ᲡᲙᲐᲘᲣᲝᲙᲔᲠᲘᲡ ᲐᲦᲖᲔᲕᲔᲑᲘᲡ ᲐᲛᲐᲦᲔᲚᲕᲔᲑᲔᲚ ᲛᲝᲕᲚᲔᲜᲔᲑᲐᲛᲓᲔ! იმპერიის მიერ მათი პლანეტის ოკუპირებიდან ათწლეულების შემდეგ არსებობენ მონ-კალას წყლებში სისხლის ღვრის თავიდან არიდების მსურველნი.
შესავალი ტიტრი[]
ᲛᲝᲒᲖᲐᲣᲠᲝᲑᲐ ᲡᲙᲐᲘᲣᲝᲙᲔᲠᲘᲡ ᲐᲦᲖᲔᲕᲔᲑᲐᲛᲓᲔ ᲔᲠᲗᲒᲣᲚᲔᲑᲐ ნაწილი III ᲛᲗᲕᲐᲠᲘᲡ ᲑᲜᲔᲚᲘ ᲛᲮᲐᲠᲔ
გენერალი ლეია ორგანა მონ-კალაზე წინააღმდეგობისთვის ბოროტი პირველი ორდენის წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარების საძიებლად ჩავიდა. სამწუხაროდ, კუორენი მრჩეველი ჩედკოლ ჯი მათ უპირისპირდება, ემხრობა რა იზოლაციურ პოლიტიკას მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი იმპერიას შეეწირა.
დაკარგული საბრძოლო ტექნიკის მოსაპოვებლად განხორციელებული მისიის შესრულებისას ფინს და პო დემერონს დაესხა ულმობელ ჯილდოზე მონადირეთა ბანდა. პირველი თავდასხმისას პოს მოწყვეტილი ფინი მიმწყვდეულია ხომალდზე ავედოტის თანამგზავრთან.
მონ-კალაზე მდგომარეობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც რეის და როუზს დაკის ქუჩაში თავს კუორენები დაესხნენ. ამასობაში ჩედკოლ ჯიმ ლეიას და მისი წინააღმდეგობის მეომართა მოსაშორებლად შეიმუშავა მზაკვრული გეგმა — შესთავაზა რა პლანეტა პირველ ორდენს....