დოდა ბოდონავიიდო იყო მამრობითი სქესის როდიანი მუსიკოსი. იგი უკრავდა ჩალმუნის კოსმოპორტის კანტინაში, მაგრამ სამუშაოს დაკარგვის შემდეგ მას ჩაენაცვლნენ ფიგრინ დ'ანი და ტონალური კვანძები. შენობიდან გასვლამდე როდიანი უკმაყოფილებას გამოხატავდა.[4] რამდენიმე წლის შემდეგ დოდა ჯაბას სასახლეში, მაქს რებოს ჯგუფის შემადგენლობაში უკრავდა.[3] ჰატისთვის ჯედაის რხევის მეორედ დაკვრისას უბედურება დატრიალდა — ჯაბამ რანკორის ორმოში ჩააგდო მონა ულა, რომელსაც თავს აბეზრებდა. ბოდონავიიდომ და ჯგუფის სხვა წევრებმა, სანამ რანკორი ულას კლავდა და ჭამდა, დაკვრა შეწყვიტეს. მოგვიანებით ისინი ესწრებოდნენ ვუკი ჩუბაკასთან ერთად ჯილდოზე მონადირე ბაუშად გადაცმული პრინცესა ლეია ორგანას გამოჩენას.[2]
კადრს მიღმა[]
დოდა ბოდონავიიდო პირველად გამოჩნდა ჯედაის დაბრუნების 1997 წლის სპეციალურ გამოცემაში. მისი სახელი ცნობილი გახდა Hasbro Inc.-ის ფიგურების სერიის, Power of the Force-ის გამოშვებისას, 1998 წელს. სახელმა კანონიკური სტატუსი შეიძინა ემი რეტკლიფის მიერ 2015 წელს StarWars.com-ზე გამოქვეყნებული სტატიით მუსიკა ვარსკვლავური ომების გალაქტიკაში: ტონალური კვანძები მაქს რებოს ჯგუფის წინააღმდეგ.
გამოჩენები[]
- არა უმიზეზოდ — გარკვეული თვალსაზრისით
- არა უმიზეზოდ — გარკვეული თვალსაზრისით, აუდიოწიგნი
- ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის სასახლეში 4 (მოგონებებიდან)
- ვარსკვლავური ომების საგანძური: ორიგინალური ტრილოგია
- ვარსკვლავური ომები სურათებში: ორიგინალური ტრილოგია
- ჯილდოზე მონადირეთა ომი: ალფა 1
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება (პირველი გამოჩენა) (პირველად გამოჩნდა სპეციალურ გამოცემაში)
- ჯედაის დაბრუნება: მაქს რებო 1 (მოგონებებიდან)
წყაროები[]
- მუსიკა ვარსკვლავური ომების გალაქტიკაში: ტონალური კვანძები მაქს რებოს ჯგუფის წინააღმდეგ StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული) (პირველად ნახსენები როგორც დოდა ბოდონავიიდო)
- ვარსკვლავური ომები: გალაქტიკის უცხომიწელები (მხოლოდ გამოსახულება)
- ვარსკვლავური ომები: ადგილმდებარეობების სრული ცნობარი
- ვარსკვლავური ომები: გიკსიკონი: გალაქტიკა A-დან Z-მდე
- ვარსკვლავური ომები: ეძებე და იპოვე, ტომი I
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები: გიკსიკონი: გალაქტიკა A-დან Z-მდე (მხოლოდ ფრანგულ ვერსიაში)
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
- ↑ 3.0 3.1 მუსიკა ვარსკვლავური ომების გალაქტიკაში: ტონალური კვანძები მაქს რებოს ჯგუფის წინააღმდეგ StarWars.com-ზე (სტატია) (არქივის ბმული)
- ↑ არა უმიზეზოდ — გარკვეული თვალსაზრისით