ელაია კეინი, ცნობილი ნომრით TK-2755 (გალაქტიკური იმპერიის დროს) და სახელით ამნისტირებული ოფიცერი G68 (ახალი რესპუბლიკის დროს) იყო ადამიანი, ოფიცერი, რომელიც, როგორც მეკავშირე ოფიცერი, შედიოდა მოფ გიდეონის იმპერიულ ნამსხვრევში. იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 9 წელს იგი დაუკავშირდა უცნობი მიმბანელ მუშაკს, რომელმაც შეატყობინა ძალისადმი მგრძნობიარე დინ გროგუს ადგილსამყოფელის შესახებ. ამის შემდეგ კეინმა გიდეონს აცნობა, რომ შვეულმფრენ სამართებლის პირზე, რომელზეც გროგუ იმყოფებოდა, მიმაგრებული იყო სიგნალის გადამცემი.
გიდეონის მსუბუქმა კრეისერმა გადამცემით "სამართებლის პირს" პლანეტა ტაითონზე მიაგნო და გაანადგურა. კავშირგაბმულობის ოფიცერმა გიდეონს ამცნო, რომ ბნელი სამხედროები მზად იყვნენ და მოფმა ისინი გროგუს დასაჭერად გააგზავნა. ელაია გიდეონს ახლდა, როდესაც მოფი დაჭერილი ბავშვის სანახავად მივიდა. მალე მან მიიღო დოქტორ პენ პერშინგთან დაკავშირების ბრძანება.
ოფიცერმა მოგვიანებით მოფს შეატყობინა მანდალორელი დინ ჯარინის გზავნილის შესახებ. ჯარინი გიდეონს აფრთხილებდა, რომ გროგუს წასაყვანად ბრუნდებოდა. როდესაც ლამბდას კლასის მაქო T-4a-ს ტიპის მაქო 2743 გიდეონის კრეისერის მახლობლად ჰიპერსირვციდან გამოჩნდა, კეინმა მას ნაკვეთურშო შესვლის ნებართვა მისცა, თუმცა მოგვიანებით ხომალდს TIE-ებისთვის გზის დათმობა უბრძანა. მისი ბრძანება არ შეასრულეს და ოფიცერმა TIE-ებს გზის გაწმენდა მოსთხოვა. ჯარინი და სხვები მაქოდან გადმოსხდნენ და იქ მყოფები დახოცეს. როდესაც მათ ბოგაზე შეაღწიეს, კეინი დაიმალა.
გამოჩენები[]
- მანდალორელი: მეორე სეზონი: საყმაწვილო რომანი
- მანდალორელი: მეორე სეზონის გრაფიკული რომანი
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 12: ალყა" (პირველი გამოჩენა)
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 14: ტრაგედია"
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 15: მრწმენი"
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 16: გადარჩენა"- მანდალორელი: გადარჩენა
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 19: ახალმოქცეული" (პირველად ნახსენები როგორც ელაია კეინი და ამნისტირებული ოფიცერი G68)
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 21: მეკობრე"
ვარსკვლავური ომები: მანდალორელი — "თავი 23: ჯაშუშები" (პირველად ნახსენები როგორც TK-2755)
წყაროები[]
Disney-ს გალერეა: მანდალორელი — "მეორე სეზონის შექმნა"- ვარსკვლავური ომები: ბრძოლები, რომლებმაც შეცვალეს გალაქტიკა (მხოლოდ გამოსახულება)
- მანდალორელი: მხატვრობა: მეორე სეზონი
The Mandalorian | Season 3 Teaser Trailer ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
Bounty Hunting Highlights: 5 of Our Favorite Moments from The Mandalorian - "Chapter 19: The Convert" StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Mando Download: "Chapter 19: The Convert" StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
Mando Download: "Chapter 23: The Spies" StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
"ვარსკვლავური ომები: მანდალორელი: მესამე სეზონის მეგზური" — Star Wars Insider 222
Star Wars: Unlimited — Shadows of the Galaxy (ბარათი: Scanning Officer) (SWUDB დაარქივებული ვერსიის ბმული)
Moff Gideon Databank-ში (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)