ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Blue-exclamation-mark

ამ სტატიის შიგთავსი აღწერს გაუქმებულ პროექტს.

სტატიაში აღწერილი საკითხი ეხება ნაწარმს, რომელიც გაუქმდა ან ჩანაცვლდა სხვა ნაწარმით.

ეპიზოდი I: ძირითადი ცნობარი იყო ძირითადი ცნობარების სერიის დაგეგმილი ენციკლოპედია, რომელშიც შეტანილი იქნებოდა ფარული მუქარის მოვლენების, პერსონაჟების და სხვა თემების განხილვა. მისი ავტორი უნდა ყოფილიყო დენ უოლესი. ენციკლოპედიის სამუშაო სახელწოდება იყო I ეპიზოდის სრული ცნობარი. გამოცემა გაუქმდა, ვინაიდან I ეპიზოდის ნაწარმთან დაკავშირებული მასალების ბაზარზე გატანა დაგვიანდა და აქტუალურ თემას წარმოადგენდნენ ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა, ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება და გაფართოებული სამყაროს მასალები — კლონების ომების მულტიმედიური პროექტი და ჯედაების ახალი ორდენი. შემდგომში ძირითადი ცნობარების სერია განახლდა — წიგნებით მანქანების და გემების ახალი ძირითადი ცნობარი, იარაღებისა და ტექნოლოგიების ახალი ძირითადი ცნობარი, დროიდების ახალი ძირითადი ცნობარი და უცხომიწელთა რასების ახალი ძირითადი ცნობარი. ყველა ეს წიგნი შეიცავს I ეპიზოდთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვებს.

გარე ბმულები[]

Advertisement