- „აბა, აბა, არ გვინდა მუქარები. ეს ხომ ჩვენი საერთო პრობლემაა.“
- ―ედმონ რემპარტი ციხიდან გაქცევის შემდეგ მიმართავს უვარგის პარტიას
ედმონ რემპარტი იყო მამაკაცი, გალაქტიკური იმპერიის ვიცეადმირალი გალაქტიკური რესპუბლიკის დაცემის შემდეგ. ამ ახალი მოვალეობის შესრულებისას იგი ხელმძღვანელობდა ჯაჭვური კოდების დანერგვა, ისევე, როგორც იმპერიული არმიისთვის პროექტ „საომარი მანტიის“ ფარგლებში ჯარისკაცების გაწვევას. სწამდა რა, რომ ახალბედების ერთგულება იმპერიისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე რესპუბლიკის კლონი სამხედროების მონაწილეობა, იგი დარწმუნებული იყო ამ პროექტის მომავალში.
კამინოს ქალაქ ტიპოკაში ედმონმა გუბერნატორ უილჰაფ ტარკინს წარუდგინა იმპერიის პირველი ელიტური რაზმი, რომელშიც შედიოდნენ საუკეთესო ჯარისკაცები. მისი მეთაურის რანგში მსახურობდა კლონი სამხედრო მიზანა. პირველი მისიის შემდეგ ტარკინმა შედეგები მოიწონა და პროექტი რემპარტს ბოლომდე ანდო. მისი ბრძანებით რემპარტი ხელმძღვანელობდა ქალაქ ტიპოკას განადგურებას და კამინოს კლონირების ტექნოლოგიების იმპერიის განკარგულებაში გადაცემას.
კორუსანტზე დაბრუნების შემდეგ რემპარტმა შეადგინა იმპერიული თავდაცვის გაწვევის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა კლონი სამხედროების არაკლონი სამხედროებით ჩანაცვლებას. მოგვიანებით, დიდი ვეზირის, მას ამედას განკარგულებით, რემპარტი დააპატიმრეს, მას შემდეგ, რაც იმპერიულმა სენატმა კამინოზე მისი ქმედებები გამოიძია. იგი თავს იმართლებდა, თითქოს მხოლოდ ბრძანებებს ასრულებდა, თუმცა, ის დასაჯეს და პლანეტა ერებუსზე, იმპერიულ შრომით ბანაკში, ადგილობრივ მაღაროებში გააგზავნეს. მოგვიანებით ის იპოვა უვარგისმა პარტიამ, რომელიც ეძებდა ინფორმაციას ტანტისის ბაზაზე. გუნდმა მასთან ერთად მოგვიანებით იპოვა კომპლექსი და უეილენდზე ჩავიდა, მაგრმა ყოფილი იმპერიელი მალე ყოფილმა თანაგუნდელებმა დაიჭირეს. მოგვიანებით მან კვლავ შეძლო გაქცევა და სცადა, მოეპოვებინა ინფორმაცია პროექტ „ნეკრომანტის“ შესახებ, მაგრამ იგი ნალა სემ მოკლა.
გამოჩენები[]
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — გაქცეულნი (პირველი გამოჩენა) (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — შემცვლელები
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ჩიხში (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — გაერთიანება
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ეშმაკთან გარიგება
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — გადარჩენა რაილოთზე
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — საომარი მანტია
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — დაბრუნება კამინოზე
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — დაკარგული კამინო
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ტრაგედიები
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — მარტოხელა კლონი
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — კლონების შეთქმულება
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ჭეშმარიტება და შედეგები
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ჯაგერნაუტი
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ღრიჭოსკენ
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — სწრაფი შეტევა
- ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — დახმარება მოვიდა
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ როგორც ვასკვნით აქედან, უვარგისი პარტიის მეორე სეზონის მოვლენათა განვითარების დროა 18 იბ. ომეგა მესამე სეზონის ეპიზოდში პატიმრობაში კედელზე ტოვებს ნიშნებს, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ მისი დაჭერიდან (ეპიზოდში გეგმა 99) გავიდა სულ მცირე, 21 სტანდარტული დღე. როგორც უთითებს პატიმრობაში, ფაქტების ცნობარი | ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია StarWars.com-ზე (არქივის ბმული), ომეგა ეპიზოდის პატიმრობაში განმავლობაში 164 დღის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ მესამე სეზონის მოვლენათა განვითარების დრო არის დაახლოებით 18 იბ.
- ↑ ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — დახმარება მოვიდა
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — გაქცეულნი
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — შემცვლელები
- ↑ ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — დაბრუნება კამინოზე
- ↑ 6.0 6.1 ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — ჯაგერნაუტი