ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ელდრა კეიტისი, ძალისადმი მგრძნობიარე მდედრობითი სქესის რუტიანი ტვი'ლეკი, იყო ჯედაების ორდენიპადავანი გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ პერიოდში. ნაბუზე შეჭრამდე იგი ზრექსუსის კარტელის ტყვედ იქცა. ზევ ზრექსუსი, კარტელის მეთაური, აპირებდა პადავანის ყველაზე მაღალ ფასად გაყიდვას. დართ მოლი, სითი ლორდის, დართ სიდიუსიშეგირდი, გეგმავდა კეიტისის პოვნას, რათა ჯედაისთან შეჯიბრში საკუთარი ძალა გამოეცადა.[2]

აუქციონის მსვლელობისას ჯი კრამ ყველაზე მაღალი ფასი დაასახელა, თუმცა ამ დროს მოლი და ჯილდოზე მონადირეთა რაზმი იქაურობას შეკელეშის კლასის მსუბუქი შვეულმფრენით დაესხნენ. ექსრექსუსმა შეაღწია ხომალდზე და გამოიწვია მისი დრაზკელის მთვარეზე დამხობა.[3]

ავარიას გადარჩენილმა მოლმა გატაცებული კეიტისი გაათავისუფლა, რათა იგი დახმარებოდა სხვა მონადირეებთან ბრძოლისას. ამის შემდეგ სითი და ჯედაი ერთმანეთს ებრძოდნენ. მართალია, ჯერ მხოლოდ პადავანი იყო, კეიტისმა მოლთან შეტაკებისას სიმამაცე გამოიჩინა და სითს ნასროლი მახვილით ლოდები დაამხო. მოლი გადარჩა და ტვი'ლეკი საკუთარი მახვილის ერთი მოქნევით მოკლა, იმ დროს, როდესაც კეიტისს მისთვის უნდა დაერტყა.[4] მოლი ფიქრობდა, რომ კეიტისისგან კარგი სითი დადგებოდა, თუმცა ტვი'ლეკი საკუთარი რისხვის დასაკმაყოფილებლად მოკლა.[4]

მოგვიანებით მოლი ჯედაის სახელს იყენებდა კორუსანტის ქვედა დონეებზე, რათა ძალისადმი მგრძნობიარე ქურდ ზეკ პეიროსთან შეთანხმებისთვის მიეღწია, თუმცა, საბოლოოდ, ისიც მოკლა.[5]

კადრს მიღმა[]

პერსონაჟი შეიქმნა Marvel Comics-ის სერიისთვის ვარსკვლავური ომები: დართ მოლი .

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement