ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Blue-question-mark

ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: გაფართოებული გამოცემა და სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა.

Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

მაროდიორები არ ვართ. მოკავშირეები ვართ. და ომი უკვე დაიწყო.
―ენფის ნესტი — (აუდიო) მოსმენა (ინფ.)[2]

ენფის ნესტი იყო ღრუბელმხედრების, მეკობრეთა და აჯანყებულთა ბანდის მეთაური[2]. იგი იყო მეტად საშიში და ცნობილი გახდა როგორც სამარცხვინო მაროდიორი[4].

ბიოგრაფია[]

ბეკეტის მოტყუება[]

ცარიელი ID-ების დაბრუნების მცდელობისას რომ დაღუპულიყავი, ეს დაპირისპირება ამცდებოდა, მაგრამ, უკეთესი იქნებოდა, გაგემარჯვებინა.
―ენფის ნესტი ტობიას ბეკეტს[5]
Enfys and Beckett

ენფის ნესტი ტობიას ბეკეტთან საუბრისას.

ცარიელი პირადობის დამადასტურებელი ბარათების მოსაპოვებლად ნესტმა გადაწყვიტა, მოეტყუებინა მეტოქე, ტობიას ბეკეტი. მან ტობიასს და მის ბანდას გაუგზავნა დრაიდენ ვოსის ყალბი ჰოლოგრამა, რომელშიც უკანასკნელი მოითხოვდა ცარიელი ბარათების მოპარვას. ბანდამ მოიპარა ისინი პლანეტა ჰოვუნ-IV-ზე, დვორადიდან.[5]

ბანდა სატვირთო გემით გაემგზავრა სადგურ მანტ ონტდალზე, სადაც მათ დახვდნენ ნესტი და ღრუბელმხედრები, რომლებმაც მთელი ბანდა ტყვეებად აიყვანეს. ბეკეტი შეეცადა მათ დაშინებას დრაიდენ ვოსით, მაგრამ ველი მიხვდა, რომ დრაიდენის ჰოლოგრამა ნესტის ეშმაკობა იყო. ენფისი ბეკეტს ბლასტერით დაემუქრა, მოსთხოვა რა პირადობის დამადასტურებელი ბარათების სამალავის ჩვენება. რათა ნესტს არ გაეტაცა სატვირთო გემი, ბეკეტმა გაანადგურა „სანგარი“ და აფეთქებისას ბანდასთან ერთად გაიქცა.[5]

მატარებელზე თავდასხმა ვანდორზე[]

ბეკეტი აპირებდა ვანდორზე მატარებელზე თავდასხმას, მიუხედავად იმისა, რომ ველი აფრთხილებდა, რომ ნესტის იქ გამოჩენაც მოსალოდნელი იყო. ტობიასი დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ თავად და რამდენიმე დაახლოებულმა იცოდნენ იმ ტვირთის შესახებ, რომელიც ვანდორის მთებით მუხლუხა-რელსური კონვეიექს ტრანსპორტ 20-T-ს გადაჰქონდა. ველის ნათქვამი გამართლდა, როდესაც ენფისი და მისი ღრუბელმხედრები გამოჩნდნენ — მათ სცადეს მატარებლის ტვირთიდან კოაქსიუმის მოპარვა, რომელიც ბეკეტს ვოსთან უნდა მიეტანა. ტობიასმა და ბანდამ მატარებლის ვაგონების ნაწილი ჩახსნეს, მაგრამ ენფისმა და მისმა რაზმმა, სვუპებით, კოაქსიუმიან ვაგონს მიუერთეს ბაგირები და სცადეს საწვავის გადაქაჩვა ბეკეტის Y-45 მზიდავით, რომელსაც მართავდნენ რიო დიურანტი და ჰან სოლო. ამ დაპირისპირებისას კოაქსიუმიანი ვაგონი ჩავარდა მთიან ხეობაში, რამაც მასშტაბური აფეთქება გამოიწვია.[2]

შეტაკება სავარინზე[]

Enfys Nest and company

ენფის ნესტი და ღრუბელმხედრები სავარინზე

ბეკეტი და მისი ბანდა კვლავ შეიკრიბნენ და მეორედ სცადეს კოაქსიუმის პარტიის გატაცება, ამჯერად — დაუხარისხებელის, კესელის მაღაროებიდან. ასეთი ფორმით ჰიპერსაწვავი არასტაბილური იყო და სავარინზე არსებულ ქარხანაში გადამუშავებას საჭიროებდა. გადამუშავების შემდეგ ბეკეტი და ბანდა აპირებდნენ კოაქსიუმის დრაიდენისთვის მიწოდებას, მაგრამ მათ კვლავ დაესხნენ ენფისი და რაზმი, რომლებიც თვალს ვანდორიდან ადევნებდნენ. ბეკეტის რაზმის ერთ-ერთი წევრი, ჰან სოლო, ამბობდა, რომ „ათასწლოვანი შავარდენი“ გამზადებული იყო, რათა გადაეყვანა ღრუბელმხედრები. სანამ იგი ღრუბელმხედრებს ესაუბრებოდა, ლენდო კალრისიანმა ხომალდით პლანეტა დატოვა.[2]

დაპირისპირების შემდეგ ენფისმა განმარტა, რომ ღრუბელმხედრები იყვნენ არა „მაროდიორები“, როგორც მათ ბეკეტი უწოდებდა, არამედ თავისუფლებისთვის მებრძოლენი, რომლებიც კრიმინალურ სინდიკატებს უპირისპირდებოდნენ და იმპერიას ასუსტებდნენ. სოლო მისი შემართებით კმაყოფილი დარჩა და გადაწყვიტა, მოეტყუებინა ალისფერი გარიჟრაჟი, რათა მათ ხელში კოაქსიუმი არ აღმოჩენილიყო. ღრუბელმხედრები დროებით დაიმალნენ, ხოლო მათი ჩაცმულობა მოირგეს სოფლის მაცხოვრებლებმა. ამრიგად, როდესაც მათ თავს დაესხა ალისფერი გარიჟრაჟის შეიარაღებული რაზმი, ვოსი მარტო დარჩა და მისი დამარცხების ამოცანა გამარტივდა, ხოლო ნესტმა მისი ბანდა გაანადგურა.[2]

ვოსი მოკლა კი'რამ, ხოლო ბეკეტი — სოლომ. მან გადასცა კოაქსიუმი ნესტს, რომელმაც აღნიშნა, რომ საწვავის ასეთი მარაგი დაეხმარებოდა აჯანყებას იმპერიასთან ბრძოლისას. კოაქსიუმიანი მცირე კაფსული მან ჰანს გადასცა და შესთავაზა აჯანყებულებთან გაერთიანება, რაზეც მფრინავმა უარი უთხრა და სავარინი დატოვა.[2]

შეხვედრა სო გერერასთან[]

სო გერერა."
"ენფის ნესტი. იმედია, კარგი ამბები გაქვს.
გადამუშავებული კოაქსიუმი, მთელ ფლოტს ეყოფა, ვიმედოვნებ, აზრიანად გამოიყენებთ.
―ენფის ნესტი და სო გერერა[6]

სავარინზე დატრიალებული ამბების შემდეგ ნესტმა კოაქსიუმი მიაწოდა პარტიზანთა მეთაურ სო გერერას, რომელმაც მას გააცნო ჯინ ერსო. ენფისს არ მოსწონდა, რომ სო ასეთ ახალგაზრდას ამზადებდა მებრძოლად. თუმცა, იგი მაინც ესაუბრა ჯინს და დაარწმუნა აუცილებლობაში, გაეკეთებინა ისე, რომ ყველას ენანა, რომ სათანადოდ არ აფასებდა მის შესაძლებლობებს. ჯინმა უთხრა, რომ ასე სწორედ სო ეპყრობოდა.[6]

აღჭურვილობა[]

Skyblade 330 swoop

ენფისის მოდიფიცირებული სვუპი „ცის სამართებელი“ 330

ენფისი ატარებდა ბესკარისგან დამზადებულ ხელთათმანებს. მათში ჩაშენებული იყო სერვო-ამძრავები, რომელთა მეშვეობით იშლებოდა მომცრო ფარები.

ნესტი ატარებდა საბრძოლო მუზარადს[3], რომელიც მანამდე დედამისს ეკუთვნოდა[2]. მუზარადზე ამოტვიფრული იყო ლექსი: „სანამ მივაღწევთ უკანასკნელ ზღვარს, უკანასკნელ კარს, უკანასკნელ ვარსკვლავს და გზა აღარსად გვექნება“. ნესტი ატარებდა ცის სამართებელ 330-ის მოდელის სვუპს.[7] იგი აგრეთვე იყენებდა რეპულსორულ მაჩქარებლებს, რომელთა მეშვეობით უფრო მარტივად დახტოდა. მის იარაღებს შორის აგრეთვე აღსანიშნავია კვერთხი-ელექტროხერხი, რომელშიც მოძრაობდა ელექტროენერგია. ამ იარაღით ენფისს შეეძლო რკინის მარტივად გაჭრაც.

კადრს მიღმა[]

რათა მიხვდეთ, თუ ვინაა ენფისი, თავდაპირველად უნდა მიხვდეთ, ვინაა ვუდი ჰარელსონის მიერ განსახიერებული ბეკეტი.
ჯონ კესდენი ენფის ნესტის შესახებ[8]

ენფის ნესტი შეიქმნა 2018 წლის ანთოლოგიური ფილმისთვის სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი, განსახიერებული ერინ კელიმენის მიერ.[2] საგულისხმოა, რომ პერსონაჟი შეიქმნა მეიზი უილიამსის მიერ განსახიერებული არია სტარკით (სერიალი სატახტოთა თამაში).[9] სოლოს კომპოზიტორ ჯონ პაუელის მიერ ენფისისთვის შეიქმნა სპეციალური მუსიკალური თემა — ერთ-ერთი ფილმისთვის დაწერილი ექვსი ახალი თემიდან.[10]

პერსონაჟის სახელი ოფიციალურად ცნობილი გახდა Denny's-ის Topps-ის საკოლექციო ბარათიდან.[11] LECLERC-ის ფრანგულ საკოლექციო ბარათზე მითითებული იყო პერსონაჟის სქესიც.[4] მიუხედავად ამისა, Star Wars Insider 180-ში რამდენიმეჯერ აღნიშნული იყო, რომ ნესტი მამრობითი სქესის იყო.[12] საბოლოო ჯამში, მომავალ მაყურებელთა დიდმა ნაწილმა არ იცოდა, რომ ნესტი გოგონა იყო.[2]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. AltayaCite ტობიას ბეკეტი და დამნაშავეთა სამყაროს სხვა პერსონაჟებივარსკვლავური ომების ენციკლოპედია
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
  3. 3.0 3.1 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: ოფიციალური ცნობარი
  4. 4.0 4.1 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი (LECLERC)
  5. 5.0 5.1 5.2 ბეკეტი 1
  6. 6.0 6.1 სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: გაფართოებული გამოცემა
  7. Star Wars: Card Trader
  8. YouTube 'სოლოს' სცენარისტები ლორენს და ჯონათან კესდენები ჩუბაკას ტექსტის სცენარზე და ახალი ტელერგოლები! Star Wars YouTube-ის არხზე (არქივის ბმული)
  9. TwitterLogo ჯონ კესდენი (@JonKasdan) Twitter-ზე: „მადლობა შეუდარებელ @Maisie_Williams-ს, ჩვენ მივხვდით, რომ ვარსკვლავურ ომებში გვსურდა პერსონაჟი, რომელსაც, სულ მცირე, პრეტენზია ექნებოდა, ყოფილიყო ისეთივე მაგარი, როგორც არია სტარკი.“ (არქივის ბმული)
  10. ჯონ პაუელი წარადგენს ახალ თემებს ფილმიდან სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი, ავტორი: მარკ ნიუბოლდი საიტზე www.fanthatracks.com (დაარქივებულია ორიგინალიდან, თარიღი January 27, 2021)
  11. Topps logo სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი (Topps) (ბარათი: ენფის ნესტი)
  12. Star Wars Insider 180

იხილეთ აგრეთვე[]

Advertisement