ეს სტატია აღწერს საკითხს, რომელიც ითვლება კანონიკურად.
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ვარსკვლავური ომების ვიკიში წარმოდგენილ თემის ლეგენდარულ ვერსიაზე. 
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია კანონიკური პერსონაჟი. იხილეთ აგრეთვე ენიკინ სტარკილერი.


"შენ რჩეული ხარ. ამ სამყაროში წონასწორობა მოიტანე. მიჰყევი ამ გზას და იგივეს გააკეთებ — გალაქტიკისთვის. მაგრამ უფრთხილდი… გულს…"
მამის უკანასკნელი სიტყვები ენეკინს[წყარო]

ენეკინ სკაიუოკერი, ძალისადმი მგრძნობიარე ადამიანი, იყო გალაქტიკური რესპუბლიკის რაინდი ჯედაი, კლონთა ომების გმირი და ძალის რჩეული. გალაქტიკური იმპერიის ზეობისას ცნობილი იყო როგორც დართ ვეიდერი, სითი ლორდი და იმპერატორ დართ სიდიუსიშეგირდი.

ენეკინი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 41 წელს, პლანეტა ტატუინზე, გალაქტიკის გარე რკალის ტერიტორიებში. მიუხედავად იმისა, რომ ჰყავდა დედა, შმი სკაიუოკერი, მისი ჩასახვაში მამას მონაწილეობა არ მიუღია. ამან ოსტატი ჯედაი კუაი-გონ ჯინი დააფიქრა, რომ სკაიუოკერი ჩაისახა მიდი-ქლორიანების მიერ. სკაიუოკერის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ ჯინმა ბიჭუნა მიიყვანა კორუსანტზე მდებარე ჯედაების ტაძარში, საწვრთნელად, მაგრამ ჯედაების უზენაესი საბჭოს აზრით, იგი სხვებთან შედარებით უფროსი იყო და ჯედაის ხელოვნების ათვისებაში ხელს ემოციებიც უშლიდა. ნაბუს ბრძოლის შემდეგ მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა, როდესაც აღმოჩნდა, რომ კვლავ გამოჩნდნენ უძველესი მტრები, სითები. იოდას გადაწყვეტილებით, ობი-ვან კენობი, იმხანად — ახალი რაინდი ჯედაი, გახდა ენეკინის მასწავლებელი.

როგორც ჯედაი სკაიუოკერი, ენეკინი ვითარდებოდა სხვებთან შედარებით უფრო სწრაფად, მაგრამ მასწავლებელი მას ხედავდა როგორც ამაყს და მოუთმენარს, რაც მათ შორის დაძაბულობას წარმოშობდა. სეპარატისტული კრიზისის წარმოშობის დროისთვის კენობი ფიქრობდა, რომ ბიჭუნას კიდევ ბევრი რამ ჰქონდა სასწავლი, ენეკინი კი თვლიდა, რომ უკვე შეეძლო ჯედაის გამოცდაზე გასვლა და ჯედაების ორდენის რაინდის წოდების მოპოვება. კლონთა ომების იავინის ბრძოლამდე 22 წელს დაწყებიდან სკაიუოკერის წვრთნა დასრულებულად ჩაითვალა. ქრისტოფსისის ბრძოლის დროისთვის იგი უკვე რაინდი ჯედაი იყო. კონფლიქტისას სკაიუოკერი მეთაურობდა რესპუბლიკის დიდ ჯარს, გენერალ ჯედაებთან ერთად და ჰყავდა საკუთარი პადავანიც — ასოკა ტანო. ყოველივე ამის პარალელურად მას ჰქონდა ფარული ურთიერთობა ნაბუელ სენატორ პადმე ამიდალასთან, რაც არღვევდა ჯედაების კოდექსს, რომელიც კრძალავდა პირად სიმპათიებს და რომანტიკულ ურთიერთობებს. ბრძოლის ველის მეთაურის სახით მიღწევებმა მას მოუპოვეს ზედმეტსახელი უშიშარი გმირი. კონფლიქტის მსვლელობისას იგი იქცა ჯედაების ორდენის სიმბოლოდ. იავინის ბრძოლამდე 19 წელს ასოკას შეცდომით დააბრალეს ჯედაების ტაძრის ანგარის დაბომბვა. მისი უდანაშაულობა გაირკვა, მაგრამ მან დაკარგა ჯედაების რწმენა, თუმცა კვლავ ენდობოდა ენეკინს. საბოლოოდ, მან დატოვა ორდენი, რამაც სკაიუოკერი დაამწუხრა. შეგირდის დაკარგვამ გავლენა იქონია ჯედაების საბჭოსადმი უნდობლობაზე და ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საბოლოოდ ძალის ბნელი მხარის არჩევაშიც.

იავინის ბრძოლამდე 19 წელს სკაიუოკერი ასევე შიშობდა ამიდალას ფეხმძიმობის გამო, ვინაიდან მის სიზმრებში პადმე მშობიარობისას იღუპებოდა. დართ სიდიუსმა ამრიგად ენეკინი მიიქცია ძალის ბნელ მხარეს, შეჰპირდა რა, რომ მისი შესწავლით ენეკინი უფრო მეტ ძალაუფლებას შეიძენდა და არა მხოლოდ ცოლს გადაარჩენდა, არამედ გალაქტიკაშიც მშვიდობას დაამკვიდრებდა. გახდა რა დართ ვეიდერი, დაცემული რაინდი ჯედაი 501-ე ლეგიონის მეთაურის სახით გაემართა ტაძრისკენ. მან დახოცა ყოფილი მეგობრები, ხოლო დანარჩენი ჯედაები დახოცეს თანმხლებმა კლონმა მოიერიშეებმა. თუმცა, ცოლი მაინც ვერ გადაარჩინა — რისხვის გამოხატვით მან ამიდალა სიკვდილამდე მიიყვანა. მომაკვდავმა პადმემ მაინც იმშობიარა და ეყოლა ორი შვილი — ლუკი და ლეია. ამიდალას დაღუპვამ და კენობისთან მუსტაფარზე დუელმა ბოლო მოუღო ძველ ენეკინს და აქცია იგი მეტწილად მანქანად, ვიდრე ადამიანად. სითმა ლორდმა დაასამარა ენეკინი დართ ვეიდერის ნიღბის ქვეშ.

ათწლეულების განმავლობაში ვეიდერი ოსტატი სითი იყო. იმპერატორთან ერთად მან დაიმორჩილა გალაქტიკა და ამავე დროს, ნადირობდა ცოცხლად დარჩენილ ჯედაებზე, სანამ ისინი ფაქტობრივად ამოწყვიტა. გალაქტიკურ სამოქალაქო ომში რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის წინააღმდეგ ბრძოლის მიუხედავად, მან ვერ შეაჩერა სიკვდილის ვარსკვლავის განადგურება. შეიტყო რა, რომ პილოტი, პასუხისმგებელი სადგურის აფეთქებაზე, მისი შვილი იყო, რომელსაც ამიდალასთან ერთად დაღუპულად თვლიდა, ვეიდერმა გადაწყვიტა მისი ბნელ მხარეს მიქცევა და ერთად იმპერატორის დამხობა. ჰოთის ბრძოლის შემდეგ ორივე ერთმანეთს შეხვდა ბესპინზე და ვეიდერმა დუელისას გაიმარჯვა. მან უამბო ლუკს, რომ მისი მამა იყო და შესთავაზა გალაქტიკის ერთად მართვა. ახალგაზრდა ჯედაიმ უარყო ასეთი წინადადება და დაუბრუნდა მოკავშირეებს, რათა კვლავ ებრძოლა იმპერიასთან.

ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ, უკვე იმპერატორის წინაშე, ენდორის ბრძოლისას, იავინის ბრძოლამდე 4 წელს. ლუკმა გაიმარჯვა, მაგრამ უარს ამბობდა მამის მოკვლაზე თუ მისი ადგილის სიდიუსის გვერდით დაკავებაზე. სითების ბნელმა ლორდმა პასუხად ლუკის მისამართით მთელი მრისხანება გამოავლინა, აწამა რა იგი ძალის ელვით. იხილა რა საკუთარი შვილი აგონიაში, ვეიდერი შეიცვალა — მას დაუბრუნდა მიძინებული ენეკინის მხარე. მან მოკლა იმპერატორი საკუთარი სიცოცხლის ფასად. მიუხედავად ლუკის მცდელობისა, მამა გადაერჩინა, ენეკინს საბოლოოდ სურდა შვილის საკუთარი თვალებით ხილვა. იგი დაუბრუნდა ძალის ნათელ მხარეს, რომელსაც მანამდე შეუერთდნენ იოდა და კენობი. ენდორზე გამართული ზეიმისას ლუკმა იხილა მათი უკვდავი სულები.

მართალია, ენეკინმა საბოლოოდ შეასრულა მისია როგორც რჩეულმა, დაუბრუნა რა სითების განადგურებით წონასწორობა ძალას, წინასწარმეტყველებაში არ ყოფილა აღნიშნული, რომ ძალის ბნელი მხარე ოდესმე შეწყვეტდა არსებობას. ენეკინის აღსასრულიდან და იმპერიის დამხობიდან ათწლეულების შემდეგ კაილო რენი|ბენ სოლო, ლეია ორგანას შვილი, ასევე მოექცა ბნელ მხარეს, ისევე, როგორც მისი წინაპარი. ლუკის მიერ აღდგენილი ჯედაების ტაძრის დანგრევის შემდეგ ბენი გახდა კაილო რენი, რენის რაინდების მეთაური, ისევე, როგორც უზენაეს მეთაურ სნოუკის შეგირდი. მართალია, სნოუკიც და რენიც ძალისადმი მგრძნობიარენი იყვნენ, სითი არც ერთი ყოფილა — უკანასკნელთა ზეობა დასრულდა ვეიდერის და სიდიუსის აღსასრულით. რენს სურდა, დაესრულებინა ის, რაც ვერ გააკეთა ვეიდერმა და მოეკლა ბიძამისი სკაიუოკერი, უკანასკნელი ჯედაი. მაგრამ ენეკინისგან განსხვავებით, მან დაამხო მასწავლებელი და ახალი უზენაესი მეთაურის სახით წინ გაუძღვა პირველ ორდენს. იგი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ მას უნდა გაეგრძელებინა ვეიდერის საქმე და ჯედაების ორდენი გაენადგურებინა. მიუხედავად ამისა, კაილო დაბრუნდა ნათელ მხარეს, კვლავ გახდა ბენ სოლო და რეის გაცოცხლებული დართ სიდიუსის სამუდამოდ განადგურებაში დაეხმარა, შემდეგ კი თავი გასწირა და გოგონა სიკვდილისგან იხსნა.

ბიოგრაფია[edit | edit source]

ადრეული წლები[edit | edit source]

"რესპუბლიკაში რომ დაბადებულიყო, უფრო ადრე აღმოვაჩენდით. აშკარაა, რომ ძალა მასში არაჩვეულებრივად მძლავრია. მამამისი ვინ არის?"
"მამა არ ჰყოლია. მე ვატარებდი, მე გავაჩინე, მე გავზარდე, ვერ აგიხსნით, რა იყო."
―კუაი-გონ ჯინის და შმი სკაიუოკერის საუბრიდან[წყარო]

ენეკინი ბავშვობაში

ენეკინ სკაიუოკერი, როგორც ითვლებოდა, ჩაისახა მიდიქლორიანების მიერ[19]. მისი დედა იყო მონა შმი სკაიუოკერი.[7] სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ბიჭუნა დაიბადა უდაბურ პლანეტა ტატუინზე, თუმცა, სხვების აზრით, ის დედასთან ერთად პლანეტაზე პატარაობისას დასახლდა.[20] თავდაპირველად მათ ფლობდა ჰატი გარდულა, რომელმაც ორივე წააგო ტოიდარიელ უოტოსთან პოდრბოლისას დადებული ფსონის შედეგად, როდესაც ბიჭუნა ჯერ სამი წლის იყო. მოფერებით ცნობილი როგორც ენი, სკაიუოკერი ამის შემდეგ მუშაობდა მოს-ესპაში მდებარე ახალი პატრონის სახელოსნოში.[7]

ენეკინი და C-3PO-ს ფოტორეცეპტორები

უკვე ბავშვობისას ბიჭუნას ჰქონდა პილოტირების და ტექნიკური საკითხებით დაინტერესების გამორჩეული უნარები. ააწყო საკუთარი სარბოლო პოდი[7], ხოლო პროტოკოლური დროიდი C-3PO საჩუქრად დედისთვის[7] ისე შეიმუშავა, რომ მას ჰქონოდა ადგილობრივი ქვიშის და ცხელი ჰავის ატანის უნარი[21]. ერთხელ, როდესაც უოტოს ჯართის საწყობში მუშაობდა, იპოვა გაფუჭებული სერვოძრავა, რომლის შეკეთება განიზრახა და პატრონს მისი შინ წაღების ნებართვა სთხოვა. უოტოსთვის ნაწილი, ერთი შეხედვით, ნამდვილად უვარგისი ჩანდა და მან ბიჭუნას ნება დართო, მაგრამ თქვა რა, რომ უფასო არაფერი იყო, სანაცვლოდ მეორე დღეს უფრო მეტი დატვირთვით მუშაობა მოსთხოვა.[21] ადგილობრივ ბაზარში სკაიუოკერმა მიაგნო აუცილებელ ფოტორეცეპტორებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გრანსაც სჭირდებოდა და მთელ ბაზარში დაეძებდა, ბიჭუნა ითორიანის დახლის აყირავებით და მისთვის გზის გადაღობვით გაექცა.[22] გარდა ყველაფრისა, იგი მეგობრული იყო და დაუმეგობრდა ადგილობრივ მონა ბავშვებს — კიტსტერ ბანაის და უოლდს, ისევე, როგორც უხუცეს ჯირას.

უოტოს დავალებით ჯართის გადაყრისას ენეკინმა აგრეთვე მიაგნო კვების ულტრაბლოკს, რომელიც საკუთარი პოდისთვის ესაჭიროებოდა. ქუჩებში მოულოდნელად გამოჩნდა სვუპ-ბანდა დევარონელ წევრთან ერთად, რომელმაც სამედიცინო ცენტრის გენერატორი დააზიანა. ენეკინმა მის აღდგენას ნაპოვნი ულტრაბლოკი შესწირა. ერთი კვირის შემდეგ იგი სებულბას პოდრბოლაში შეეჯიბრა, თუმცა დაგმა მას მოტყუებით მოუგო. ენეკინმა იცოდა, რომ ბლოკის პოდზე მორგებით შეძლებდა ამ შეჯიბრში გამარჯვებას, თუმცა სამედიცინო ცენტრისთვის იგი უფრო აუცილებელი იყო.[23]

პოვნა[edit | edit source]

"რაღაც არის ამ ბიჭუნაში."
―კუაი-გონ ჯინი[წყარო]

ენეკინ სკაიუოკერის და პადმე ამიდალას პირველი შეხვედრა.

ერთხელ, როდესაც ბიჭუნა 9 წლის იყო, უოტომ სახელოსნოში უხმო. იქ ბიჭუნამ დაინახა მაღალი მამაკაცი, გოგონა, განგანი ჯა ჯა ბინკსი და ასტრომექანიკოსი დროიდი R2-D2, რომლებიც უოტოს ესაუბრებოდნენ. პატრონის მითითებით სკაიუოკერი სახელოსნოს ალაგებდა, ხოლო უოტომ მამაკაცი, კუაი-გონ ჯინი, საწყობისკენ წაიყვანა. ბიჭუნამ შეამჩნია გოგონას, პადმე ამიდალას მშვენიერება და ჰკითხა, ხომ არ იყო იგი იეგოს თანამგზავრებიდან მოფრენილი ანგელოზი. ჯინი და უოტო მალე დაბრუნდნენ. ჯინმა სხვებს ამცნო, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. ჯა ჯას მიერ დატრიალებული უწესრიგობის მიუხედავად, პატრონმა სკაიუოკერს წასვლის უფლება მისცა. გზად შინისაკენ ენეკინმა შეამჩნია, რომ სებულბა განგანს თავს დაესხა და მათ ჩხუბში ჩაერია. კუაი-გონთან და პადმესთან ერთად, რომლებიც იქვე ახლოს აღმოჩნდნენ, მან გადაინაცვლა ჯირას ხილის დახლთან, სადაც შეამჩნია ჯინის სინათლის მახვილი. როდესაც მან დანარჩენებს ამცნო, რომ ქვიშის ქარიშხალი ახლოვდებოდა, შესთავაზა მასთან დარჩენა.[7]

შინ მან ახალ მეგობრებს გააცნო დედა, ხოლო პადმეს უჩვენა ჯერ კიდევ დაუმთავრებელი C-3PO და უამბო პოდის შესახებ. შთაგონებული პადმე, სხვებთან ერთად, იმ ღამით მათ სახლში დარჩა. ვახშმის დროს ენეკინმა დაიწყო საუბარი იმაზე, თუ როგორი იყო მონობა. პადმესა და შმის შორის წარმოშობილმა განხილვამ გამოიწვია საუბარი პოდრბოლებზე. სკაიუოკერმა ამ დროს ჯინს ჰკითხა მახვილის შესახებ, დარწმუნებული იყო, რომ ჯედაი პლანეტაზე მონების გასათავისუფლებლად ჩავიდა. შემდეგ საუბარი შეეხო ნაბუს სამეფო კოსმოსური ხომალდის დაზიანებულ ნაწილს და ენეკინმა გადაწყვიტა დაგეგმილ ბუნტა ივ კლასიკის რბოლაში მონაწილეობდა, რათა ფულადი თანხა მოეგო და ჯინს უოტოსგან ნაწილი შეეძინა. დედა თავდაპირველად წინააღმდეგი იყო, მაგრამ ბიჭუნამ შეახსენა, რომ ყველას ერთმანეთისთვის დახმარება უნდა გაეწია და შმი საბოლოოდ დათანხმდა, გაეშვა შვილი ასეთ საშიშ შეჯიბრში.[7]

მეორე დღეს ჯინი და სხვები სკაიუოკერს უოტოს სახელოსნოში გაჰყვნენ და ენეკინმა უოტოს საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ უამბო. პადმე ამასობაში ჯინს გაესაუბრა და ჯედაიმ უოტოს შესთავაზა სამეფო ხომალდი და მონაგების ორად გაყოფა. უოტოს შეთავაზება მოეწონა და სკაიუოკერი წავიდა პოდის შესამოწმებლად. ამ დროს მას მიუახლოვდნენ მეგობრები, ბანაი და უოლდი, თუმცა, მას შემდეგ რაც ენეკინის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყვეს, გამოხატეს ვარაუდი, რომ იგი რბოლას ვერ მოიგებდა. ბინკსი ამასობაში, ბიჭუნას გაფრთხილებების მიუხედავად, პოდის ენერგოდამაკავშირებლებთან იდგა, რის გამოც ძრავის ამოქმედების შემდეგ მისი ენა გაბუჟებული დარჩა.[7]

მოგვიანებით ენეკინმა შემთხვევით დაიზიანა ხელი, თუმცა ჭრილობა მხოლოდ საღამოს შეამჩნია, როდესაც ჯინმა მისი სისხლის ნიმუში აიღო. ბიჭუნამ ვერ მოასწრო, დაედგინა, თუ რას აპირებდა კუაი-გონი, ვინაიდან დედამ დასაძინებლად უხმო.[7]

რბოლა თავისუფლების მოსაპოვებლად[edit | edit source]

"გახსოვდეს, დაუფიქრდი წამს. იგრძენი, ნუ ფიქრობ. გამოიყენე ინსტინქტები."
"ასეც ვიზამ."
"დაე, ძალა იყოს შენთან.
"
―კუაი-გონ ჯინის რჩევა ენეკინს, პოდრბოლის დაწყებამდე[წყარო]

ორ ეოპიზე ჩაბმული პოდი ნაბერიმ, ბანაიმ, შმიმ, ენეკინმა, R2-D2-მ და C-3PO-მ მიიყვანეს არენის ანგარში, ხოლო ჯინი უოტოსთან შესახვედრად გაემართა. ტოიდარიელმა ანგარი გაბრაზებულმა დატოვა, სკაიუოკერი კი დააფიქრა, როდესაც ახსენა ჯინი და ფსონი. ბანაიმ ამ დროს შემთხვევით ახსენა, რომ ენეკინს მანამდე რამე ბრძოლაში არ გაუმარჯვია. პადმეს დაებადა ეჭვი ბიჭუნას შანსების თაობაზე.[7]

ოდნავ მოგვიანებით მრბოლელები და პოდები არენაზე შეკრიბეს და რბოლისთვის მოამზადეს. შმიმ ბიჭუნას უვნებლად ყოფნა უსურვა, რის შემდეგაც ენეკინი პოდისკენ გაემართა. იგი არც სებულბას მუქარას შეუშინებია, როდესაც ჯინი კაბინაში ჩაჯდომაში ეხმარებოდა. მოულოდნელად, როდესაც რბოლა დაიწყო და ყველა საკუთარ ადგილს მოსწყდა, ენეკინის პოდის ძრავა გაჩერდა და იგი ბენ კუადინაროსთან ერთად უმოძრაოდ დარჩა. მიხვდა რა, რომ პოდის გასაშვებად ერთი მოქმედება გამორჩა, გადასართველებს ადგილები შეცვალა, ისევე, როგორც პარამეტრები, რასაც, საბოლოოდ, მოჰყვა ძრავების გადატვირთვა და მათი წარმატებით ამოქმედება. პოდმა საბოლოოდ დატოვა არენა და სხვების კვალდაკვალ მიჰქროდა.[7]

ენეკინ სკაიუოკერი პოდრბოლის დროს

სხვა მრბოლელებს მალევე დაეწია, გასცდა ორს, სანამ ისინი მას შეამჩნევდნენ და ის-ის იყო, ტროიკენელ გასგანოსთვის უნდა გაესწრო, როდესაც თაღოვან კანიონს მიუახლოვდნენ. გასგანოს მცდელობით ენეკინი თავდაპირველად ჩამორჩა, მაგრამ, საბოლოოდ, გაუსწრო, როდესაც მცირე მაგიდა მთას გადაუფრინეს და კანიონში კვლავ დაეშვნენ. ტიმტო პაგალისმა ენეკინის კლდეზე მიხეთქება სცადა, მაგრამ ბიჭუნა ეშმაკურად დაუძვრა. სებულბამ მას და მარს გუოს პოდს რაღაც ნამსხვრევები ესროლა და ძრავები გუოს ძრავები გაჭედა. გუო პლანეტის ქვიშიან ზედაპირზე ავარიულად დაეშვა, ენეკინი კი კვლავ წარმატებით მიიწევდა მიზნისკენ. მრბოლელები მესამე წრის გავლას შეუდგნენ.[7]

მესამე წრის დაწყებისას უპირატესობა კვლავ სებულბას მხარეს იყო. მეტოქის თავის არიდების რამე ეშმაკობები ამოეწურა, ამიტომ, გადაწყვიტა სასიკვდილო მეთოდისთვის მიემართა. ლაგუნის გამოქვაბულების მახლობლად, იქ სადაც მანამდე რეტს ტაირელი შეეჯახა, სებულმამ ბიჭუნა კურსს ააცდინა, გაუშვა რა პანდუსის მიმართულებით. მოხვდა რა დაქანებულ ზონაში, სკაიუოკერმა მოულოდნელად სიჩქარე ვერ გათვალა და ცაში აღმოჩნდა, თუმცა პოდი გამართა და მალევე დაბრუნდა მიწაზე. იგი არა მხოლოდ აფეთქებით დაშვებას გადაურჩა, არამედ გაოგნებულ სებულბასაც გაუსწრო. მას კვლავ მოწინავე ადგილი ეკავა, სანამ რამდენიმე თაღში გაირბენდნენ. ბიჭუნას პოდის მარცხენა ძრავა მოულოდნელად გაფუჭდა და ბოლის გამოშვება დაიწყო. სებულბას მიერ მანამდე ჩადენილი დივერსია, ამრიგად, მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ ენეკინი პოდის ყველა შესაძლებლობას იყენებდა. მან შეძლო პრობლემების გამოსწორება და დაუბრუნდა კურსს და მანამდე არსებულ ტემპს. ჩაუფრინა რა გასგანოს, იგი ფინიშისკენ უკვე სებულბასთან ერთად მიქროდა.[7]

არენასთან მიახლოებისას სებულბამ სცადა სკაიუოკერის მხრიდან გამარჯვების ნებისმიერი მცდელობის აღკვეთა და უკვე პოდიც დააჯახა. მართალია, პოდის შტანგი საბოლოოდ გადატყდა, სებულბა უკან მოიტოვა — ამჯერად საკუთარ პოდზე კონტროლი დაგმა დაკარგა და პოდი კლდეზე შეჯახებისას დაიმსხვრა. სკაიუოკერმა მიაღწია არენამდე და რბოლაში გაიმარჯვა.[7]

მაყურებლები ასეთ გამარჯვებას აღტაცებით შეხვდნენ. ჯინმა იგი მხრებზე დაისვა. ანგარში სკაიუოკერი დედას და მეგობრებს შეხვდა. ნაბერი და შმი მას არ აკლებდნენ კოცნა-ხვევას, რამაც ბიჭუნა ოდნავ დაღალა, თუმცა ბინკსთან და ნაბერისთან ერთად ჯედაი უოტოსგან მონაგების მისაღებად მალევე წავიდა.[7]

სახლთან დამშვიდობება[edit | edit source]

"ყოჩაღი იყავი. და უკან არ მიიხედო."
―შმი სკაიუოკერის საუბარი ენეკინთან, უკანასკნელის ტატუინიდან გამგზავრებისას.[წყარო]

ენეკინის დამშვიდობება დედასთან

ჯინთან ერთად შინ დაბრუნებულმა ენეკინმა დედას დამსახურებული კრედიტები უჩვენა, ხოლო მას შემდეგ, რაც ჯედაიმ ამცნო, რომ იგი გათავისუფლდა და ჯედაი გახდებოდა, ბიჭუნას უფრო გაუხარდა. თუმცა, მხოლოდ მოგვიანებით მიხვდა, რომ დედამისი მონობაში დარჩებოდა. იგი მხოლოდ შეშფოთდა, როდესაც შმიმ მოსთხოვა ჯინთან ერთად უკეთესი მომავლისთვის გამგზავრება. როდესაც პირად ნივთებს ზურგჩანთაში აწყობდა, ენეკინი C-3PO-საც დაემშვიდობა. თუმცა, სანამ სახლს საბოლოოდ დატოვებდა, შებრუნდა და დედასთან მიირბინა. იგი მას შეჰპირდა, რომ ოდესმე დაბრუნდებოდა და გაათავისუფლებდა. მიუხედავად ამ სევდიანი დამშვიდობებისა, შმიმ შვილი დაამშვიდა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა ჯედაისთან ერთად წასვლის აუცილებლობაში.[7]

მიუახლოვდნენ რა ნაბერის ხომალდს, უეცრად გამოჩნდა შავმოსასხამიანი უცნობი, რომელიც ჯინს თავს დაესხა. სკაიუოკერი ძირს დაემხო, ხოლო უცნობი, სითი ლორდი დართ მოლი[7] ჯინს შეეტაკა. სანამ იგი ჯედაის წითელი ფერის სინათლის მახვილით ებრძოდა, ბიჭუნა ხომალდისკენ გაიქცა. ნაბერის და იქვე მყოფ ობი-ვან კენობის ენეკინმა უამბო, თუ რა მოხდა ხომალდებისნ. პილოტმა რიკ ოლიმ გემი ჯინთან ახლოს მიიყვანა. კუაი-გონი ახტა ხომალდზე და გაექცა მოლს, შემდეგ კი ენეკინს ობი-ვანი საბოლოოდ გააცნო.[7]

ჯედაების საბჭოს წინაშე[edit | edit source]

"იგი რჩეულია. დაინახეთ ეს!"
―კუაი-გონ ჯინის საბჭოსთან საუბრიდან[წყარო]

სკაიუოკერი ჯედაების უზენაესი საბჭოს წინაშე

იმავე საღამოს, ხომალდზე, სკაიუოკერმა შეიტყო, რომ გემი ეკუთვნოდა თვით ნაბუს დედოფალს. იგი ვერ იძინებდა, ვინაიდან ხომალდის ტემპერატურა ტატუინის ჰავის პირობებში აღზრდილისთვის უჩვეულო იყო. ოთახში ამ დროს პადმე შემოვიდა, რომელმაც ჩართო ნაბუს წარმომადგენელ სიო ბიბლის ჰოლოგრამული ჩანაწერი, დახმარების შესახებ თხოვნით. როდესაც ბიჭუნა შეამჩნია, პლედი გაუწოდა და ორივემ ისაუბრა სავაჭრო ფედერაციის მიერ ნაბუზე შეჭრის და რესპუბლიკის გალაქტიკური სენატის მიერ კრიზისის მომავალში გადაწყვეტის შესახებ. ენეკინმა პადმეს აჩუქა გულსაკიდი, რომელიც საჩუქრად დაუმზადა, რათა იგი არასოდეს დაევიქყა. ნაბერიმ დაამშვიდა, ხოლო ენეკინმა კვლავ მოიწყინა, დედაზე ფიქრში.[7]

როდესაც საბოლოოდ ჩავიდნენ კორუსანტზე, მათ შეხვდნენ უზენაესი კანცლერი ვალორუმი, ნაბუს სენატორი პალპატინი და სენატის გვარდიის წარმომადგენლები. დედოფალი და მისი მსახურები პალპატინს გაჰყვნენ, თუმცა თან ენეკინი და ბინკსი გაიყოლეს და სენატორის კაბინეტთან დატოვეს.[7] ჯედაების ტაძარში წასვლამდე სკაიუოკერი დედოფლის ოთახში შევიდა, ეძებდა რა ნაბერის. თუმცა, დედოფალი შეჰპირდა, რომ მის გზავნილს პადმეს გადასცემდა. ბიჭუნამ არ იცოდა, რომ სწორედ პადმე იყო დედოფალი.

მალავდა რა ძლიერ წინათგრძნობას, რომელიც ტატუინზე ჰქონდა, კუაი-გონ ჯინი დარწმუნებული იყო, რომ ენეკინი იქნებოდა რჩეული, ნახსენები წინასწარმეტყველებაში — ის, ვინც "ძალაში წონასწორობას მოიტანდა". ბიჭუნას წარდგენამდე მან საკუთარი აზრი გამოთქვა ჯედაების საბჭოს წინაშე და ხაზი გაუსვა მიდიქლორიანების შემოწმების შედეგებს. მოგვიანებით, ჯედაების ტაძარში, სკაიუოკერი შეხვდა თორმეტ ოსტატ ჯედაის. იგი შეამოწმა მეის უინდუმ, რომელიც ეკრანზე სხვადასხვა გამოსახულებას ცვლიდა. ენეკინი ამ დროს სურათების ამოცნობას ცდილობდა და ყოველი მათგანი ზუსტად დაასახელა. თუმცა, როდესაც უინდუმ და იოდამ ჰკითხეს გრძნობებისა და დედის შესახებ, ენეკინი დაინტერესდა, რა კავშირში იყო ეს კითხვა მის შემოწმებასთან. იოდამ განმარტა, რომ სწორედ შიში იყო ბნელი მხარისკენ მიმავალი გზა და აღნიშნა, რომ სკაიუოკერში დიდ შიშს გრძნობდა[7].

საღამოს ბიჭუნა, კენობი და ჯინი საბჭოში მიიწვიეს. ოსტატი ჯედაები აღიარებდნენ, რომ ენეკინი დიდ ძალას ფლობდა, თუმცა მის წვრთნაზე უარს ამბობდნენ — ასაკის გამო. ჯინმა განაცხადა, რომ სკაიუოკერს თავად მოამზადებდა, რაზეც უინდუმ მიუგო, რომ ეს საკითხი მოგვიანებით უნდა განეხილათ, ვინაიდან ნაბუს პრობლემა უფრო მნიშვნელოვანი იყო. საბჭომ სკაიუოკერს ჯინთან ერთად გამგზავრების უფლება მისცა და სამივე დედოფლის ხომალდზე დაბრუნდა, სადაც ენეკინი დაინტერესდა, თუ რას წარმოადგენდნენ მიდიქლორიანები. დედოფალმა და მისმა მოახლეებმა ამის შემდეგ კორუსანტი დატოვეს და დაბრუნდნენ ოკუპირებულ ნაბუზე, იმ იმედით, რომ მას სავაჭრო ფედერაციისგან გაათავისუფლებდნენ.[7]

ნაბუს პირველი ბრძოლა[edit | edit source]

"აი მესმის პოდრბოლა!"
―ენეკინი, დროიდების სამართავი ხომალდიდან გაქცევისას[წყარო]

როდესაც ჰიპერსივრციდან გამოვიდნენ და ნაბუს მიუახლოვდნენ, სკაიუოკერი კაბინაში რიკ ოლისთან ერთად იჯდა და ცდილობდა, ხომალდის მოწყობა უფრო მეტად შეესწავლა. დედოფალი ამიდალა ამასობაში ჯედაებს და სხვებს ესაუბრებოდა და განაცხადა, რომ ნაბუდან სავაჭრო ფედერაციის გასაძევებლად აპირებდა განგანებთან კავშირის შეკვრას. ისინი დაეშვნენ ნაბუს ჭაობებთან და ბინკსი ოტო-განგაში გაუშვეს. მართალია, დაბრუნებულმა განგანმა მათ შეატყობინა, რომ ქალაქი ცარიელი იყო, ჯგუფს გაუძღვა წმინდა ადგილისკენ, რომელსაც, მისი აზრით, განგანები სავაჭრო ფედერაციის გამოჩენის შემდეგ თავს შეაფარებდნენ[7].

სკაიუოკერი ნაბუს ბრძოლის დროს

როდესაც ჯგუფი შეხვდა ბოს რუგორ ნასს, განგანების მეთაურს, სკაიუოკერი გაოგნებული იყო, როდესაც აღმოჩნდა, რომ ნაბერი სინამდვილეში პადმე ამიდალა, ნაბუს დედოფალი იყო და მანამდე თავს უსაფრთხოების მიზნით დედოფლის ორეულად წარადგენდა. სკაიუოკერი, ჯედაები და ამიდალას მსახურები დედოფალს შეუერთდნენ, როდესაც მან ნასის წინაშე მუხლი მოიყარა და დახმარება სთხოვა. ნასი დათანხმდა, მისთვის საკუთარი ჯარით დახმარება გაეწია. შემდგომ საათებში ამიდალამ და ჯედაებმა, განგან გენერლებთან ერთად, შეიმუშავეს სტრატეგიული გეგმა, ხოლო სკაიუოკერი განგან გუშაგებთან ერთად იმყოფებოდა, რომლებიც დაბრუნებულ კაპიტან პანაკას შეხვდნენ.[7]

ენეკინი შედიოდა ჯგუფში, რომელმაც თიდის სამეფო სასახლის დაბრუნება სცადა. როდესაც ისინი თიდის ანგარში შევიდნენ, სკაიუოკერმა შეასრულა ჯინის თხოვნა და დარჩა ერთ-ერთი N-1-ის კაბინაში. თუმცა, როდესაც დროიდეკებმა ნაბუელები ორმხრივი სროლისას კუთხეში მიიმწყვდიეს, სკაიუოკერმა მათი დახმარება საბრძოლო ხომალდის ქვემეხებით სცადა და შემთხვევით აამოქმედა თავად ხომალდი, რომელიც კოსმოსში აფრინდა. თავდაპირველად ენეკინი ნაბუს ბრძოლას ორბიტაზე შეუერთდა. მან შიგნიდან გაანადგურა დროიდების სამართავი ხომალდი, რასაც მოჰყვა ფედერაციის სახმელეთო ძალების სრული გათიშვა და განგანების დიადი ჯარის გადარჩენა. დიდი გამარჯვების აღვნიშვნას ერთადერთი რამ ამძიმებდა — ჯინის დართ მოლის მიერ მოკვლა.[7]

სკაიუოკერი სხვებთან ერთად თიდში აღნიშნავს ნაბუს ბრძოლაში გამარჯვებას

თუმცა, ჯინის დაკრძალვის ცერემონიისას ობი-ვანმა ბიჭუნას უთხრა, რომ კუაი-გონის უკანასკნელ თხოვნას შეასრულებდა და მას გაწვრთნიდა. ნაბუებმა და განგანებმა თიდში გამართეს ერთობლივი აღლუმი, რომელზეც აღნიშნეს დიდი გამარჯვება და აღდგენილი კავშირი.[7]

კენობის პადავანი[edit | edit source]

"მისი მომზადება...რთულია. ჩვენთან უფრო გვიან მოხვდა, ვიდრე ეს სასურველი იყო. ობი-ვანმა მისი აყვანისას მეტად რთული ამოცანის შესრულება გადაწყვიტა."
―მეის უინდუს საუბარი შივ პალპატინთან, სკაიუოკერის მომზადების შესახებ.[წყარო]

ასაკთან ერთად ენეკინი სულ უფრო და უფრო კადნიერი ხდებოდა,[8], თუმცა კენობი მისთვის მაინც ერთგვარ კერპად რჩებოდა,[24][9]. მისი აზრით, "მასწავლებეზე უკეთესი არავინ ჰყოლია".[25] ერთ-ერთი მოგზაურობისას მან კენობი გადაარჩინა განდარკების ბუნაგიდან.[8] კენობის ზედამხედველობით მომზადებისას სკაიუოკერი არ ენდობოდა მასწავლებლებს, რომლებიც მას შენიშვნებს აძლევდნენ, ვინაიდან ვერ ხვდებოდა, ეხმარებოდნენ მას თუ უბრალოდ ცდილობდნენ, საკუთარი ადგილი მიეჩინათ. მან სულ მცირე, ის იცოდა, რომ თავდაპირველად ბევრს არ სურდა მისი წვრთნა. მეგობრები არ ჰყოლია, ვინაიდან ყველა სხვა პადავანს ახსოვდა, რომ მას "რჩეულს" უწოდებდნენ. მარტოობაში იგი ხშირად იჯდა საკუთარ საცხოვრებელში, ასწორებდა ამა თუ იმ ხელსაწყოს ან მექანიზმს, რომელსაც ჯედაების ტაძრის მიღმა პოულობდა. ამავე დროს, მუდმივად ფიქრობდა დედაზე.[20]

მისია დალენორზე[edit | edit source]

სკაიუოკერი გახდა ობი-ვან კენობის პადავანი. მისი მასწავლებელი, თავის მხრივ, მანამდე იყო კუაი-გონ ჯინის შეგირდი.

ორდენში შესვლიდან გარკვეული დროის შემდეგ სკაიუოკერი, როგორც ხშირად, დაკავებული იყო მედიტაციით, ძალის მეშვეობით კი ჰაერში კენჭებს ათამაშებდა. თუმცა, როდესაც ოსტატმა ტოსანმა მის მასწავლებელს ამცნო, რომ საბჭო ახალი მისიით აგზავნიდა, ენეკინმა კონცენტრაცია დაკარგა, გაუკვირდა რა, რომ კენობი კვლავ ტოვებდა. დალენორზე მისიისას ობი-ვანს გათხრების ადგილზე უნდა ეპოვნა ჯედაების უძველესი ჰოლოკრონი. ენეკინს მასწავლებელი შეჰპირდა, რომ მალევე დაბრუნდებოდა და ამასობაში იოდასთან წვრთნის გავლა მოუწევდა. უკმაყოფილო მოწაფეს არ მოსწონდა, რომ კლასში "პატარებთან" ერთად ყოფნა მოუწევდა. თუმცა, მასწავლებლის გადაწყვეტილებას დაეთანხმა და ყრმებთან ერთად მეცადინეობისთვის მოემზადა, თუმცა ეს დიდად არ სიამოვნებდა. საბოლოოდ, იოდამ თავად ურჩია კენობის მისი მაქო T-6-ით თან წაყვანა.[26]

სკაიუოკერს გაუხარდა, რომ კვლავ კოსმოსში აღმოჩნდა და მაქოს მართვის უფლება ითხოვა. კენობი დაჰპირდა, რომ ამის საშუალებას დალენორთან მიახლოებისას მისცემდა. ენეკინმა ჰკითხა, თუ როგორ ცხოვრობდა იგი ჯედაების ორდენამდე. კენობიმ უამბო, რომ არაფერი ახსოვდა, ვინაიდან სულ პატარა იყო, როდესაც ჯედაებმა საწვრთნელად აიყვანეს. ენეკინმა მწუხარებით აღნიშნა, რომ მასში ყოველთვის ჯედაის ხედავდა და სხვას არავის. კენობიმ უთხრა, რომ მას ჯერ კიდევ სჭირდებოდა მომზადება, ვინაიდან მისი გაცნობისას თავად ჰყავდა მასწავლებელი. სკაიუოკერმა კი თქვა, რომ კუაი-გონის დაღუპვის გამო, კენობი იძულებით გახდა მისი მასწავლებელი. ობი-ვანმა ვერ მოასწრო რამის თქმა, ვინაიდან ბიჭუნამ დატოვა.[26]

სკაიუოკერიც და კენობიც ფიქრობდნენ, რომ შეგირდად და მასწავლებლად იქცნენ ჯინის დაღუპვის გამო.

დალენორზე ჩასულებმა, კენობიმ და სკაიუოკერმა გაიცნეს ქალი ტოგრუტა, არქეოლოგი კლატრიფი. მათი გამოჩენა მას გაუხარდა, ვინაიდან იცოდა, რომ პრობლემებით მოცულ ჰოლოკრონს თან წაიღებდნენ. მან განმარტა, რომ ადგილობრივი მეკობრეები მის მიტაცებას ცდილობდნენ და იძულებული გახდა, ცალკე მცველები აეყვანა, რათა მათ არტეფაქტი დაეცვათ. კენობი და კლატრიფი შენობაში შევიდნენ, ხოლო ენეკინი შესასვლელთან დატოვეს. მცირე ხანში მეკობრეები გამოჩნდნენ.[26]

როდესაც კენობი და კლატრიფი დაბრუნდნენ, სამივეს შეხვდნენ კრაიპდერი მხედრები და მათი მეთაური ჰადსო შეკუ, რომელმაც იცოდა, რომ ჰოლოკრონი უცხო სამყაროებიდან მოსულებისთვის მეტად ძვირფასი იყო. კენობიმ აუხსნა, რომ ისინი მშვიდობით მოვიდნენ, მაგრამ თავის დაცვაც შეეძლოთ. მან სინათლის სხივი აამოქმედა, თუმცა შეკუმ მასზე თავდასხმა ბრძანა, ვინაიდან სინათლის მახვილი უფრო ძვირფას ნივთად მიაჩნდა. კენობიმ შეძლო მეკობრეთა განიარაღება, თუმცა, როდესაც სკაიუოკერი დარტყმისთვის ემზადებოდა, შეკუ იგი დაიჭირა და ნიკაპთან სამართებელი მიადო. კენობის მას შესთავაზა ბიჭუნას სინათლის მახვილის სანაცვლოდ დაბრუნება, მაგრამ სკაიუოკერმა ძალის მეშვეობით კენჭები დააყარა. უგონო მდგომარეობაში მყოფი შეკუს და განადგურებული იარაღების გამო მეკობრეები დანებდნენ.[26]

უკვე მაქოთი შინ დაბრუნებისას კენობიმ სკაიუოკერი პირველ მისიაზე წარმოჩენილი ცოდნისთვის შეაქო. მართალია, მოწაფე ჩიოდა, რომ სხვებს თავი დააჭერინა და თვლიდა, რომ შემდგომში სწავლის ღირსი არ იყო, ობი-ვანმა ასეთი რამე შესთავაზა: ისე ემოქმედათ, რომ ორივე ერთმანეთის ღირსი ყოფილიყო, ერთი — როგორც მასწავლებელი, მეორე — როგორც მოსწავლე. ამის შემდეგ კენობიმ მას მას პილოტის ადგილი დაკავება შესთავაზა და გახარებულმა ენეკინმა, მიიღო ეს შეთავაზება.[26]

კანცლერი როგორც მეგობარი[edit | edit source]

სკაიუოკერი კანცლერ პალპატინს მეგობრად და დამრიგებლად თვლიდა.

იავინის ბრძოლამდე 29 წელს ენეკინმა პირველი სინათლის მახვილი ააწყო. [27] ობი-ვანმა ასე მიმართა: "ენეკინ, ეს იარაღი შენი სიცოცხლეა".[28][29] ნაბუს ბრძოლიდან სამი წელი იყო გასული როდესაც სკაიუოკერი ცდილობდა სხვა პადავანებზე შთაბეჭდილება მოეხდინა. წვრთნისას მან დაამარცხა საწვრთნელი დროიდი, რომელიც ისე დააპროგრამა, რომ ნაბუელი სითის გარეგნობა ჰქონოდა. ასე თუ ისე, მას თვალს ადევნებდნენ მეის უინდუ, კენობი და უზენაესი კანცლერი შივ პალპატინი — აქედან უკანასკნელი მისი შესაძლებლობებით მეტად მოხიბლული ჩანდა..[27] მოგვიანებით სკაიუოკერი ცდილობდა მხეცების მოთვინიერების ათვისებას, როდესაც კენობიმ ამცნო, რომ კანცლერს მასთან შეხვედრა სურდა. ორივე მის კაბინეტში მივიდა. პალპატინმა ენეკინს სთხოვა, გასასეირნებლად წაჰყოლოდა, კენობის გარეშე. ისინი მოხვდნენ კლუბ "კასაკარში", დონე 2685-ზე, კანცლერი კი ამასობაში ჩიოდა კორუსანტის ქვედა დონეებზე არსებულ სიტუაციაზე,[25] ჯედაების პასიურობაზე[30] და სენატში არსებულ კორუფციაზე — რაშიც, მაგალითად, გახვეული იყო კოლანდრუსი. სკაიუოკერი ვერ ხვდებოდა, რომ სწორედ ამ დროს დაიწყო მასზე კანცლერის გავლენა.[24] ქვედა დონეებზე ამ სტუმრობის მიწურულს მას ჰკითხა ბიჭუნას, ბედნიერი იყო თუ არა. მაშინ სკაიუოკერმა უთხრა, რომ ბედნიერი იყო და რომ ჯედაის წვრთნა ერთადერთი რამ იყო, რაც სურდა, თუმცა სწორედ ამ კითხვამ წარმოშვა მის გონებაში ეჭვი.[30]

მოგვიანებით, ჯედაების ტაძარში, სკაიუოკერი კენობის გამოუტყდა, რომ ორდენის დატოვება სურდა, ვინაიდან არ სიამოვნებდა, რომ მისი მომავალი გადაწყდა როდესაც მხოლოდ ცხრა წლის იყო. მართალია, კენობიმ გამოართვა სინათლის მახვილი, რომელიც ბიჭუნამ მიაწოდა, ენეკინს შესთავაზა, დაფიქრებულიყო ამ გადაწყვეტილების შესახებ და შეეცვალა იგი.[30]

მისია კამელიონ IV-ზე[edit | edit source]

"გზა წინ გაშლილა, ენეკინ სკაიუოკერ. გსურს, მარტო გაიარო?"
"არა, მასწავლებელო. როგორც ჯედაის. თუკი გზას მიჩვენებთ."
―ობი-ვან კენობის და ენეკინის საუბრიდან[წყარო]

სანამ ენეკინი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, კვლავ იოდას რჩევით, მასწავლებელიც და მოსწავლებიც გაემგზავრნენ კარნელიონ IV-ზე, საიდანაც მოდიოდა იდუმალი სიგნალი. ისინი კოორდინატებით გადაადგილებას ცდილობდნენ, თუმცა მაქსო პლანეტის ატმოსფერული გამონაბოლქვების ველის გამო დაზიანდა და ორივე კელადონის ზღვაში დაეშვა. პლანეტაზე არსებული მდგომარეობა მალევე შეისწავლეს, ვინაიდან მათ წინაშე, ცაში, ბრძოლა გაიმართა. ამ დროს კენობიმ ენეკინს მახვილი დაუბრუნდა, რათა ბიჭუნას თავი დაეცვა. იხილეს რა თუ როგორც ეცემოდა ბრძოლაში მონაწილე ერთ-ერთი ხომალდი, მის ჰაერში შესაკავებლად მათ ძალა გამოიყენეს.[27]

ჯედაების ორდენის მიღმა ცხოვრებით დაინტერესებულმა სკაიუოკერმა მაინც განაგრძო კენობის ხელმძღვანელობით წვრთნა.

ხომალდიდან გადარჩენილმა კოლარამ და დედა პრანმა, "თავისუფლებმა", არაფერი იცოდნენ ჯედაების შესახებ.[27] ისინი დაიმალნენ, როდესაც "განდეგილების" დაცემული ხომალდიდან ობი-ვანმა გადაარჩინა პილოტი, გრეკერი. ამ ორი ფრაქციის შორის არსებული მტრობის გამო მან და პრანმა ერთმანეთის მოკვლა სცადეს, ამიტომ სკაიუოკერმა და კენობიმ მათი იარაღები გაანადგურეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მოგზაურობის გასაგრძელებლად მათ გამოიყენეს ხომალდის ვარგისი ნაწილები. მორიგი საუბრისას ენეკინმა ახსენა, თუ რატომ ჩამოვიდნენ ამ პლანეტაზე[25] — სიგნალის წყაროს დასადგენად. მაშინ გრეკერიც და პრანიც მიხვდნენ, თუ სად უნდა ყოფილიყო "ჯართის შემგროვებელი"[24]

კოლარამ სკაიუოკერს უამბო იდუმალი ფრანების შესახებ, აღნიშნა რა აგრეთვე, რომ ბიჭუნას ეხერხებოდა სხვადასხვა ნივთის შეკეთება, როდესაც დაინახა, როგორ შეცვალა მან რაღაც საკუთარ მახვილზე. კოლარამ და პრანმა მას მიაწოდეს ტომარა დროიდების ტვინებით და, დაინახეს რა, რომ მისი დახმარება გამოსადეგი იქნებოდა, მახვილი გადაუგდეს და გაიტაცეს იმ დროს, როდესაც მებადურებმა ხომალდს შეუტიეს. ხომალდი ავარიულად დაეშვა, ხოლო კენობი გრეკერთან ერთად დარჩა[24], კელადონის ზღვის ფსკერზე. სკაიუოკერი "თავისუფალთა" ერთ-ერთ ციხესიმაგრეში გადაიყვანეს. იქ პრანმა მის მიერ შეკეთებული პროცესორებით აამოქმედა საბრძოლო დროიდები. "თავისუფლები" ამის შემდეგ გაემგზავრნენ ჯართის იდუმალი შემგროვებლის მოსაძებნად (რომელმაც მათაც და "განდეგილებსაც" გაახსენა ყველაფერი, რაც დაკარგეს და ყველა შეცდომა).[30] ენეკინი ამასობაში კოლარასთან დარჩა და დაარწმუნა იგი, დაეცვა ჯართის შემგროვებელი და კენობისთან დაბრუნებაში მას დახმარებოდა.[31]

სკაიუოკერმა სხვა დროიდები შეაკეთა და სერას ციხესიმაგრესთან "განდეგილების" და "თავისუფლების" შეტაკებაში ჩაერია. მან მასწავლებელი დედა პრანისგან გადაარჩინა და შეხვდა კოლარას და სერას, თუმცა, ბრძოლაში ჩარევის სანაცვლოდ, კენობიმ ენეკინს დასაკავშირებელი მოწყობილობის შეკეთება დაავალა და მოგვიანებით რესპუბლიკის ძალებს უხმო. გამოგზავნილი რაზმი მალე გამოჩნდა და ადგილობრივებს მძევლების გათავისუფლება აიძულა. საბოლოოდ, მასწავლებელმა შეგირდს მახვილი მიაწოდა და ჰკითხა, კვლავ სურდა თუ არა ორდენის დატოვება და ბიჭუნამ გადაწყვიტა, დარჩენილიყო.[31]

პადმე ამიდალას დაცვა[edit | edit source]

"ენი? ოჰ, როგორ გაზრდილხარ."
―პადმე ამიდალას და ენეკინ სკაიუოკერის შეხვედრა[წყარო]

ენეკინს დაევალა სენატორ ამიდალას დაცვა, რომელიც ათი წლის განმავლობაში არ უნახავს. მისთვის ეს მათროელი შეხვედრა იყო.

ნაბუს ბრძოლიდან ათი წლის შემდეგ, 22 წელს[3], როდესაც სეპარატისტული კრიზისი ემუქრებოდა გალაქტიკურ რესპუბლიკის მთლიანობას,[8] 19 წლის სკაიუოკერი[32] და კენობი ანსიონზე საზღვართან დაკავშირებული დავის გამო ჩავიდნენ. ამ დროს, კორუსანტზე ჩასულ პადმე ამიდალამკვლელობის მცდელობა განხორციელდა და ჯედაების საბჭომ კანცლერ პალპატინთან ერთად გადაწყვიტა, სკაიუოკერი და ობი-ვანი მასთან გაეგზავნათ, რათ სენატორი შემდგომში დაეცვათ. ენეკინი გახარებული იყო, რომ ამიდალას წლების შემდეგ კვლავ შეხვდა, ვინაიდან მასზე ყოველდღე ფიქრობდა. როდესაც პადმემ გამოთქვა სურვილი, დაედგინა, თუ ვის სურდა მისი მოკვლა, ობი-ვანმა განუმარტა, რომ მხოლოდ მის დასაცავად ახლდნენ და არა გამოსაძიებლად, მაგრამ ენეკინი შეპირდა, რომ იპოვიდა დამნაშავეს, რაც ობი-ვანს არ მოეწონა. როდესაც პადმე თავის ოთახში შევიდა, ენეკინი გულნატკენი ჩანდა, ვინაიდან არ ესიამოვნა, რომ პადმემ იგი ვერ იცნოდა. თუმცა, ჯა ჯა ბინკსი, რომელიც ამ დროს უკვე სენატორი იყო, თვლიდა, რომ პადმეს მისი ნახვა ძალიან გაუხარდა.[8]

იმავე ღამით ენეკინი შეუთანხმდა პადმეს, რომ მას სატყუარად გამოიყენებდა, რაც ობი-ვანს არ მოსწონდა. ენეკინმა უთხრა, რომ მიუხედავად ამიდალას ოთახში სათვალთვალო კამერებისა, რამე საფრთხეს თავად იგრძნობდა. კენობის ეჭვი ეპარებოდა პადავანის შესაძლებლობებში. მოგვიანებით მან შეამჩნია, რომ შეგირდი დაღლილი ჩანდა — იგი აღნიშნავდა ღამის მუდმივ კოშმარებს დედის შესახებ და ჩანდა, რომ ამიდალასადმი ილტვოდა. ობი-ვანმა გააფრთხილა, საკუთარი ემოციებისთვის ყურადღება მიექცია, ვინაიდან პადმე პოლიტიკოსი იყო, რომლის ნდობა მაინც სახიფათო იყო. მათ შორის წარმოიშვა კამათი პოლიტიკოსთა კორუმპირებულობის შესახებ და იმ დროს, როდესაც სკაიუოკერმა ახსენა, რომ პალპატინი ნამდვილად კეთილმოსურნე პიროვნება იყო, პადმეს ოთახში რაღაც იგრძნო. იგი დროულად აღმოჩნდა ამიდალას საწოლთან, გაკვეთა რა ორად ორი შხამიანი კუჰანი. ობი-ვანმა ამ დროს ფანჯარაზე აცოცებული მკვლელის მიერ მოგზავნილი დროიდი შეამჩნია და, გადახტა რა ფანჯრიდან, ჩამოეკიდა მასზე.[8]

სკაიუოკერი და კენობი მისდევენ ზემ უესელს

ენეკინი პადმეს საცხოვრებელთან მდგარი სპიდერებისკენ გაიქცა. ჯილდოზე მონადირე ზემ უესელმა თავისი დროიდი ჩამოაგდო, თუმცა ამ დროს სკაიუოკერი გამოჩნდა, რომელმაც ვარდნისას ობი-ვანი დაიჭირა. მასთან ერთად იგი უესელს დაედევნა.

დაბრუნება ტატუინზე[edit | edit source]

ჯეონოსისის პირველი ბრძოლა[edit | edit source]

გამოჩენები[edit | edit source]

სკაიუოკერის ბავშვობის პოდრბოლებისთვის განკუთვნილი ჩაფხუტი

არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]

წყაროები[edit | edit source]