- "…როგორც ავირჩიეთ ბრძოლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, თუ რისთვის ვიბრძვით."
- ―ეზრა ბრიჯერი
ეზრა ბრიჯერი, ძალისადმი მგრძნობიარე ადამიანი, იყო პადავანი ჯედაი, თავისუფლებისთვის მებრძოლი და გალაქტიკური იმპერიის წინააღმდეგ ადრეული ამბოხების მეთაური. იგი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 19 წელს, ეფრაიმ და მირა ბრიჯერების ოჯახში. მშობლები საჯაროდ გმობდნენ იმპერიის პოლიტიკას, რის გამოც ისინი დააპატიმრეს. ამრიგად, ჯერ კიდევ ბავშვი, ბრიჯერი პლანეტა ლოთალზე ობლად დარჩა. იგი აჩრდილის ამბოხებულთა ეკიპაჟს იავინის ბრძოლამდე 5 წლით ადრე შეუერთდა. ბიჭუნას ძალის რაობას ასწავლიდა კენან ჯარუსი. ეზრამ მალევე განავითარა უნარები. მის მიერ ლოთალის სექტორში გადაცემული გზავნილით ამბოხებულთა მრავალი ჯგუფი იყო შთაგონებული, რამაც მათი შემდგომში იმპერიის წინააღმდეგ გაერთიანებაც გამოიწვია.
იავინის ბრძოლამდე 4 წლით ადრე ბრიჯერმა შეიტყო, რომ მისი მშობლები ციხეში ამბოხების მოწყობისას მოკლეს. ეზრა მანამდეც ებრძოდა საკუთარ თავში ბნელ მხარეს და ამ შემთხვევის შემდეგ უფრო შეიცვალა. მალაქორზე მან მოიპოვა სითების ჰოლოკრონი და იმედი ჰქონდა, რომ სითებს გაანადგურებდა. იგი აგრეთვე შეხვდა ყოფილ სით ლორდ მოლს, რომელსაც სურდა, ბრიჯერი საკუთარ შეგირდად ექცია — კერძოდ, მას შემდეგ, რაც ეზრამ ბნელი მხარის გამოყენებით გახსნა ჰოლოკრონი. ამის შემდგომ ბრიჯერის ურთიერთობა ჯარუსთან დაიძაბა. თუმცა, მოგვიანებით მათ აღადგინეს კავშირი და განაგრძეს ჯედაების ფილოსოფიით აზროვნება.
ძალების მატებასთან ერთად, ბრიჯერი ამბოხებაში უფრო აქტიური გახდა. მისი დახმარებით კლონთა კაპიტან კჯ-7567-სა და სეპარატისტების ალიანსის დროიდებს შორის მშვიდობამ დაისადგურა, რითაც საბოლოოდ დასრულდა კლონთა ომები. ბრიჯერს აგრეთვე ჰქონდა უთანხმოება გრანდ-ადმირალ თროუნთან. მისი დახმარებით საბინ რენმა მანდალორელები გააერთიანა, თუმცა ეზრას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოგზაურობა უკავშირდებოდა ობი-ვან კენობის პოვნას, რომელიც, როგორც ბრიჯერს სწამდა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა სითების განადგურებაში.
იავინის ბრძოლამდე 1 წლით ადრე ეზრამ გაათავისუფლა ლოთალი იმპერიული მართვისგან. ბრძოლის მიწურულს, ის და თროუნი ჰიპერსივრცეში პერგილმა მოისროლა. ლოთალელებმა დრო იხელთეს და პლანეტაზე არსებული იმპერიული კომპლექსი გაანადგურეს. იმპერიის საბოლოო დამხობის შემდეგ რენი და ასოკა ტანო გაემგზავრნენ ბრიჯერის საძიებლად.
გამოჩენები
არაკანონიკური გამოჩენები
- Disney Infinity 3.0
- Angry Birds Star Wars II
- LEGO-ს ვარსკლავური ომები: მოკლემეტრაჟიანი ფილმი (ამბოხებულები: მოჩვენების ხსნა)
- LEGO-ს ვარსკლავური ომები: მოკლემეტრაჟიანი ფილმი (ამბოხებულები: აჩრდილის ამბავი)
- LEGO Star Wars: Tales of the Rebellion
- LEGO Star Wars: The Force Awakens (DLC)
- LEGO Star Wars: The Official Force Training Manual
- LEGO Star Wars: Free the Galaxy
- Minecraft
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები – მისია მოს-აიზლიში
შენიშვნები და სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ვიზუალური ცნობარი
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – იმპერიის დღე
- ↑ 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: პირისპირ
- ↑ იმპერიის მსახურები: ამბოხებული რიგებში
- ↑ ამბოხების დასაწყისი
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – რანგების მსხვრევა
- ↑ 8.0 8.1
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – საიდუმლო ტვირთი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ლოთალის ალყა
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – ამბოხების სახელით
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – დამცველის გაფრენა
- ↑
ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები – ბნელი მახვილის გამოცდები