დუკუ, ძალისადმი მგრძნობიარე, იყო სითი ლორდი, რომელიც კლონთა ომების პერიოდში დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციას სახელმწიფოს მეთაურის სახით მეთაურობდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს თავად ოსტატი ჯედაი იყო, ჯედაების საბჭოს და გალაქტიკურ რესპუბლიკას განუდგა, მთავრობაში არსებული კორუფციის გამო.
უარყო რა ძალის ნათელი მხარე, რომლის ერთგული იყო როგორც ჯედაი, დუკუ გადავიდა ბნელ მხარეს და გახდა დართ სიდიუსის სითი შეგირდი, აირჩია სახელი დართ ტირანუსი და დაიბრუნა სერენოს გრაფის წოდებაც. ოსტატ სითთან ერთად, რომელიც ამავე დროს იყო უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი, დუკუმ განიზრახა რესპუბლიკის და ჯედაების დამხობა, რათა სითებს დაებრუნებინათ უწინდელი ძალაუფლება. იგი ხელმძღვანელობდა სეპარატისტულ მოძრაობას, რომელიც შემდგომში დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციად ჩამოყალიბდა. გარდა სხვა სისტემების სეპარატისტულ მოძრაობაში შემოერთებისა, დუკუ მონაწილეობდა კლონ ჯარისკაცთა შექმნაში — სწორედ მან გადასცა კამინოელებს ნიმუში კლონებისთვის, ჯენგო ფეტი. მანვე, სიდიუსთან ერთად, შეცვალა სამართავი ბარათის პროგრამა, კლონების 66-ე პროტოკოლით. დუკუს და სიდიუსის მაქინაციების შედეგად გალაქტიკაში იავინის ბრძოლამდე 22 წლით ადრე დაიწყო კლონთა ომები.
დუკუ ომის დროს მეთაურობდა კონფედერაციის საბრძოლო დროიდების ჯარს, დაუპირისპირა რა ვარსკვლავური სისტემები რესპუბლიკას მთელი რიგი პოლიტიკური მაქინაციების და სამხედრო ძალების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ემორჩილებოდა სითების ორის წესს, ჰყავდა მთელი რიგი შეგირდები, იმედი ჰქონდა რა, რომ ერთ დღეს საკუთარ მასწავლებელზე უფრო ძლიერი გახდებოდა. თავდაპირველად გაწვრთნა ასაჟ ვენტრესი, მოგვიანებით კი, როდესაც სიდიუსმა უკანასკნელის თავიდან მოშორება უბრძანა, მოამზადა სავაჟ ოპრესი. თუმცა, სწავლების პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა, ვინაიდან ვენტრესმა ოპრესი გამოიყენა ყოფილ მასწავლებელზე შურისძიებისთვის. ომის მიწურულს დუკუმ აიყვანა მესამე შეგირდი, კუინლან ვოსი და უკვე მასთან ერთად აპირებდა სიდიუსის დამხობას. თუმცა, ასაჟ ვენტრესის ძალისხმევით, ვოსი ძალის ნათელ მხარეს დაბრუნდა.
ომების უკანასკნელ პერიოდში მოხდა კორუსანტის ბრძოლა. ენეკინ სკაიუოკერთან სინათლის მახვილებით შერკინებისას დუკუ დამარცხდა. ენეკინმა მას თავი მოჰკვეთა, პალპატინის მითითებით. სიდიუსის შეგირდის სახით გრაფი ჩაანაცვლა თავად სკაიუოკერმა, რომელიც მოექცა ძალის ბნელ მხარეს და გახდა დართ ვეიდერი. მიუხედავად დუკუს აღსასრულისა, წვლილმა, რომელიც მან შეიტანა რესპუბლიკის განადგურებაში, შედეგი გამოიღო. მოხდა ჯედაების დიდი წმენდა, ხოლო გალაქტიკური იმპერია აღზევდა.
გამოჩენები[edit | edit source]
არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – გაქცევა ენდორიდან (მოგონებებიდან)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – კრიზისი კორუსანტზე (მოგონებებიდან)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – გამბიტი ჯეონოსისზე (მხოლოდ ხსენება)
- LEGO Star Wars: The Force Awakens
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ 1.0 1.1
გრაფი დუკუ Encyclopedia-ში (ბმული ამჟამად არ მოქმედებს; შენახული ვერსია)
- ↑ 2.0 2.1 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
- ↑ 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑ 4.0 4.1
გრაფი დუკუ Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ Star Wars Journeys: Beginnings
- ↑ 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 6.8 6.9 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – ხოცვა
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – ბედისწერა
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 დუკუ: დაკარგული ჯედაი
- ↑ 10.0 10.1 მასწავლებელი და შეგირდი
- ↑ ვარსკვლავური ომების პროპაგანდა: გალაქტიკის დამაჯერებელი ხელოვნების ისტორია
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – სიბნელით დაფარული
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – ნისლის ალქაჯები
- ↑ ბნელი მიმდევარი