ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 

სტატიის სათაური სავარაუდოა

მიუხედავად იმისა, რომ სტატია ეფუძნება კანონიკურ ინფორმაციას, სათაური სავარაუდოა.

"რესპუბლიკის გალაქტიკური სენატის სახელით, თქვენ დაპატიმრებული ხართ, კანცლერო."
―მეის უინდუ მიმართავს კანცლერ პალპატინს[1]

კლონების ომების მიწურულს და მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი ფარულად დართ სიდიუსი, სითების ბნელი ლორდი იყო, მეის უინდუს და ჯედაების საბჭოს წევრებს და სიდიუსს შორის უკანასკნელის კაბინეტში, კორუსანტზე, მოხდა დუელი სინათლის მახვილებით. სიდიუსმა მალევე მოკლა ოსტატი ჯედაები ეგენ კოლარი, სეისი ტიინი და კიტ ფისტო, მაგრამ უინდუსთან დაპირისპირება უფრო ხანგრძლივი იყო. მათი ბრძოლა გაგრძელდა მანამ, სანამ უინდუ სით ლორდს ძირს დასცემდა.

უინდუ მტერს ერთ ადგილზე სინათლის მახვილით აკავებდა, რა დროსაც კაბინეტში გამოჩნდა რაინდი ჯედაი ანაკინ სკაიუოკერი. მართალია, მას უინდუსგან მიღებული ჰქონდა მითითება, ჯედაების ტაძრიდან არსად გასულიყო, კანცლერის კაბინეტისკენ მაინც გაეშურა, ვინაიდან ფიქრობდა, რომ ძალის ბნელი მხარით ცოლის, პადმე ამიდალას, მშობიარობისას გადარჩენას შეძლებდა. უინდუმ პალპატინი და სითები დამარცხებულებად გამოაცხადა, რაზეც პასუხად სიდიუსმა მისი მიმართულებით ძალის ელვის ნაკადი გაუშვა. უინდუმ შეძლო მისგან თავის დაცვა და ელვა, არეკლილი, კვლავ სიდიუსის სხეულს დაუბრუნდა, რამაც სითი ლორდის გარეგნობა სრულიად შეცვალა.[1]

ანაკინმა სცადა, დაერწმუნებინა უინდუ სითი ლორდის დაპატიმრების აუცილებლობაში (როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი), მაგრამ უინდუ მიხვდა, რომ სენატიც და სასამართლო სისტემაც სიდიუსის ხელში იყო და იგი მართლმსაჯულებას თავს ნებისმიერ შემთხვევაში აარიდებდა. თქვა რა, რომ პალპატინის ცოცხლად დატოვება სახიფათო იყო, უინდუმ მისი მოკვლა დააპირა, თუმცა, სკაიუოკერის თქმით, ეს არასწორი და ჯედაებისთვის მიუღებელი იქნებოდა. მან განაცხადა, რომ სიდიუსი სჭირდებოდა და, როდესაც უინდუმ მახვილი აღმართა, ანაკინმა მას თავად დაარტყა და მოჰკვეთა ხელი, რომლითაც სინათლის მახვილი ეკავა, რამაც სიდიუსს საშუალება მისცა, ოსტატი ჯედაი დაემარცხებინა და საბოლოოდ მოეკლა.

ამ შეტაკების შემდეგ ანაკინმა პალპატინს ერთგულება აღუთქვა და გახდა სითი ლორდი დართ ვეიდერი. ჯედაების მიერ მოკვლის მცდელობის გამო პალპატინმა უფრო მარტივად განახორციელა გალაქტიკის დაპყრობის გეგმა. ჯედაებს მან მოღალატეები უწოდა. რესპუბლიკის დიადმა არმიამ მისგან მიიღო ბრძანება 66, რომლის შედეგად განადგურდა ჯედაების ორდენი. მოგვიანებით მან საკუთარ თავს გალაქტიკური იმპერატორი უწოდა გალაქტიკური რესპუბლიკა გალაქტიკურ იმპერიად აქცია, რომლის მმართველობამ გალაქტიკაში ორ ათწლეულზე მეტი მოიცვა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

ჯედაების დიდი წმენდა
გალაქტიკური ქრონოლოგია

წინა
კლონების ომები

ამავე დროს მიმდინარე
სო გერერას პარტიზანების კამპანიები · ადრეული აჯანყება გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ · გალაქტიკური სამოქალაქო ომი · აჯანყება რაილოთზე

შემდეგი

ჯედაების დიდი წმენდის ბრძოლები
19 იბ კორუსანტი (I) · მაიგიტო · "ტრიბუნალი" · ზეფო (I) · "გულადი ალბედო" · ფელუცია · კაშიიიკი · კეიტო-ნეიმოიდია · კალერი (I) · ფრონგი · კორუსანტი (II) · კორუსანტი (III) · მთის ციხესიმაგრე · კელებ დიუმი (კორუსანტი (IV) · კალერი (I))
მუსტაფარი (I) · კორუსანტი (IV) · ალ'დოლიმი · კორუსანტი (VI)
18 იბ მონ-კალა (I) · მონ-კალა (II) · კელებ დიუმი (კალერ (II)) · რაადა
14 იბ ით კოთი · ჯედაების ორდენის აღდგენის საიდუმლო მისია (ბრაკა · ბოგანო (I) · ზეფო (II) · კაშიიიკი · ზეფო (III) · დათომირი · ილუმი · ბოგანო (II) · ნური (I))
9 იბ გარელი · ტატუინი · ობი-ვან კენობი (დაიიუ · მაპუზოზე · ნური (IIა) · ჯაბიიმი (ა) · ვერანი მთვარე)
დამალული ბილიკი (ნური (IIბ) · ჯაბიიმი (ბ)) · "მსუსხავი ჩოქელას" გუნდის ლაშქრობა იმპერიის წინააღმდეგ (კორუსანტი (VII) · ჯედა (I) · კობო · ჯედა · ნოვა-გარონი)
5 იბ სტიჯენ-პრაიმი · ვინდალი
4 იბ PM-1203 · ლოთალი (I) · მუსტაფარი (II) · ლოთალი (II) · რესპუბლიკის სამედიცინო სადგური
3 იბ ტაკობო · ბილზენი · უსალონი · მალაქორი
უცნობი თარიღი ფერმის სოფელი · ფირანა · მერქანა
დაკავშირებული თემები და სტატიები
ბრძანება 66 · ჯედაი · სითი · გალაქტიკური იმპერია · ინკვიზიტორიუსი · დამალული ბილიკი
[წყარო]