ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოქტორი აფრა 2.

დოქტორი აფრა 2 არის მეორე გამოშვება Marvel-ის კომიქსების სერიაში დოქტორი აფრა. მასში მოთხრობილი ამბის ავტორია კირონ გილენი, ხოლო მხატვარი — კევ უოკერი. კომიქსის მოქმედება მიმდინარეობს ახალი იმედის და იმპერიის საპასუხო შეტევის მოვლენების შუალედში. ეს გამოშვება გამოიცა 2016 წლის 21 დეკემბერს[1].

შეჯამება გამომცემლობისგან[]

აფრამ უნდა გაისტუმროს ვალი. მაგრამ, შეუძლია, ერთი ნაბიჯით წინ გაუსწროს იმპერიას, რამდენიმე ჯილდოზე მონადირეს და საერთოდ, ყველას გალაქტიკაში!?[1]

შესავალი[]

ᲐᲤᲠᲐ
წიგნი I, ნაწილი II
შესაძლებლობათა დროა. იმპერიის სისასტიკის უღელქვეშ მოქცეულ გალაქტიკაში მომავლის მცირე იმედია. მაგრამ მათთვის, ვინც მის მიღმა საქმიანობს, შემოსავლის უფრო დიდი შესაძლებლობებია.

ვეიდერის ხელით დაღუპვის წარმატებული ინსცენირებით, განდგომილი არქეოლოგი დოქტორი აფრა ბრუნდება იმისთვის, რაც ყველაზე კარგად ეხერხება: იშვიათი არტეფაქტების აღმოჩენა და მითვისება. მასთან ერთად მუშაობს ორი ლიკვიდატორი დროიდი და ჯილდოზე მონადირე ვუკი შავი კრრსანტანი, რომლებიც აფრასგან ვალის გასტუმრებას ელიან.

ძვირფასი აღმოჩენით აფრა ფრიად კმაყოფილია. არქეოლოგის სტატუსით მას შეუძლია რელიკვიის ნამდვილ ფასად გაყიდვა — მაგრამ მალე აღმოაჩენს, რომ დოქტორის სტატუსი დროებით ჩამოერთვა. უარესიც, ამაზე პასუხისმგებელი მისი საკუთარი მამაა....

მედია[]

გამოცემები[]

გარეკანების გალერეა[]

გამოჩენები[]

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები ტრანსპორტი იარაღი და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

არსებები

  • აბერსინის სიმბიოტი (მხოლოდ ხსენება)
  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (მხოლოდ ხსენება)

დროიდების მოდელები

მოვლენები

  • ორდუ ასპექტუს ბედისწერა (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
  • „ჯალათის“ გატაცება (მხოლოდ ირიბი ხსენება, შესავალში)
  • თარეში დიდ ტაძარში (პირველი გამოჩენა)

ადგილები

  • ბუთი XII (მხოლოდ ხსენება)
    • ბუთი XII-ის საცავი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
  • კოლონიები (მოგონებებიდან)
    • თრინიტიკის სისტემა (მოგონებებიდან)
      • თრინიტიკის მეორე მთვარე (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
        • უნივერსიტეტის დასახლება (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
          • აფრას ოჯახის სახლი (პირველი გამოჩენა) (მოგონებებიდან)
  • გარნი (პირველი ხსენება)
  • გარე რგოლის ტერიტორიები
    • არბიფლაქსი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
    • კოსმატანური სტეპები
      • არქეო-პრაიმი
    • გორდიანის ზღვარი
      • იავინის სისტემა
        • იავინ-პრაიმი
        • იავინ-4
          • ვეტიინი
            • მასასების ტყეები
              • დიდი ტაძარი

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი და გემები

იარაღი და ტექნოლოგია

სხვადასხვა

შეტანილია კრებულებში[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 MarvelLogo დოქტორი აფრა (2016) #1 Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. Marvel Comics-ის 2016 წლის დეკემბრის შეთავაზებებები, რესურსი: Newsarama, საიტზე www.newsarama.com (დაარქივებულია ორიგინალიდან , თარიღი May 16, 2019)
  3. დოქტორი აფრას #1#8 გამოშვებების მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლის შემდეგ (რომლითაც დაიწყო 0 იბშ, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები. გარდა ამისა, მერვე გამოშვება შედის გადკვეთილ სიუჟეტში ვარსკვლავური ომები: მყვირალი ციტადელი, რომელიც ქრონოლოგიურად წინ უსწრებს მონ-კალას ბუნტს. ვარსკვლავური ომები: ბრძოლები, რომლებმაც შეცვალეს გალაქტიკა უთითებს, რომ ბუნტი მონ-კალაზე მოხდა გალაქტიკური იმპერიის ჩამოყალიბებიდან 19 წლის შემდეგ, როგორც უთითებს ქრონოლოგიები. ამრიგად, კომიქსში დოქტორი აფრა 2 მოვლენათა განვითარების დროა 0 იბშ.

გარე ბმულები[]


Advertisement