ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 

OnACanonArticleGoToLegends

"ექო", თავდაპირველად ცნობილი როგორც კს-1409, ასევე ცნობილი როგორც ანაქსისის გმირი, იყო კლონი სამხედრო, რომელიც გალაქტიკური რესპუბლიკის დიადი არმიის შემადგენლობაში კლონების ომების დროს მსახურობდა. დაბადებული კამინოზე, თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც კს-21-0408, რაზმ დომინოს კადეტი (ამ რაზმში მასთან ერთად შედიოდნენ კს-782 "მსხვილა", კს-4040 "ოინბაზი", კს-00-2010 "დროიდბეიტი" და კს-5555 "ფაივსი"). მოგვიანებით მან ტიპოკას სამხედრო კომპლექსი დატოვა და, პირველი დავალებისას, მოხვდა სადგურ რიშიზე, საიდანაც, კლონ კაპიტან კს-7567 "რექსთან", კლონ მეთაურ კოდისთან" და "მსხვილასთან" ერთად (რომელმაც ბრძოლისას თავი გასწირა) კამინოზე სეპარატისტების თავდასხმაზე შეტყობინებას აგზავნიდა. გამორჩეული დამსახურებებისთვის ექო 501-ე ლეგიონის წევრად გადაიყვანეს.

რიშის მთვარეზე ბრძოლის შემდეგ ექო მშობლიურ სამყაროს სეპარატისტების ძალებისგან იცავდა მათი მხრიდან ქალაქ ტიპოკაზე თავდასხმისას, რომელიც მიზნად კლონირებისთვის განკუთვნილი შენობების განადგურებას ისახავდა. როგორც კი რესპუბლიკის ძალებმა თავდასხმა მოიგერიეს, ექო და ფაივსი ელიტური მეკ-სამხედროების რანგში დააწინაურეს. მოგვიანებით ექო ლოლა-საიუზე მისიაში მონაწილეობდა, სადაც ჯედაებს და გამოცდილ კლონ სამხედროებს ლოლა საიუს ციტადელში გამომწყვდეული ოსტატ ჯედაი ივენ პიელისგან დამაკავშირებელი გზის კოორდინატების მოპოვებაში ეხმარებოდა. პიელი და სხვები გადაარჩინეს და რაზმი დასაშვებ მოედანზე მოხვდა, საიდანაც მაქოთი გაქცევას აპირებდა. თუმცა, როდესაც ექომ შეამჩნია, თუ როგორც უმიზნებდა ლაზერით კომანდო დროიდი მათ მაქოს, გაიქცა მისკენ, რათა ხომალდი დაეცვა. ხომალდის აფეთქების შემდეგ მისი თანამებრძოლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ექო დაიღუპა. ექოს დაკარგვის და მოგვიანებით პიელის დაღუპვის მიუხედავად, მისია წარმატებულად ჩაითვალა.

დასახიჩრებული ექო სეპარატისტებმა აიყვანეს. ამის შემდეგ იგი ტექნოკავშირის ათისთავ უოტ ტემბორის ხელთ ჩავართა. კლონს სიცოცხლე შეუნარჩუნეს მისი კიბორგად გადაქცევით, თუმცა — მისივე ცნობიერების დაკარგვის ხარჯზე. ადმირალი ტრენჩის ანაქსისზე კამპანიისას იგი მათ უნებურ პაიკად იქცა. როდესაც რექსმა მისი გადარჩენის დამადასტურებელი ნიშნები მოიპოვა, კლონების რაზმ 99-თან და გენერალ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერთან ერთად ჩატარდა მისია, რომელიც მიზნად მცირე სკაკოდან ექოს გადარჩენას ისახავდა. ახალი, კიბერნეტიკული შესაძლებლობები ექომ ანაქსისზე სეპარატისტების წინააღმდეგ გამოიყენა და რესპუბლიკას მორიგი გამარჯვება მოუპოვა. მისიის დასრულების შემდეგ ექო კლონების რაზმ 99-ს შეუერთდა.

ახალი წესრიგის გამოცხადებასთან და გალაქტიკური იმპერიის აღზევებასთან ერთად რაზმის დანიშნულება და მიზნები შეიცვალა. მისი წევრები პლანეტა კამინოდან გაიქცნენ გოგონა ომეგასთან ერთად, იმპერიის მხარეს გადასული "მიზანას" გარეშე, ხოლო ადმირალ უილჰაფ ტარკინის განკარგულებით ძებნილებად იქცნენ.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]