ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

დუროსები წარმოადგენდნენ ჰუმანოიდურ რასა[6] პლანეტა დუროდან,[4] რომელიც მდებარეობდა[7] დუროს სექტორში, გალაქტიკის ცენტრალურ სამყაროებში.[4] გამოირჩეოდნენ ნაზი ლურჯი-მწვანე შეფერილობის კანით, წითელი თვალებით, უტუჩო პირებით და გრძელი უცხვირო სახეებით[6]. ჰქონდათ მწვანე ფერის სისხლი.[8] კლონების ომების დროს კედ ბეინი იყო მამრობითი სქესის ცნობილი ჯილდოზე მონადირე დუროსი. რასის წარმომადგენლები იყვნენ მათ რიგებში, ვინც პირველად შეიმუშავა ჰიპერძრავაზე დაფუძნებული ხომალდები, ცხოვრობდნენ მთელ გალაქტიკაში და უყვარდათ მოგზაურობა.

გალაქტიკური იმპერიის დაარსების შემდეგ დურო იქცა ცენტრალური სამყაროების ერთ-ერთ პირველ პლანეტად, რომელიც იმპერიის მართვის ქვეშ მოექცა. მრავალი დუროსი დევნილად იქცა და შეუერთდა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის რიგებს.

დუროს დაკარგული მეფის ხელი მუმიფიცირებული იყო. წლების შემდეგ იგი ინახებოდა დრაიდენ ვოსიარტეფაქტების კოლექციაში, დამნაშავის პირად იახტაზე, პირველ ნათებაზე.[9]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement