ემილ გრაფი იყო კარტოგრაფი. მისი პაპა იყო მაილო გრაფი, რომელმაც, თავის და ლინასთან ერთად, გალაქტიკური იმპერიის პერიოდში თავი ამოჰყო სხვადასხვა ფათერაკში. კოვაკურ მაიმუნ-ხვლიკ ნონისთან, სერია BB-ის ასტრომექანიკოსი დროიდ BB-00-თან და ჯართის დროიდ CR-8R-თან ერთად იგი მოგზაურობდა ველურ სივრცეში იმპერიული პროტოტიპური მზვერავ ხომალდ ვარსკვლავური მაუწყებლით, რომელიც წინაპრებისგან მემკვიდრეობით ერგო.[1]
კადრს მიღმა[]
ემილ გრაფი პირველად გამოჩნდა კომიქსში შეჩერდი, ქურდო!, სერიიდან ისტორიები ველური სივრციდან, გამოშვებაში ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2017) 1. ამბის ავტორი იყო კევან სკოტი, ხოლო მხატვრები — ჯონ სომარივა, შონ პარსონსი და ჩარლი კირხჰოფი. აღმოჩნდა, რომ იგი მაილო გრაფის, სერიის თავგადასავლები ველურ სივრცეში სკოტის თანაავტორობით დაწერილი რამდენიმე წიგნის პერსონაჟის შვილიშვილი იყო. ისევე, როგორც პაპას, ემილს მოშინაურებული ჰყავს კოვაკური მაიმუნ-ხვლიკი. მისი ხომალდი, ვარსკვლავური მაუწყებელი, ასევე ფიგურირებს წიგნების აღნიშნულ სერიაში, სადაც მას თავდაპირველად ფლობდა ვისლერ კორდა, ყოფილი იმპერიელი.[1] სკოტმა გრაფს სახელი შეურჩია ემილ ფორჩენის, რომანების აღნიშნული სერიის კიდევ ერთი პატივსაცემად.[2]
გამოჩენები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 ისტორიები ველური სივრციდან: შეჩერდი, ქურდო! — ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2017) 1
- ↑ BB-00-ის სახელის შერჩევა თავგადასავლებში, ავტორი: კევან სკოტი საიტზე cavanscott.com (September 19, 2017) (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი March 15, 2019)