ევონ სანვეილი, მანამდე ცნობილი როგორც ევონ სტაროსი[4], იყო ქალი, გალაქტიკური რესპუბლიკის სენატორ გირა სტაროსის ქალიშვილი და სტაროსების კლანის წევრი. აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში მცხოვრები ევონი იყო დამწყები და იმედისმომცემი გამომგონებელი. დიდი ჰიპერსივრცული კატასტროფისას მისი და პროტოკოლური დროიდ J-6-ს ზედამხედველი იყო რაინდი ჯედაი ვერნესტრა რო. ერთად ისინი მიემართებოდნენ კოსმოსური სადგურის, შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვების ცერემონიაზე. თუმცა, როდესაც კრეისერზე ყუმბარები ამოქმედდა, ევონი, დროიდი, რო, პადავანი იმრი კანტაროსი და ონესტი ვეფტი გაიქცნენ მაქოს მეშვეობით და აღმოჩნდნენ ვივოზე, ახლოს მდებარე ჯუნგლებიან მთვარეზე.[2]
მას შემდეგ, რაც ნიჰილები თავს დაესხნენ[6], ევონმა მიხვდა, რომ გალაქტიკა ისეთები არსებობდნენ, ვინც მის გამოგონებებს სახიფათო მიზნებისთვის გამოიყენებდნენ, ამიტომ შეწყვიტა სხვებისთვის საკუთარი ცოდნის გაზიარება. მან შექნა მონაცემების კუბი, რომელშიც მოათავსა მთელი ცოდნა ბროლების თეორიის შესახებ, ისევე, როგორც გზავნილი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ეს თეორია მას, ვინც ნივთს მიაგნებდა. კუბი მან საგვარეულო საცავში შეინახა. მონაცემების კუბის დაცვა ევონმა გააძლიერა ერთგვარი პაროლით. მოგვიანებით იგი გაუჩინარდა და მისმა შთამომავლებმა არაფერი იცოდნენ მისი ბედის შესახებ — ევონის შესახებ საოჯახო არქივებში არაფერი ყოფილა აღნიშნული. კუბი იპოვა თეა სტაროსმა, რომელმაც იგი გახსნა და მიიღო წვდომა ევონის საიდუმლოებებზე. შემდგომში კუბი გალაქტიკურმა იმპერიამ მიითვისა[7]. მოგვიანებით (2 იბ—4 იბშ)[8] თეა, მისი ქალიშვილი მევერა სტაროსი და დისწულები სანა სტაროსი და არისშა ცდილობდნენ კუბის დაბრუნებას.[7]
გამოჩენები[]
- აყვავებული რესპუბლიკა: სიმამაცის გამოცდა [აგრეთვე აუდიოწიგნი] (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ნათება: დამალული საფრთხე — Star Wars Insider 203–204
- აყვავებული რესპუბლიკა: ჩრდილებიდან [აგრეთვე აუდიოწიგნი] (მხოლოდ ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა: მისია კატასტროფაში [აგრეთვე აუდიოწიგნი]
- აყვავებული რესპუბლიკა: ჩამოვარდნილი ვარსკვლავი [აგრეთვე აუდიოწიგნი] (მხოლოდ ხსენება)
- ძალა გაძლევს — აყვავებული რესპუბლიკა: ნათებისა და სიცოცხლის ისტორიები [აგრეთვე აუდიოწიგნი] (მხოლოდ ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა: წყვდიადის თვალი [აგრეთვე აუდიოწიგნი] (მხოლოდ ხსენება)
- აყვავებული რესპუბლიკა: ქარიშხლის გამოწვევა [აგრეთვე აუდიოწიგნი] (პირველად ნახსენები როგორც ევონ სანვეილი)
- აყვავებული რესპუბლიკა: ძალის ცდუნება [აგრეთვე აუდიოწიგნი]
- სანა სტაროსი 2 (მოგონებებიდან)
- სანა სტაროსი 3 (მხოლოდ ხსენება)
- სანა სტაროსი 5 (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომების წიგნი აღნიშნავს, რომ შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვების წელია 232 წელი ახალი იმედის მოვლენებამდე. ამ ფილმის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც გვითითებს გალაქტიკური ატლასის სისტემა, არის 232 იბ. ვინაიდან აყვავებული რესპუბლიკა: სიმამაცის გამოცდა აღწერს შუქურა „ვარსკვლავური ნათების“ გაშვებამდე განვითარებულ მოვლენებს, ისინი იმავე წელს ვითარდება. ნახსენებია, რომ ევონი 12 წლის არის, ამიტომ მისი დაბადების თარიღია დაახლოებით 244 იბ.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 აყვავებული რესპუბლიკა: სიმამაცის გამოცდა
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 აყვავებული რესპუბლიკა: მისია კატასტროფაში
- ↑ 4.0 4.1 აყვავებული რესპუბლიკა: ქარიშხლის გამოწვევა
- ↑ 5.0 5.1 აყვავებული რესპუბლიკა: ძალის ცდუნება
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა: მისია კატასტროფაში
- ↑ 7.0 7.1 სანა სტაროსი 2
- ↑ სერიაში ვარსკვლავური ომები: სანა სტაროსი მოვლენები ვითარდება კომიქსების დოქტორი აფრა (2020) 31 და დოქტორი აფრა (2020) 38 შუალედში. 31-ეს გამოშვება ვითარდება გადაკვეთილი ჯილდოზე მონადირეთა ომის შემდეგ, რომლის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 3 იბშ, ხოლო 38-ე გამოშვება შედის გადაკვეთილ სერიაში ბნელი დროიდები, რომელსაც მიჰყვება 2020 წლის ვარსკვლავური ომების 43-ე გამოშვება. ამასთან, ვარსკვლავური ომების 59-ე გამოშვების (რომელიც მიჰყვება 43-ე გამოშვებას) მოგონებათა სცენები ასახავს შივ პალპატინის მიერ გალაქტიკურ იმპერატორად აღმასვლიდან 22 წლის შემდეგ განვითარებულ სცენებს. ვინაიდან ქრონოლოგიებში მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ, მოგონებათა სცენების განვითარების დროა 3 იბშ და სანა სტაროსის მოვლენები დააახლოებით იმავე წელს ვითარდება.