით უგნოტმა მანდალორელი გადაარჩინა. ჯარინმა უგნოტს მადლობა გადაუხადა. უკანასკნელმა ჯარინი თავის ტენიანობის მოსაპოვებელ ფერმაში შეიფარა.[5]
კვიილმა ჯილდოზე მონადირეს უთხრა, რომ ბევრ მონადირეს დახმარებია, რომელიც ამ საკუთრებას ეძებდა, მაგრამ ყველა დაიღუპა. ჯარინმა უგნოტისგან დახმარების გამო ეჭვი გამოხატა, თუმცა კვიილმა დაარწმუნა, რომ იგი დასჭირდებოდა. საკუთრების ადგილსამყოფელის ჩვენების სანაცვლოდ მან ერთ-ერთი ბლარგი ითხოვა. მანდალორელს მან აუხსნა, რომ დასჭირდებოდა კიდევ ერთი ბლარგი, ვინაიდან მის გარეშე უდაბნოში გადაადგილება რთული იყო. ჯარინმა უთხრა, რომ ბლარგზე ამხედრებული ვერ იმოძრავებდა.[5]
ჯილდოზე მონადირემ სცადა ერთ-ერთი ბლარგის მოთვინიერება, თუმცა არსება მას გამუდმებით ძირს აგდებდა. სამიზნემდე მისაღწევად იგი აგრეთვე განიხილავდა სპიდერის გამოყენებას, მაგრამ კვიილმა შეახსენა, რომ მისი წინაპრები ოდესღაც მითოზავრით გადაადგილდებოდნენ. დინმა არსების მოთვინიერება კვლავ სცადა და, უკვე მისი შეშინების გარეშე, შეძლო ბლარგის ზურგზე ჩამოჯდომა. ამის შემდეგ კვიილმა იგი მიიყვანა საკუთრების ადგილსამყოფელთან. შენობას, რომელშიც სამიზნე იმყოფებოდა, ნიკტო მეომრები იცავდნენ. ბანაკთან მიახლოების შემდეგ კვიილმა ჯარინს განუმარტა, თუ რატომ დაეხმარა ჯარინს. კვიილმა გამოთქვა იმედი, რომ პლანეტაზე ნიკტოების ყოფნას ბოლო მოეღებოდა, რაშიც დინს დაეხმარებოდა მანდალორელის სტატუსი.[5]
ბავშვის პოვნა[]
- „შეჩერდი. მითხრეს, რომ 50 წლის იქნებოდა.“
„სხვადასხვა რასა სხვადასხვანაირად იზრდება, შესაძლოა, რამდენიმე საუკუნე იცოცხლოს.“ - ―დინ ჯარინი და IG-11
კვიილთან დროებით დამშვიდობების შემდეგ ჯარინი დაქირავებული მეომრების ბანაკს აკვირდებოდა ამბანური თოფის სამიზნედან. მან შეამჩნია გილდიის კიდევ ერთი წევრი, ლიკვიდატორი დროიდი IG-11, რომელიც შენობას უახლოვდებოდა. დროიდმა სცადა მეომარ ნიკტოებთან დალაპარაკება და წაუკითხა თავმდებთა გილდიის პროტოკოლის ნაწყვეტი. მან დაიწყო მათი მისამართით სროლა და ისროდა მანამდე, სანამ მათი ნაწილი შენობაში დაიმალებოდა.
დინი შეუერთდა დროიდს და შეჩერება უბრძანა. პასუხად დროიდმა მას ესროლა და ძირს დააგდო. ჯარინი ფეხზე წამოდგა და უთხრა, რომ თავადაც გილდიის წევრი იყო და რომ დროიდი მარტო მოქმედება და სჭირდებოდა დახმარება, რისთვისაც სთავაზობდა მონაგების გაყოფას. დროიდი დათანხმდა მის შეთავაზებას, მაგრამ ამ დროს გამოჩნდნენ დანარჩენი მეომრები, რომლებმაც მათ განახლებული ძალით შეუტიეს. სპიდერის უკან დამალულმა მანდალორელმა დაადგინა, თუ საიდან მოდიოდა სიგნალი სამიზნის შესახებ და ორივე მონადირე დაიმალა შენობის სვეტების უკან. იქ IG-11-მა აამოქმედა თვითგანადგურების მექანიზმი, ვინაიდან, როგორც თავად ამბობდა, მისი დაჭერა შეუძლებელი იყო. თუმცა, ჯარინმა სთხოვა მეომრების ცეცხლის გახსნით მოტყუება, თავად კი შენობაში შესასვლელის გახსნას ცდილობდა.[5]
მიხვდა რა, თუ რაოდენ დიდი რაოდენობის მეომრები შეიკრიბნენ მათ ირგვლივ, ჯარინი დაიმალა სხვა სვეტის უკან. დროიდმა კვლავ სცადა თვითგანადგურების მექანიზმის ამოქმედება. ამ დროისთვის მეომრებმა შენობასთან მიიტანეს მძიმე ბლასტერი E-Web და დაიწყეს მონადირეთა მისამართით სროლა. ჯარინს ახალი ჩანაფიქრი დაებადა, თუმცა ამ დროს დროიდმა თავის აფეთქება მესამედ სცადა. დინის მითითებით მან მეომრების ყურადღება მიიქცია, ხოლო დინი ამასობაში ბლასტერს დაეუფლა და სხვა მეომრების მისამართით ცეცხლი გახსნა. ბრძოლის შემდეგ მან დროიდი წამოაყენა და ჰკითხა, თუ დარჩა რამე დაზიანება. IG-11-მა დაუდასტურა, რომ გადარჩა.[5]
მას შემდეგ, რაც მანდალორელმა და IG-11-მა გამოიყენეს ბლასტერი და შეანგრიეს შენობის კარი, შიგნით შევიდნენ, თუმცა მანამდე დინმა კიდევ ერთი ნიკტო მოკლა. შეამჩნიეს რა სამიზნე და ახადეს რა თავი მის გრავიტაციულ ეტლს, მათ აღმოაჩინეს, რომ სამიზნე სინამდვილეში იყო ბავშვი (ჯედაი დიდი ოსტატი იოდას რასის წარმომადგენელი). ჯარინი დაინტერესდა ბავშვის ასაკით, რაზეც დროიდმა განუმარტა, რომ ესა თუ ის რასა სხვადასხვანაირად იზრდებოდა, სხვებთან შედარებით უფრო შენელებულად. როდესაც IG-11-მა ასწია ბლასტერი და აპირებდა სამიზნის მოკვლას, ჯარინმა შეახსენა, რომ დავალება მიზნად ისახავდა სამიზნის ადგილზე ცოცხლად მიყვანას. ლიკვიდატორმა დროიდმა უპასუხა, რომ მას კონკრეტული დავალება მიეცა და რომ აუცილებელი იყო ბავშვის განადგურება. მანდალორელმა პირველმა ესროლა დროიდს და მწყობრიდან გამოიყვანა, შემდეგ კი მიუახლოვდა ბავშვს, დახედა და თან წაიყვანა.[5]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — თოვლის სახრამუნო
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — საჩუქარი გროგუსგან
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — ქვიშის სასახლეები გროგუსთან ერთად
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — საშინელი კოსმოსური ხომალდი
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — ტკბილეულობის შეგროვება
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — ხომალდი მოჩვენება
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — საჩუქრების დარიგება გროგუსთან ერთად
- დახმარება მანდალორელსაც სჭირდება — Hasbro-ს ვარსკვლავური ომების მისია: ფლოტი
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სპეციალური სადღესასწაულო გამოშვება
- Disney Magic Kingdoms
- Fortnite
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga (DLC)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: აღნიშნეთ სეზონი — ბედნიერი 45 წლის იუბილე: „ახალი იმედი“
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ დინ ჯარინი და დამნაშავეთა სამყაროს სხვა პერსონაჟები — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ↑ მანდალორელი — თავი 18: მანდალორის მაღაროები
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 მანდალორელი — თავი 8: გამოსყიდვა
- ↑ თავი 8: გამოსყიდვა ასახავს, რომ თავდასხმა აკ-ვეტინაზე მოხდა კლონების ომების დროს. ვინაიდან ეს მოვლენა ვითარდება იავინის მოვლენებამდე 19 წელს დასრულებული კლონების ომების დროს (ამ უკანასკნელ თარიღს ხაზს უსვამს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი), დინ ჯარინი, სავარაუდოდ, დაიბადა 19 წელს ომის დასრულებამდე.
- ↑ 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 5.13 5.14 5.15 5.16 5.17 5.18 5.19 5.20 5.21 5.22 5.23 5.24 5.25 5.26 5.27 5.28 5.29 5.30 5.31 5.32 5.33 5.34 5.35 5.36 5.37 5.38 5.39 მანდალორელი — თავი 1: მანდალორელი
- ↑ Star Wars Bust Collection 80 (Star Wars Universe: მანდალორელი)
- ↑ ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული გამოცემა
- ↑ 8.0 8.1 8.2 მანდალორელი — თავი 24: დაბრუნება
- ↑ Star Wars: The Mandalorian (ნაკრები: Death Watch Mini Bust) (არქივის ბმული)
- ↑ მანდალორელი — თავი 11: მემკვიდრე
- ↑ ბობა ფეტის წიგნი — თავი 6: უდაბნოდან მოდის უცხო
- ↑ ვარსკვლავური ომების წიგნი
- ↑ 13.0 13.1 მანდალორელი — თავი 7: ანგარიშსწორება
- ↑ 14.0 14.1 მანდალორელი — თავი 4: თავშესაფარი
- ↑ სამართებლის პირი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ მანდალორელი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ 17.0 17.1 მანდალორელი — თავი 6: პატიმარი
- ↑ SWCC 2019: 9 რამ, რაც შევიტყვეთ მანდალორელის პანელიდან StarWars.com-ზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ მანდალორელის მოვლენები ვითარდება ჯედაის დაბრუნებიდან ხუთი წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ჯედაის დაბრუნების მოვლენათა განვითარების დროა 4 იბშ. ამრიგად, სერიალში მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 9 წლის შემდეგ.
- ↑ გრიფ კარგა Databank-ში (არქივის ბმული)