FANDOM


Premium-Eras-legendsPremium-Era-newPremium-Era-njoPremium-Era-leg
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია რაინდი ჯედაი, ჰან და ლეია ორგანა სოლოების შვილი. იხილეთ აგრეთვე ხომალდი ენეკინ სოლო ან სახელის სხვა მნიშვნელობები.

ენეკინ სოლო იყო მამრობითი სქესის რაინდი ჯედაი ჯედაების ახალი ორდენიდან, ჰან და ლეია ორგანა სოლოების მესამე შვილი, ჯეინა და ჯეისენ სოლოს უმცროსი ძმა.

სახელი დაერქვა პაპის, ენეკინ სკაიუოკერის პატივსაცემად. ბავშვობაში ხშირად ეშინოდა, რომ ძალის ბნელ მხარეს მოექცეოდა და სითი გახდებოდა. 11 წლის ასაკში იავინ-4ზე ჯედაების პრაქსეუმში შევიდა, სადაც დაუმეგობრდა ტაჰირი ვეილას. ერთად მათ არაერთი თავგადასავალი შეემთხვათ — მათ შორის იყო მასასი ბავშვების სულების გათავისუფლების მისია.

ენეკინი იყო იუჟან-ვონგური ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, მონაწილეობდა რა რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლაში და შეიმუშავა ეფექტური ტაქტიკა იუჟან-ვონგების წინააღმდეგ. ტაჰირის გადარჩენის მისიის და ვუა რაპუუნგის მიერ მეჟან კვაადის სიმართლის სათქმელად დათანხმების შემდეგ, ჯიდაების ერესი — ერეტიკული მოძრაობა, რომელმაც საბოლოოდ, წვლილი შეიტანა ომის დასრულებაში — უმალვე მოედო შერცხვენილებს. მოგვიანებით ენეკინი მეთაურობდა მირკრის დამრტყმელ რაზმს. ამ ოპერაციისას იგი გმირულად დაიღუპა, შესწირა რა თავი ჯედაების მომაკვდინებელი ვოქსინის გავრცელების შეწყვეტას.

იხილეთ აგრეთვე

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.