ევოკები უერთდებიან ბრძოლას არის საბავშვო წიგნი, გამოცემული Random House-ის მიერ. იგი მოგვიანებით გამოიცა ამავე სახელწოდების წიგნის სახით, ფორმატში Book-and-record, მაგრამ განსხვავებული თხრობით.
წიგნში არის ადაპტირებული ჯედაის დაბრუნების მოვლენები, ევოკების თვალთახედვით. აგრეთვე შეტანილია C-3PO-ს მიერ მოთხრობილი ამბები, რომლებიც წინ უსწრებენ ევოკებთან შეხვედრას.
უწყვეტობა[edit | edit source]
ლუკ სკაიუოკერის თავგადასავალი სიკვდილის ვარსკვლავ II-ზე ნახსენებია, მაგრამ არ არის დეტალურად აღწერილი. როდესაც ევოკები გამარჯვებას აღნიშნავენ, იგი ესაუბრება ლეიას, რომელიც ეუბნება დართ ვეიდერის შესახებ: "მისი გადარჩენა სცადე". ლუკის პასუხია: "ვცადე, მაგრამ მისთვის უკვე გვიანი იყო".[1] ეს ეწინააღმდეგება ფილმში ასახულს, ვინაიდან იქ ლუკი ვეიდერს ასე მიმართავს: "უნდა გადაგარჩინო", რაზეც მამა მიუგებს: "უკვე გადამარჩინე, ლუკ. ჩემ შესახებ მართალი ყოფილხარ. გადაეცი შენს დას, რომ მართალი იყავი"[2]
გამოცემა[edit | edit source]
- ISBN 0394958586; 12 ივნისი, 1983, Random House, School/Library binding
- ISBN 0394858581; 1983, Random House, 32 გვერდიანი რბილყდიანი გამოცემა
ბმულები[edit | edit source]
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ ევოკები უერთდებიან ბრძოლას
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება