ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

Template:Eras

გაფრთხილება: ამ ინფოდაფის შემდეგი პარამეტრები უცნობია: era


დუკუ, ძალისადმი მგრძნობიარე, იყო სითი ლორდი, რომელიც კლონთა ომების პერიოდში დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციასახელმწიფოს მეთაურის სახით მეთაურობდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს თავად მაგისტრი ჯედაი იყო, ჯედაების საბჭოს და გალაქტიკურ რესპუბლიკას განუდგა, მთავრობაში არსებული კორუფციის გამო.

უარყო რა ძალის ნათელი მხარე, რომლის ერთგული იყო როგორც ჯედაი, დუკუ გადავიდა ბნელ მხარეს და გახდა დართ სიდიუსისითი შეგირდი, აირჩია სახელი დართ ტირანუსი და დაიბრუნა სერენოგრაფის წოდებაც. მაგისტრ სითთან ერთად, რომელიც ამავე დროს იყო უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი, დუკუმ განიზრახა რესპუბლიკის და ჯედაების დამხობა, რათა სითებს დაებრუნებინათ უწინდელი ძალაუფლება. იგი ხელმძღვანელობდა სეპარატისტულ მოძრაობას, რომელიც შემდგომში დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციად ჩამოყალიბდა. გარდა სხვა სისტემების სეპარატისტულ მოძრაობაში შემოერთებისა, დუკუ მონაწილეობდა კლონ ჯარისკაცთა შექმნაში — სწორედ მან გადასცა კამინოელებს ნიმუში კლონებისთვის, ჯანგო ფეტი. მანვე, სიდიუსთან ერთად, შეცვალა მმართავი ჩიპის პროგრამა, კლონების 66-ე პროტოკოლით. დუკუს და სიდიუსის მაქინაციების შედეგად გალაქტიკაში იავინის ბრძოლამდე 22 წლით ადრე დაიწყო კლონთა ომები.

დუკუ ომის დროს მეთაურობდა კონფედერაციის საბრძოლო დროიდების არმიას, დაუპირისპირა რა ვარსკვლავური სისტემები რესპუბლიკას მთელი რიგი პოლიტიკური მაქინაციების და სამხედრო ძალების მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ემორჩილებოდა სითების ორის წესს, ჰყავდა მთელი რიგი შეგირდები, იმედი ჰქონდა რა, რომ ერთ დღეს საკუთარ მასწავლებელზე უფრო ძლიერი გახდებოდა. თავდაპირველად გაწვრთნა ასაჟ ვენტრესი, მოგვიანებით კი, როდესაც სიდიუსმა უკანასკნელის თავიდან მოშორება უბრძანა, მოამზადა სავაჟ ოპრესი. თუმცა, სწავლების პერიოდი ხანმოკლე აღმოჩნდა, ვინაიდან ვენტრესმა ოპრესი გამოიყენა ყოფილ მასწავლებელზე შურისძიებისთვის. ომის მიწურულს დუკუმ აიყვანა მესამე შეგირდი, ქუინლან ვოსი და უკვე მასთან ერთად აპირებდა სიდიუსის დამხობას. თუმცა, ასაჟ ვენტრესის ძალისხმევით, ვოსი ძალის ნათელ მხარეს დაბრუნდა.

ომების უკანასკნელ პერიოდში მოხდა კორუსანტის ბრძოლა. ანაკინ სკაიუოკერთან სინათლის მახვილებით შერკინებისას დუკუ დამარცხდა და თავმოკვეთილ იქნა პალპატინის ბრძანებით. იგი სიდიუსის შეგირდის სახით ჩაანაცვლა თავად სკაიუოკერმა, რომელიც მოექცა ძალის ბნელ მხარეს და გახდა დართ ვეიდერი. მიუხედავად დუკუს აღსასრულისა, წვლილმა, რომელიც მან შეიტანა რესპუბლიკის განადგურებაში, შედეგი გამოიღო. მოხდა ჯედაების წმენდა, ხოლო გალაქტიკური იმპერია აღზევდა.

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.0 1.1 StarWars გრაფი დუკუ Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  2. 2.0 2.1 2.2 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  3. 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. 4.0 4.1 StarWars-DatabankII გრაფი დუკუ Databank-ში (არქივის ბმული)
  5. Star Wars Journeys: Beginnings
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 6.6 6.7 6.8 6.9 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
  7. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიხოცვა
  8. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიბედისწერა
  9. ვარსკვლავური ომების პროპაგანდა: გალაქტიკის დამაჯერებელი ხელოვნების ისტორია
  10. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  11. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებისიბნელით დაფარული
  12. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებინისლის ალქაჯები
  13. ბნელი მიმდევარი

კატეგორია:დუკუს სახლი კატეგორია:დაცემული ჯედაები კატეგორია:ადამიანები კატეგორია:მაგისტრი ჯედაები კატეგორია:დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაციის მეთაურები კატეგორია:სითი ლორდები

Advertisement