- „ძალას არ სჭირდება, გამცნოს, თუ როგორ იმოქმედებს. უბრალოდ მოქმედებს.“
- ―ელზარ მენის ფილოსოფია ძალის შესახებ.
ელზარ მენი იყო მამაკაცი, ოსტატი ჯედაი აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში. გამოირჩეოდა ძალისადმი უჩვეულო მიდგომით და მისი გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯედაების ორდენის რიგების დიდი ხნის წევრი იყო, გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ რაინდი ჯედაის წოდებას ატარებდა. დიდი კატასტროფის, ჰიპერსივრცესთან დაკავშირებული მასშტაბური კატაკლიზმის პერიოდში მსახურობდა ევარ კრისთან და რესპუბლიკის თავდაცვის კოალიციის სხვა წევრებთან ერთად. ჰეტზალის სისტემაში ჩატარებული ევაკუაციის შემდეგ მენი კრისმა დიდი კატასტროფის მიზეზის დასადგენად თან წაიყვანა. შემდგომი გმირობისთვის მან საბოლოოდ მიიღო ოსტატი ჯედაის წოდება.[1]