ერ-02[3] გალაქტიკური იმპერიის პერიოდში ერქვა ქალს, რომელიც ვიცეადმირალ ედმონ რემპარტის მეთაურობით მსახურობდა. სხვებთან ერთად რემპარტმა იგი დაასახელა გალაქტიკის საუკეთესო ჯარისკაცად. ერ-02, ისევე, როგორც რამდენიმე სხვა სამხედრო, მოხვდა კლონ მეთაურ კს-9904-ის ელიტურ რაზმში.[1] მას შემდეგ, რაც მონადირე, კლონების რაზმ 99-ის მეთაური, იმპერიულმა ძალებმა დაროზე დააპატიმრეს,[4] ერ-02 მიზანას რაზმთან ერთად კამინოზე უვარგისი პარტიის გამოჩენას ელოდა. რემპარტის ბრძანებით იგი მიზანას თვალს ადევნებდა. მოგვიანებით, როდესაც პარტიის წევრები დაიჭირეს, ერ-02-ს უბრძანეს ომეგას პოვნა. თუმცა, სამხედროს საწვრთნელი დროიდების შემნახველმა განყოფილებამ დაარტყა და მან გონება დაკარგა. მოგვიანებით, გონს მოსულმა, რემპარტს მიზანას წარუმატებლობის შესახებ აცნობა და სხვებთან ერთად ქალაქი ტიპოკა დატოვა, ამ უკანასკნელის განადგურებამდე.[5]
კადრს მიღმა[]
პერსონაჟი პირველად გამოჩნდა ანიმაციურ ტელესერიალში ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია. მას ახმოვანებს ტინა ჰუანგი.[2]
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "შემცვლელები" (პირველი გამოჩენა)
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "გაერთიანება"
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "ეშმაკთან გარიგება"
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "გადარჩენა რაილოთზე"
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "საომარი მანტია"
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "დაბრუნება კამინოზე"
წყაროები[]
Star Wars: The Black Series (პაკეტი: Elite Squad Trooper) (არქივის ბმული) (პირველი ხსენება) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
"Replacements" Episode Guide | The Bad Batch StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
"Return To Kamino" Episode Guide | The Bad Batch StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Star Wars: The Black Series (პაკეტი: Crosshair (Imperial)) (არქივის ბმული) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
"Reunion" Episode Guide | The Bad Batch StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
Databank Download: Crosshair’s Imperial Squad Atomic Mass Games-ის ოფიციალურ საიტზე (არქივის ბმული)
Elite Squad Databank-ში (არქივის ბმული) (პირველად ნახსენები როგორც ერ-02)