- „მორჩა, ანაკინ! შენზე მაღლა ვდგავარ.“
„ჩემს ძლევამოსილებას სათანადოდ ვერ აფასებ.“
„არც ეცადო!“ - ―ობი-ვან კენობის და დართ ვეიდერის საუბრიდან
დუელი მუსტაფარზე იყო დაპირისპირება, რომლის დროს ერთ დროს ანაკინ სკაიუოკერი, მოგვიანებით კი — უკვე სითი ლორდი, დართ ვეიდერი, გარე რგოლის პლანეტა მუსტაფარზე ებრძოდა ყოფილ მასწავლებელ და მეგობარ ობი-ვან კენობის პლანეტა მუსტაფარი. როდესაც დიდ ოსტატ იოდასთან ერთად ჯედაების ტაძარში ყოფნისას სკაიუოკერის დაცემის შესახებ შეიტყო, კენობი მუსტაფარზე ჩავიდა, სადაც დაცემულ ჯედაისთან შეთანხმების მიღწევას სცადა, არ სწამდა რა, რომ ოსტატი სითი დართ სიდიუსი, რომელიც სინამდვილეში იმპერატორი პალპატინი იყო, დაეუფლა სკაიუოკერის გონებას. თუმცა, ვეიდერს მათი ძველი მეგობრობა აღარ აღელვებდა და მან მალევე განაცხადა, რომ კენობი მისი მტერი იყო. აღმართეს რა მახვილები, ისინი შეჯახებისას მოხვდნენ კლეგერის სამთამადნო კომპლექსში, სადაც ვეიდერმა მანამდე მოკლა სეპარატისტული საბჭოს, დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს წევრები.
ბრძოლა გაგრძელდა დიდ ნაგებობებზე, რომლებსაც მუსტაფარის სასიკვდილო ლავა ანადგურებდა. კენობი და ვეიდერი მალე აღმოჩნდნენ ერთგვარ მახეში ნაგებობის რიგზე, რომელიც ლავამ ძირითად ნაწილს მოწყვიტა და ცხელ დინებაში მოაქცია. კენობიმ ჩახტა ლავის კარჭაპში, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა. ვეიდერი დაედევნა კენობის და, დროიდ DLC-13-ზე ამხტარმა, კენობისთან ბრძოლა განაგრძო. კენობიმ მოასწრო დიდ ფერდობზე გადახტომა. ანაკინს მან უთხრა, რომ ბრძოლა დასრულდა, ვინაიდან იგი უფრო მაღლა იდგა. სითმა ლორდმა, ქედმაღლობის გამო, კენობის უკანასკნელი დარტყმა ვერ მოიგერია. როდესაც იგი ჰაერში ახტა, ობი-ვანმა მოჰკვეთა კიდურები. ვეიდერი დაგორდა ფერდობზე და დუელი დასრულდა.
კენობიმ, რომელიც მეგობრის გარდაქმნის გამო შეიპყრო ზიზღმა და სინდისის ქენჯნამ, შესძახა, რომ სწამდა, რომ დაცემული ჯედაი იყო რჩეული და მას უნდა გაენადგურებინა სითები და არა მათ რიგებში გაერთიანებულიყო. დაკარგა რა ყოფილ მეგობართან რამე კავშირი, ვეიდერი იწვოდა ლავის მიერ გაჩენილ ალში. კენობიმ მუსტაფარი დატოვა, დაცემული შეგირდის სინათლის მახვილი კი თან წაიღო. მოგვიანებით ვეიდერი იპოვა ახალმა მასწავლებელმა, დართ სიდიუსმა. თითქმის განადგურებული მოწაფე მან გადაიყვანა გალაქტიკის დედაქალაქ კორუსანტში, უკვე — იმპერიულ ცენტრში, სადაც ვეიდერი დაფარეს ჯავშანით — რომელსაც შემდგომში მთელი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში ატარებდა.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სითების შურისძიება
- უილიამ შექსპირის „სითების შურისძიების ტრაგედია“: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები — კრიზისი კორუსანტზე (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: სპეციალური სადღესასწაულო გამოშვება
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 1.13 1.14 1.15 1.16 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ სენატორული დაპატიმრებების (როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: აჯანყებულთა დოკუმენტები) მოვლენები ვითარდება ახალი წესრიგის გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ. ლოთალის ალყაში ირკვევა, რომ ლუკ სკაიუოკერი და ლეია ორგანა დაიბადნენ წესრიგის გამოცხადებიდან ორი დღის შემდეგ. ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება ჩანს, რომ ისინი პოლის-მასაზე დაიბადნენ უკვე მას შემდეგ, რაც მოხდა დუელი მუსტაფარზე. ეს ნიშნავს, რომ სენატორული დაპატიმრებები მოხდა მუსტაფარზე შეტაკებამდე, ისევე, როგორც დუელი გალაქტიკურ სენატში, ვინაიდან ისინი ერთსა და იმავე დროს ვითარდება.
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ტვინის დამპყრობლები ასახავს მოვლენებს, რომელთა განვითარების დროა 21 იბ. ვინაიდან ჯეონოსისის მეორე ოკუპაცია იწყება ეპიზოდში ტვინის დამპყრობლები, ვასკვნით, რომ მისი დაწყების თარიღია 21 იბ, ხოლო კატალიზატორი: განდგომილი ერთი: რომანი განსაზღვრავს, რომ გალაქტიკურმა იმპერიამ ოკუპაცია წამოიწყო კლონების ომების დასრულების შემდეგ. აჯანყების განთიადი აღნიშნავს, რომ იმპერია ჯეონოსისზე კვლავ უმყოფებოდა ჯეონოსისის სტერილიზაციამდე, რომლის თარიღია 9 იბ, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები. ვინაიდან ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება მიგვითითებს, რომ დუელი მუსტაფარზე მოხდა იმპერიული ეპოქის პირველ დღეს, ვასკვნით, რომ იგი ოკუპაციის პარალელურად მიმდინარეობდა.
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი