FANDOM


Premium-Eras-canon
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოქტორი აფრა 1.

დოქტორი აფრა 1 არის პირველი გამოშვება 2020 წელს დაწყებულ კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: დოქტორი აფრა, ამავე სახელწოდების სერიის გაგრძელებაში. ტექსტის ავტორია ალისა ვონგი, ხოლო მხატვარი — მარიკა კრესტა.

კომიქსის გამოცემა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2020 წლის 1 აპრილისთვის[3], თუცა COVID-19-ის პანდემიის გამო Marvel Comics-ის ყველა გამოცემა, დანიშნული 1 აპრილისთვის, გაუქმდა.[4] კომიქსი ციფრულად გამოიცა 2020 წლის 4 მაისს, ვარსკვლავური ომების დღის აღსანიშნავად.

შეჯამება გამომცემლობისგან

ახალი ეკიპაჟი, ახალი მისია! მას შემდეგ, რაც აჯანყებულთა ალიანსი კვლავ გაიქცა ჰოთის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ, დამნაშავეებისთვის, არამზადებისთვის და მოხეტიალე გაიძვერა არქეოლოგებისთვის ამაზე უფრო სახიფათო დრო არასოდეს ყოფილა. მაგრამ მთელი რიგი წარუმატებლობების და რის ვაი-ვაგლახით გაქცევების შემდეგ დოქტორი აფრა საქმეს დაუბრუნდა! იგი თავშეკავებულია — სამუშაო ადგილი ცოტაა, ხოლო კრედიტები — სულ უფრო ნაკლები. მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოგება ზედმეტად დიდი შანსია, რათა მან იგი ხელიდან გაუშვას. და იმისთვის, რომ იპოვოს ვაალის წყეული ბეჭდები, აფრას დასჭირდება რაზმი, შემდგარი განძის მაძიებლებისგან, რომელთა მსგავსი გალაქტიკას ჯერ არ უნახავს! მაგრამ რონენ ტეგი, ტეგების ძლევამოსილი ოჯახის მემკვიდრე, ასევე ეძებს ამ განძს. აქვთ აფრას და მის გუნდს იღბალის და დიდების მოპოვების შანსი?

სიუჟეტის შეჯამება

იღბალი და ბედი
ნაწილი I
ვაალის ბეჭდები
აჯანყებულთა გმირული ალიანსი მიმოფანტულია და იმპერიას ჰოთის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ გაურბის.

შურისძიებით სავსე დართ ვეიდერისგან გაქცევისა და წარსულთან ყველა კავშირის გაწყვეტის შემდეგ გაიძვერა არქეოლოგი დოქტორი ჩელი აფრა ბრუნდება გალაქტიკის ყველაზე იშვიათი და ძვირფასი განძის საძიებლად.

აფრას გამჭრიახობით და ცვალებადი მორალური კომპასით (და ახალი, მაღალკვალიფიცირებული რაზმით) შემდეგ დიდი მონაგები არც თუ შორსაა. მაგრამ გალაქტიკის ბნელ კუთხეებში ისეთი საიდუმლოებები დამალულა, რომელთა ამოხსნა დოქტორი აფრასთვისაც რთულია…

მედია

გამოცემები

გარეკანების გალერეა

გამოჩენები

[დამალვა/ჩვენება]
ტიპის მიხედვით
 
პერსონაჟები არსებები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი არსებები ტრანსპორტი იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

არსებები

დროიდების მოდელები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

ტრანსპორტი

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა


ბიბლიოგრაფია

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 1.2 MarvelLogo 'ვარსკვლავური ომები: დოქტორი აფრა' #1 4 მაისის აღსანიშნავად სპეციალურად გამოიცემა ციფრული კომიქსის სახით Marvel Comics-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
  2. გამოშვებაში მოთხრობილი მოვლენების განვითარება მიმდინარეობს ჰოთის ბრძოლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. აღნიშნული ბრძოლა, როგორც ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, მოხდა იავინის ბრძოლიდან 3 წლის შემდეგ. ამრიგად, დროის იგივე მონაკვეთს განეკუთვნება სიუჟეტი გამოშვებიდან დოქტორი აფრა 1.
  3. MARVEL COMICS April 2020 Solicitations. Newsarama.com (2020-01-23). არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: თებერვალი 20, 2020.
  4. MARVEL ამ კვირას დაბეჭდილ ან ციფრულ გამოშვებებს არ გამოსცემს, თუმცა მომავალში გადაწყვეტილება, შესაძლოა, შეიცვალოს. Newsarama.com (2020-03-31). არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: მარტი 31, 2020.


დოქტორი აფრა (2020—)
1 · 2 · 3 · 4
რბილყდიანი კრებულები 1
რედ.
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.