დროიდების სეპარატისტული ჯარი, იგივე სეპარატისტული ჯარი, დროიდების ჯარი ან დროიდების ჯარები, ეწოდებოდა სახმელეთო სამხედრო ძალას, რომელიც ეკუთვნოდა დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციას კლონების ომების პერიოდში და წარმოადგენდა კონფედერაციის შეიარაღებული ძალების ნაწილს. იგი ძირითადად დაკომპლექტებული იყო ბაკტოიდის საბრძოლო ავტომატების მიერ შექმნილი ტექნოლოგიებით, ხოლო მეთაური იყო კალიში კიბორგი გენერალი გრივუსი. გრაფ დუკუს, კონფედერაციის სახელმწიფო მეთაურის თქმით, იავინის ბრძოლამდე 22 წელს დროიდების ჯარი რიცხოვრივად აღემატებოდა რესპუბლიკის კლონების ჯარს, ასით ერთის წინააღმდეგ. გარდა დროიდების ასეთი რაოდენობისა, სეპარატისტები დამატებით დროიდებს აწარმოებდნენ ომის მსვლელობისას — ნათელი მაგალითია 21 წელი იავინის ბრძოლამდე, ოდესაც მათ გალაქტიკათშორის საბანკო კლანს მიმართეს თხოვნით, გამოეყო თანხა საბრძოლო დროიდების საწარმოებლად. კლონების ომის დასრულების შემდეგ, როდესაც დართ სიდიუსმა თავი გამოაცხადა გალაქტიკის იმპერატორად, მოხდა მთელი ჯარის მუშაობის შეჩერება.
გამოჩენები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
- ↑ 2.0 2.1 2.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — მშვიდობის დამცველები
- ↑ 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — კანდიდატები
- ↑ კენანი 1
- ↑ 6.0 6.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები, ფილმი
- ↑ კენანი 9
- ↑ კენანი 7
- ↑ 9.0 9.1 ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ომი ზღვის სიღრმეში
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — რაილოთის უდანაშაულონი
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ჩასაფრება
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — ფარული მტერი
- ↑ რესპუბლიკის ჯედაები: მეის უინდუ 1
- ↑ 14.0 14.1 თრონი: კავშირები
- ↑ ვარსკვლავური ომები: ფრონტის წინა ხაზებზე
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — რაილოთის გათავისუფლება
- ↑ ვარსკვლავური ომები: კლონების ომები — უვარგისი პარტია
- ↑ ერთადგილიანი საჰაერო პლატფორმა Encyclopedia-ში (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)