FANDOM


Premium-Eras-canon

ექსეგოლი იყო ბნელი უდაბური პლანეტა, მდებარე უცნობ რეგიონებში. ლეგენდის მიხედვით, იგი სითების უძველეს, დამალულ პლანეტას წარმოადგენდა. იავინის ბრძოლიდან 35 წლისთვის ექსეგოლიდან მოქმედებდნენ სითი ლორდი დართ სიდიუსი და მარადიული სითები. პლანეტაზე აგრეთვე დაიბადა პირველი ორდენის ყოფილი უზენაესი მეთაური სნოუკი — სიდიუსმა იგი შექმნა პირველი ორდენის ფარულად სამართავად. ექსეგოლზე აგრეთვე დამალული იყო მარადიული სითების ფლოტი, შეკრებილი სიდიუსის და მისი მიმდევრების მიერ. მისი მეშვეობით ისინი აპირებდნენ საბოლოო ორდენის ჩამოყალიბებას და ახალი იმპერიის დაარსებას. პლანეტაზე მოხდა პირველი ორდენის და წინააღმდეგობის საბოლოო ბრძოლაც, რომლის შედეგად პირველი და საბოლოო ორდენიც და მარადიული სითებიც დამარცხდნენ.[1]

აღწერა

ექსეგოლი იყო უდაბური, ბნელი, უნაყოფო და მთებიანი პლანეტა. მისი მშრალი ჰავა მისივე ატმოსფეროში არსებულ მტვერთან შერწყმით წარმოშობდა სტატიკურ გაელვებებს. პლანეტა დაფარული იყო ქერქში ღრმად მიმავალი დიდი ნაპრალებით. სითების მიმდევრებმა ისინი უხსოვარ დროს გათხარეს, იმ იმედით, რომ მიაღწევდნენ პლანეტის ზღვარამდე[2].

ისტორია

ადრეული ისტორია

ექსეგოლი იყო სითების დასახლების ერთ-ერთი უძველესი ადგილი — ცნობები მის შესახებ მოიპოვებოდა გალაქტიკური რესპუბლიკის დაარსებამდე ათასი წლით ადრე.[2] უძველესი სითების თუ მათი მიმდევრების ძალისხმევით ექსეგოლზე აშენდა ციტადელი, სადაც იმართებოდა შეხვედრები ან რიტუალები.[1][2]

მარადიული სითები

გალაქტიკური იმპერიის დროისთვის დარჩა მხოლოდ ორი სითი ლორდი, დართ სიდიუსი და დართ ვეიდერი. მხოლოდ ისინი ფლობდნენ გეზისმაძიებლებს, რომლებითაც შესაძლებელი იყო ექსეგოლის პოვნა. სიდიუსის ენდორის ბრძოლისას დაღუპვის შემდეგ მარადიული სითების კულტმა ექსეგოლი აირჩია ბაზად, ვინაიდან იგი გალაქტიკის ისტორიკოსებისთვის მიუწვდომელი და უცნობი იყო — მათ მხოლოდ მორაბანდის და სითებთან დაკავშირებული სხვა პლანეტების შესახებ თუ იცოდნენ.[2]

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

წყაროები

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.