ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

X-ფრთებიანების ესკადრილია.

ესკადრილია ეწოდებოდა საჰაერო ან კოსმოსურ ერთეულს, რომელიც, როგორც წესი, შედგებოდა საბრძოლო ხომალდებისგან, როგორიც იყო X-ფრთებიანი T-65B ან უფრო დიდი ზომის სამხედრო გემების ჯგუფისგან, როგორიც იყო სიკვდილის ესკადრილია. საბრძოლო ხომალდების ესკადრილიის ყველაზე გავრცელებულ შემადგენლობაში შედიოდა თორმეტი გემი. ესკადრილები საკუთარ სახელს ატარებდნენ და, როგორც წესი, ყოველს ჰყავდა ფრთის მეთაური ან ლიდერი, რომელიც პილოტებზე პასუხისმგებელი იყო[1]. დიდი ჯგუფების შემთხვევაში მეთაურობდა ადმირალი ან კაპიტანი. სიკვდილის ესკადრილიას, მაგალითისთვის, მეთაურობდა დართ ვეიდერი, სითების ბნელი ლორდი[2].

სიტყვა ესკადრილია აგრეთვე გამოიყენებოდა სამხედრო ქვედანაყოფებთან, როგორიც იყო რესპუბლიკის დიადი ჯარიელვისებრი ესკადრილია. კლონთა ომების პერიოდში ესკადრილიის დაზვერვის მოწინავე ძალების ჯარისკაცები რაილოთზე ბრძოლისას მსახურობდნენ სადაზვერვო და კავალერიულ ქვედანაყოფებში[3]. AT-TE-ები ფელუციის მეორე ბრძოლისას ესკადრილიის ნაწილს წარმოადგენდნენ და საკუთარ სიმბოლოს ატარებდნენ[4]

გამოჩენები[]

Holocron-for-wiki.png ეს სია არასრულია. შეგიძლია, დაგვეხმაროთ და განავრცოთ იგი.

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე

Advertisement