ემილინ ჰოლდო იყო ქალი პლანეტა გატალენტიდან. ახალგაზრდობისას მუშაობდა შეგირდების ლეგისლატორების რიგებში, იმპერიულ სენატში, სადაც გაიცნო პრინცესა ლეია ორგანა. გარდა იმისა, რომ ლეიას კარგი მეგობარი გახდა, ასევე ეწინააღმდეგებოდა გალაქტიკურ იმპერიას.
იავინის ბრძოლიდან 34 წლისთვის ორგანას წინააღმდეგობაში ეკავა ვიცეადმირალის პოზიცია და იყო კრეისერ „ნინკას“ კაპიტანი. მან შეიმუშავა წინააღმდეგობის შემადგენლობის ხომალდებზე ევაკუაციის გეგმა, ხოლო თავად დარჩა მთავარ გემზე.
როდესაც პირველი ორდენის ხომალდებმა ცეცხლი გაუხსნეს წინააღმდეგობას, ჰოლდომ კრეისერი „რადუსი“ მათკენ მოაქცია და მასთან ერთად შეეხაჯა სნოუკის „სიდიადეს“. მისი ასეთი თავგანწირვით წინააღმდეგობის ტრანსპორტმა მიაღწია კრეიტამდე, სადაც მეორე დღეს გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა.
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ლეია, ალდერაანის პრინცესა
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ფილმის ძალის გამოღვიძება მოვლენები მიმდინარეობს იავინის ბრძოლიდან 34 წელს. ვინაიდან უკანასკნელი ჯედაის მოვლენები მიმდინარეობს მეშვიდე ეპიზოდის შემდეგ, უნდა ჩაითვალოს, რომ დრო კვლავ 34-ე წელია.
- ↑ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
- ↑ ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: ახალი გამოცემა
- ↑ 5.0 5.1 5.2 ბოგა — წინააღმდეგობის ეპოქა: სპეციალური გამოშვება 1
- ↑ 6.0 6.1 მეთაური სახელად ლეია
- ↑ 7.0 7.1 ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი